ავტორი:

"წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას... აქ უამრავი ბავშვი და მოხუცია" - შოვში მყოფი მოქალაქე

"წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას... აქ უამრავი ბავშვი და მოხუცია" - შოვში მყოფი მოქალაქე

შოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მეწყერი ჩამოწვა, რამაც ათობით ადამიანი მოიყოლა. როგორც იქ მყოფი მოქალაქე ამბობს, ვითარება კრიტიკულია. მისივე ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილებს შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.

"მეწყერი ჩამოწვა და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას. უამრავი ბავშვი და მოხუცია. 2-მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ მალე არ მოვა ვერტმფრენი" - ამბობს შოვში მყოფი მოქალაქე.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.