ავტორი:

შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ:

"სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები, Giorgi Karalashvili Sophie Karalashvili თან ახლდათ მეგობარი.ამდენი ხნის მანძილზე კავშირზე არ გამოსულან თუ ვინმეს გეცნობათ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ შემეხმიანეთ" - წერენ ისინი სოციალურ ქსელში.

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლესი ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან.

მინისტრის თქმით, სტიქიის ადგილას ამ დროისთვის 150-მდე მაშველი რჩება.

“არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი, რომელსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან. ეს პროცესი გრძელდება, მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში სამძებრო სამუშაოების განსახორციელებლად”,- განაცხადა ქარსელაძემ.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდნენ ნომერზე: 598 913 089.