ავტორი:

"3 დღის წინ ჩავიდნენ შოვში დასასვენებლად და "მამისონის კოტეჯებში" დაბინავდნენ... აღარაფერი ვიცით მათ შესახებ" - რას ჰყვებიან სტიქიის ზონაში დაკარგულ და-ძმასა და მათ მეგობარზე

"3 დღის წინ ჩავიდნენ შოვში დასასვენებლად და "მამისონის კოტეჯებში" დაბინავდნენ... აღარაფერი ვიცით მათ შესახებ" - რას ჰყვებიან სტიქიის ზონაში დაკარგულ და-ძმასა და მათ მეგობარზე
  • ფოტოზე: დავით ბერიაშვილი და გიორგი და სოფი ყარალაშვილები

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე, ორ მეგობარს, და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილებს ეძებს, მათთან ერთად არ ჩანს სოფისა და გიორგის მეგობარი დავით ბერიაშვილი.

"ისინი 3 დღის წინ ჩავიდნენ შოვში დასასვენებლად და ე.წ. მამისონის კოტეჯებში დაბინავდნენ. გუშინ დილით სოციალურ ქსელში აქტიურები იყვნენ, მერე აღარაფერი ვიცით მათ შესახებ. მათი მშობლები ახლა შოვში არიან, არ დაუტოვებიათ ტერიტორია, ეძებენ, თუ ვინმემ რამე იცით სოფის, გიორგისა და დავითის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ გიორგისა და სოფის დედასთან, ია მერებაშვილთან ნომერზე 599 25 68 76" - გვიყვება ირაკლი კუპრაძე.

შოვში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 6 პირის ცხედარია ნაპოვნი.

წაიკითხეთ ასევე: