სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები
"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები

2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, რუ­სებ­სა და აფ­რი­კე­ლებს ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უყ­ვარ­დათ. რუ­სულ-აფ­რი­კუ­ლი ვნე­ბის ქარ­ბუქ­ში მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი პუ­ტი­ნია. რუსი "რო­მე­ოს“ მხარ­და­ჭე­რა აფ­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ტემ­პით იზ­რდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, 29 ივ­ლისს "აფ­რი­კელ­მა ჩე გე­ვა­რამ", რო­მე­ლიც იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ქუ­ჩებ­ში ბე­რე­ტით და­დის და ვი­თომ მშვი­დო­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია, ჯუ­ლი­უს მა­ლე­მამ მსოფ­ლი­ოს პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და. მა­ლე­მა, რო­მე­ლიც პარ­ტია "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მებ­რძო­ლე­ბის" ლი­დე­რია, სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ ათო­ბით ათას მიმ­დე­ვარს აქე­ზებ­და.

გა­მოს­ვლი­სას ის შე­ე­ხო BRICS-ის სა­მი­ტის სა­კითხს, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. სა­მიტ­ზე პუ­ტი­ნის დას­წრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კას მისი და­კა­ვე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც კრემლში აცხა­დე­ბენ, პუ­ტი­ნი სა­მიტ­ზე დას­წრე­ბას არ აპი­რებს.

ჩვენს პრე­ზი­დენტს არ შე­უძ­ლია პუ­ტინს მის­ცეს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ თუ ის აქ ჩა­მო­ვა, არ და­ი­ჭე­რენ. ჩვენ ვართ პუ­ტი­ნი და პუ­ტი­ნი ჩვე­ნი­ა­ნია! ჩვენ ვერ ავი­ტანთ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ გან­წყო­ბებს! მივ­მარ­თავთ ჩი­ნეთს, ინ­დო­ეთ­სა და ბრა­ზი­ლი­ას, არ მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბრიქ­სის სა­მი­ტში და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეთ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს. თქვენ უნდა თქვათ: "თუ თქვენ ეხე­ბით ჩვე­ნი­ანს, თქვენ ეხე­ბით ყვე­ლა ჩვენ­განს“, - გა­ნა­ცხა­და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მა­ლე­მამ.

რუ­სებს თით­ქმის მო­ე­წო­ნათ თა­ვი­ან­თი ჭკუ­ის მა­ლე­მა, მაგ­რამ მათი სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვი იყო, რად­გან სა­უბ­რი­სას, აფ­რი­კელ­მა "ჩემ“ ყვე­ლა­ფე­რი "გა­ა­ფუ­ჭა": რა­დი­კალ­მა მე­მარ­ცხე­ნემ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად რა­სის­ტუ­ლი სიმ­ღე­რა უნი­ჭოდ წა­ი­ღი­ღი­ნა: "მო­კა­ლი თეთ­რი, მო­კა­ლი თეთ­რი ფერ­მე­რი“, - მღე­რო­და ის ათა­სო­ბით ადა­მი­ან­თან ერ­თად.

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის ეტა­ლონ“ რუ­სეთ­ში კი არ მო­ე­წო­ნათ სიმ­ღე­რა და მა­ლე­მას გა­მოს­ვლა პრო­პა­გან­დის­ტებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში არ გა­აშ­ვე­ბი­ნეს. სა­კი­თხა­ვია, იქ­ნებ უბ­რა­ლოდ მა­ლე­მას ვო­კა­ლი და­ი­წუ­ნეს?!

რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი, ასე­ვე, იზ­რდე­ბა ნი­გე­რი­შიც, სა­დაც ცოტა ხნის წინ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და და პრე­ზი­დენ­ტი მო­ჰა­მედ ბა­ზუ­მი და­ა­კა­ვეს.

გა­დატ­რი­ა­ლე­ბამ­დე ქუ­ჩა­ში ხალ­ხი გა­მო­ვი­და და პროფ­რან­გუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მას ითხოვ­და. აქ­ცი­ა­ზე ჩან­და რუ­სუ­ლი დრო­შე­ბიც. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ლი­დე­რი აბ­დუ­რაჰ­მან ჩი­ა­ნია.

