ავტორი:

რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოიყოლა - არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ბავშვები

რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოიყოლა - არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ბავშვები

შოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა და ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფება, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ, მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.