შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა: მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს.
შოვში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 11 პირის ცხედარია ნაპოვნი.
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა შოვში, 2 დღე წყალი არ მოდიოდაო, იმედია დივერსიული აქტი არ იყო.