62 წლის გე­ნე­რა­ლი პრე­ზი­დენ­ტის გვარ­დი­ას 2011 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მა­ჰა­მა­დუ ის­სუ­ფუმ 2018 წელს მას გე­ნერ­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. სხვა­თა შო­რის, 2015 წელს ჩი­ა­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჩა­მოგ­დე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი.

გე­ნე­რალ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ხუნ­ტა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და ნი­გე­რი­ში არ­სე­ბუ­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბის გამო, მათ შო­რის ხაზი გა­უს­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ეკო­ნო­მი­კურ სირ­თუ­ლე­ებ­სა და კო­რუფ­ცი­ას. ბოლო წლებ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კის სხვა ქვეყ­ნებ­შიც მოხ­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, მა­ლი­ში, გვი­ნე­ა­სა და ბურ­კი­ნა-ფა­სო­ში.

ნი­გე­რი - რე­გი­ონ­ში და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო პარტნი­ო­რია. 1960 წლამ­დე ის საფ­რან­გე­თის კო­ლო­ნია იყო. ფრან­გე­ბი ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე სარ­გებ­ლო­ბენ დიდი გავ­ლე­ნით და სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი აქვთ.

ქვე­ყა­ნა მდი­და­რია ურა­ნის სა­ბა­დო­ე­ბით, რო­მელ­საც ის და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს აწ­ვდის. სა­ჰელ­ში ფრან­გულ ბა­ზას­თან ერ­თად, აშშ-ის სამ­ხედ­რო ბა­ზაც არის, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ის­ლა­მუ­რი მოძ­რა­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ამ ბრძო­ლა­ში ნი­გერ­მა კი­დევ უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა, მას შემ­დეგ, რაც მე­ზო­ბელ მა­ლი­სა და ბურ­კი­ნა-ფა­სო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ლი­შიც რუ­სე­თის რო­მან­ტი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბას კერ­ძო სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ვაგ­ნე­რი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს. ორ­გა­ნი­ზა­ცია გარ­და იმი­სა, რომ სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, ასე­ვე რუ­სულ პრო­პა­გან­და­საც ატა­რებს.

რუ­სეთ­ში ნი­გე­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს, მე­ტიც, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა მას "ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი“ უწო­და. თუმ­ცა ამ სი­ტყვე­ბის უკან რა დგას - უც­ნო­ბია, რად­გან ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბა­ზუ­მი უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი და "ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის“ მომ­ხრე იყო.

ისე კი, ნი­გერს ნამ­დვი­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხში დახ­მა­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ჯო­ზეფ ბო­რე­ლი იყო ჩა­სუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვებს რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ასო­ბით მი­ლი­ონ ევ­რო­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის­თვის ჭურ­ვებს დაჰ­პირ­და.

გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გამო, ევ­რო­კავ­შირ­მა, შე­საძ­ლოა, და­პი­რე­ბა არ შე­ას­რუ­ლოს, რად­გან ნაკ­ლებ­მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ არა­ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, არის ალ­ბა­თო­ბა, რომ ნი­გე­რი რუ­სეთს, კერ­ძოდ კი "ვაგ­ნერს“ მი­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თვის. "ვაგ­ნე­რი" სა­ჰე­ლის სამ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს: მა­ლი­ში, ბურ­კი­ნა ფა­სო­სა და სუ­დან­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი პუ­ტინს აფ­რი­კა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გა­მო­ად­გე­ბა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ისე­დაც ღიად აფა­ნა­ტებს რუს დიქ­ტა­ტორ­ზე.

BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ფრენკ გარ­დნე­რი ფიქ­რობს, რომ მო­მა­ვალ­ში ნი­გე­რის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი არ ჩანს.

"რო­გორც ჩანს, და­სავ­ლე­თი იქ თა­ვის სტრა­ტე­გი­ულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ბა­ზებს კარ­გავს. სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო ომს გა­მო­იწ­ვევს. ახლა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას, დიდი ალ­ბა­თო­ბით ამე­რი­კუ­ლი და ფრან­გუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის და­ხურ­ვა მოჰ­ყვე­ბა, 2500 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რო­მე­ლიც ნი­გერს ამ­ბო­ხე­ბულ ჯი­ჰა­დის­ტებ­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, ქვეყ­ნი­დან წავა.

