შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა.
მეგი გუტაშვილი, მისი ძმა, გიგი გუტაშვილი და მათი სხვა ნათესავები. ამის შესახებ დაკარგული მოქალაქეების ახლობელმა განგვიცხადა.
"მათ იქ კოტეჯები ჰქონდათ, როგორც ვიცი, ახლა ეს კოტეჯები განადგურებულია. კავშირი არ არის, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეგის და მარიტა გუტაშვილი და მისი დედ-მამა" - გვეუბნება დაკარგული მოქალაქეების ახლობელი.
შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.
წაიკითხეთ ასევე: