"ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს", - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია.
რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი
გუჯარიძე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
ეს არის ამონარიდები 2021 წლის ანგარიშიდან. სამწუხაროდ, არ გაქვს 2022 წლის ანგარიში, რომელსაც სააგენტო არ გვაძლევს. სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს.
ახლა მაია ბითაძეს ვუსმინე, შოვში არანაირი რისკი არასოდეს არ არსებობდაო, ხოდა, რავიცი აბა, რისთვის იწერება ეს ანგარიშები?!
გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის https://greenalt.org/library/geologiuri-biuleteni-2021/" - წერს გუჯარიძე სოციალურ ქსელში.