ვის­თვის არის ეს ყვე­ლა­ფე­რი მომ­გე­ბი­ა­ნი? ნი­გე­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ნამ­დვი­ლად არა. და­სავ­ლე­თის ჯა­რის­კა­ცე­ბის აქ ყოფ­ნა ყვე­ლას არ მოს­წონ­და, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას იღებ­და. სა­უ­ბა­რია ასო­ბით მი­ლი­ონ ევ­რო­ზე. ახლა ეს დახ­მა­რე­ბა შე­წყდე­ბა.

რუ­სუ­ლი დრო­შე­ბიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად სწრა­ფად გა­მოჩ­ნდა ქუ­ჩებ­ში, სავ­სე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რუ­სუ­ლი "ვაგ­ნე­რი“ და­სავ­ლელ ჯა­რის­კა­ცებს ჩა­ა­ნაც­ვლებს.

ჯი­ჰა­დის­ტე­ბის­თვის კი ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რია.“

რო­გორც ჩანს, პუ­ტი­ნის გავ­ლე­ნა აფ­რი­კა­ში ნამ­დვი­ლად ძლი­ერ­დე­ბა. 27 ივ­ლისს პე­ტერ­ბურ­გში "რუ­სეთ-აფ­რი­კის“ ფო­რუ­მი ჩა­ტარ­და. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­ბი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ბაზ­რებ­სა და გავ­ლე­ნის სფე­რო­ებს ეძე­ბენ. აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში მზარ­დი პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, "ვაგ­ნე­რის“ როლი და ზოგ ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი პუ­ტი­ნის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩვენც, ჩვენც!
0

 ფერი ფერს და მადლი ღმერთს.

***
6

ერთნაირი განვითარების დონე აქვთ მაინც....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები

"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსებსა და აფრიკელებს ერთმანეთი მოულოდნელად შეუყვარდათ. რუსულ-აფრიკული ვნების ქარბუქში მთავარი ფიგურანტი პუტინია. რუსი "რომეოს“ მხარდაჭერა აფრიკულ საზოგადოებაში დიდი ტემპით იზრდება.

მაგალითად, 29 ივლისს "აფრიკელმა ჩე გევარამ", რომელიც იოჰანესბურგის ქუჩებში ბერეტით დადის და ვითომ მშვიდობის დიდი მოყვარულია, ჯულიუს მალემამ მსოფლიოს პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მალემა, რომელიც პარტია "ეკონომიკური თავისუფლების მებრძოლების" ლიდერია, სტადიონზე შეკრებილ ათობით ათას მიმდევარს აქეზებდა.

გამოსვლისას ის შეეხო BRICS-ის სამიტის საკითხს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გაიმართოს. სამიტზე პუტინის დასწრების შემთხვევაში კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მისი დაკავების ვალდებულება აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინი სამიტზე დასწრებას არ აპირებს.

ჩვენს პრეზიდენტს არ შეუძლია პუტინს მისცეს გარანტიები, რომ თუ ის აქ ჩამოვა, არ დაიჭერენ. ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია! ჩვენ ვერ ავიტანთ პუტინის წინააღმდეგ იმპერიალისტურ განწყობებს! მივმართავთ ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას, არ მიიღოთ მონაწილეობა ბრიქსის სამიტში და სოლიდარობა გამოუცხადეთ პრეზიდენტ პუტინს. თქვენ უნდა თქვათ: "თუ თქვენ ეხებით ჩვენიანს, თქვენ ეხებით ყველა ჩვენგანს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მალემამ.

რუსებს თითქმის მოეწონათ თავიანთი ჭკუის მალემა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი იყო, რადგან საუბრისას, აფრიკელმა "ჩემ“ ყველაფერი "გააფუჭა": რადიკალმა მემარცხენემ მხარდამჭერებთან ერთად რასისტული სიმღერა უნიჭოდ წაიღიღინა: "მოკალი თეთრი, მოკალი თეთრი ფერმერი“, - მღეროდა ის ათასობით ადამიანთან ერთად.

