ავტორი:

"მთის ნაწილი მოწყდა, მეწყერმა მდინარე დააგუბა, წყალი მოვარდა და კოტეჯები წამოიღო... ამბობენ, ხალხი გაფრთხილებულიც ჰყავდათო" - რას ჰყვება გლოლას მაცხოვრებელი?

"მთის ნაწილი მოწყდა, მეწყერმა მდინარე დააგუბა, წყალი მოვარდა და კოტეჯები წამოიღო... ამბობენ, ხალხი გაფრთხილებულიც ჰყავდათო" - რას ჰყვება გლოლას მაცხოვრებელი?

სასტუმრო "სანსეტ შოვის“ მიმდებარედ, წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მთის დიდმა ნაწილმა 16 ადამიანი მოიყოლა, მათ შორის 6 ბავშვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, ამ ადამიანების გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზა მოწყვეტილია და სამაშველო ჯგუფისთვის ადგილამდე მისვლა შეუძლებელია.

სოფელ გლოლას მაცხოვრებელი AMBEBI.GE-ს უყვება:

"მთის ნაწილი მოწყდა, მეწყერმა მდინარე ბუბა დააგუბა, წვიმის შედეგად წყალი მოვარდა და მდინარემ კოტეჯები წამოიღო. ამბობენ, ხალხი გაფრთხილებულიც ჰყავდათო. ახლა 16 კაცს ეძებენ და ვერც მიდიან ადგილამდე, მათთან დაკავშირება შეუძლებელია, წაღებულია ხიდიც. ამ ადგილთან დაკავშირება ძნელია, ვერტმფრენებს ელოდებიან და ამ დრომდე არ მოსულან. ამ ადამიანებს შორის არა მარტო დამსვენებლები, ადგილობრივებიც არიან“.