ავტორი:

სასტუმრო "სანსეტ შოვი" განცხადებას ავრცელებს - "ჩვენი ინფორმაციით, ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას"

სასტუმრო "სანსეტ შოვი" განცხადებას ავრცელებს - "ჩვენი ინფორმაციით, ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას"

სასტუმრო "სანსეტ შოვი“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი ინფომაციით, ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ.

"მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები. ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება მომავალ ჯავშნებს, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

წაიკითხეთ ასევე: