რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ არ არიან ნაპოვნი მეწყერში მოყოლილი ადამიანები. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ დედამისი, რომელიც მეწყრის ჩამოწოლისას სამზარეულოში იმყოფებოდა, მის თვალწინ გაუჩინარდა და ამ დრომდე მაშველებს არ უპოვიათ.
23 წლის დავით ჯალაძე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დღის გმირად იქაცა, სტიქიის შესახებ "ფორმულასთან" ჰყვება. ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 5 წლის დისშვილი მიწის მასიდან ზურგზე შემოსმული ამოიყვანა.
"შოვიდან მოვდიოდით, მინერალური წყლის ასაღებად ვიყავით. ადგილიდან ვეღარ დავიძრით. წინიდან და უკნიდან მეწყერი მოდიოდა. საშინელება იყო... ორი ავტომობილით ვიყავით. ის მანქანები წაიღო წყალმა, გადმოსვლა მოვასწარით. როგორღაც გადავრჩი. ორჯერ წაგვღო მწყერმა მე და ჩემი დისშვილი... ღმერთმა გადაგვარჩინა. ჩემო იჯახი, ყველანი გადავრჩით, სხვების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია." - აცხადებს ჯალაძე.
ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაშვებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა.
"ამ დროისთვის, მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას შეკრებილია დაახლოებით 70-80 ადამიანი. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამაშველო ღონისძიება. შესაბამისი აღჭურვილობით მობილიზებულია, როგორც განათების საშუალება, ასევე, სხვა საჭირო სპეციალური აღჭურვილობა, რაც შეიძლება დასჭირდეთ მეხანძრე-მაშველებს“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
ასევე იხილეთ: