ავტორი:

"სტიქიაში მოყვა მთელი ჩემი ოჯახი... სასწრაფოდ გამომიყავით ვერტმფრენი, მე გავყვები ბიჭებს და მოვაძებნინებ" - მეწყერში მოყოლილი ადამიანების ახლობლები დახმარებას ითხოვენ

"სტიქიაში მოყვა მთელი ჩემი ოჯახი... სასწრაფოდ გამომიყავით ვერტმფრენი, მე გავყვები ბიჭებს და მოვაძებნინებ" - მეწყერში მოყოლილი ადამიანების ახლობლები დახმარებას ითხოვენ

შოვში, ზვავში მოყოლილი ადამაინების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მთელი მისი ოჯახი მეწყერმა მოიყოლა.

"სტიქიაში მოჰყვა ჩემი ოჯახი: ჩემი და, ძმა, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ერთი ბიძაშვილი სამი პატარა ბავშვით. ვერტმფრენს ვერ მივყავართ, ხედვის კამერა არ აქვთ, როგორც ჩანს. მთელი დღეა გამოჰყვათ ისეთი დადამიანები, რომლებიც ისედაც კარგად არიან. კი, იმათაც უნდა მივეხმაროთ, პირველადი დახმარება აღმოვუჩინოთ, მაგრამ როცა ამდენი ხალხია ჩარჩენილი, გასწორებულია მიწასთან ყველაფერი... ჩემი და დავინახე ფოტოში, შეიძლება არის ტყეში. კალაძე, სასწრაფოდ გამომიყავი ვერტმფრენი, რომელიც დამსვამს ე.წ. მჟავე წყალზე, რკინის წყალთან. ზეპირად ვიცი სად რა ქვა არის, სად რა ხეა... აქ ვარ გაზრდილი. მე თვითინ გავყვები ბიჭებს და მოვაძებნინებ. გამოგზავნილია ჯგუფი, რომელიც აზრზე არ არის სად რა არის. მჟავე წყალი სად არისო, მე მეკითხებიან." - აცხადებს მოქალაქე.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

  • ცნობილი გახდა, რომ სტიქიას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

ასევე იხილეთ: