შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა: მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შოვში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 7 პირის ცხედარია ნაპოვნი.
ეს ღვარცოდი მდინარის ადიდებამ გამოიწვია თუ რა იყო მიზეზი?
სამწუხაროდ სტიქიურად მომხდარი ბუნებრივი მოვლენებისაგან არცერთი ქვეყანა არაა დაცული და დაზღვეული.
მთავარია ძალზე ოპერატიულად მოქმედება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მასზე რეაგირება უპირველეს ყოვლისა ადამიანთა შესაძლო დანაკარგების შესამცირებლად.
რაც ვნახე და მოვისმინე - შეიძლებოდა უფრო სწრაფად დაწყებულიყო სამაშველო ოპერაციები...
იმდენად დიდი მიწის მასაა ჩამოწოლილი, რომ მგონია მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნება...
ამას ემატება ის, რომ ზაფხულის სეზონია და რაც კიდევ უფრო კატასტროფულად ზრდის შესაძლო დანაკარგების ალბათობას...
რაც შეეხება ოპოზიციის ყიჟინს ვერტმფრენებთან დაკავშირებით.
მხედველობაშია მათი მუშაობა ღამის საათებში.
შოვში დატრიალებული უბედურება გუშინ დაახლოებით შუადღით მოხდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ღვარცობის დაწყებიდან მაქსიმუმ ერთ საათში ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა და აქედან გამომდინარე ღამით სამძებრო სამუშაოებების ჩატარებაც არაფერ სასარგებლოს არ და ვერ მოიტანდა...