ავტორი:

"შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - შოვში მყოფი მოქალაქე

"შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - შოვში მყოფი მოქალაქე

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 80 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა. მათ შორის არის ქალი, სამი შვილით. როგორც ადგილზე მყოფი ბავშვების ბებია ამბობს, ჯერ კიდევ არ იციან მათ შესახებ არაფერი.

"ჯერ არანაირი კონტაქტი არ არის. შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი. დასასვენებლად იყვნენ" - ამბობს მოქალაქე.

დახმარება გუშინ ბავშვების მამამაც ითხოვა.

"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი როგორ არიან. როგორც ვიცი, ორი ვერტმფრენი ჰყავთ, ღამის ხედვით. ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი?! დაიღუპონ? ხალხო, რამე ქენით, ძალიან გთხოვთ. გამოგზავნეთ ვერტმფრენი, რომ ვიპოვოთ. დღის 12 საათის მერე აღარ გამოსულან კონტაქტზე" - აცხადებს მეწყერში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრი "მთავარ არხთან".

შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.