"სამართლიანობისა და თანასწორობის ეტალონ“ რუსეთში კი არ მოეწონათ სიმღერა და მალემას გამოსვლა პროპაგანდისტებს სატელევიზიო ეთერში არ გააშვებინეს. საკითხავია, იქნებ უბრალოდ მალემას ვოკალი დაიწუნეს?!

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/U_tdo71--OY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

რუსული განწყობები, ასევე, იზრდება ნიგერიშიც, სადაც ცოტა ხნის წინ სამხედრო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დააკავეს.

გადატრიალებამდე ქუჩაში ხალხი გამოვიდა და პროფრანგული ხელისუფლების გადადგომას ითხოვდა. აქციაზე ჩანდა რუსული დროშებიც. გადატრიალების ლიდერი აბდურაჰმან ჩიანია.

62 წლის გენერალი პრეზიდენტის გვარდიას 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰამადუ ისსუფუმ 2018 წელს მას გენერლის წოდება მიანიჭა. სხვათა შორის, 2015 წელს ჩიანის მაშინდელი პრეზიდენტის ჩამოგდებაში ედებოდა ბრალი.

გენერალმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ ხუნტა ხელისუფლებაში მოვიდა ნიგერიში არსებული რიგი პრობლემების გამო, მათ შორის ხაზი გაუსვა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეკონომიკურ სირთულეებსა და კორუფციას. ბოლო წლებში დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც მოხდა გადატრიალება, მაგალითად, მალიში, გვინეასა და ბურკინა-ფასოში.

ნიგერი - რეგიონში დასავლეთის ქვეყნების ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორია. 1960 წლამდე ის საფრანგეთის კოლონია იყო. ფრანგები ქვეყანაში დღემდე სარგებლობენ დიდი გავლენით და საკუთარი სამხედრო ბაზები აქვთ.

ქვეყანა მდიდარია ურანის საბადოებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებს აწვდის. საჰელში ფრანგულ ბაზასთან ერთად, აშშ-ის სამხედრო ბაზაც არის, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ისლამური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ამ ბრძოლაში ნიგერმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, მას შემდეგ, რაც მეზობელ მალისა და ბურკინა-ფასოში გადატრიალება მოხდა. აღსანიშნავია, რომ მალიშიც რუსეთის რომანტიზება მიმდინარეობს. ქვეყანაში უსაფრთხოებას კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერი“ უზრუნველყოფს. ორგანიზაცია გარდა იმისა, რომ სამხედრო მიმართულებით მუშაობს, ასევე რუსულ პროპაგანდასაც ატარებს.

რუსეთში ნიგერის გადატრიალებას მხარი არ დაუჭირეს, მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მას "ანტიკონსტიტუციური“ უწოდა. თუმცა ამ სიტყვების უკან რა დგას - უცნობია, რადგან ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაზუმი უკრაინის მხარდამჭერი და "ყირიმის პლატფორმის“ მომხრე იყო.

ისე კი, ნიგერს ნამდვილად ესაჭიროება უსაფრთხოების საკითხში დახმარება. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯოზეფ ბორელი იყო ჩასული და ადგილობრივებს რეგიონში სტაბილურობას, ასობით მილიონ ევროსა და ვერტმფრენებისთვის ჭურვებს დაჰპირდა.

გადატრიალების გამო, ევროკავშირმა, შესაძლოა, დაპირება არ შეასრულოს, რადგან ნაკლებმოსალოდნელია, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან ითანამშრომლონ.

ასეთ შემთხვევაში, არის ალბათობა, რომ ნიგერი რუსეთს, კერძოდ კი "ვაგნერს“ მიმართავს დახმარებისთვის. "ვაგნერი" საჰელის სამ ქვეყანაში მუშაობს: მალიში, ბურკინა ფასოსა და სუდანში. ეს ყველაფერი კი პუტინს აფრიკაში გავლენების გასაძლიერებლად გამოადგება, სადაც მოსახლეობის ნაწილი ისედაც ღიად აფანატებს რუს დიქტატორზე.

BBC-ის კორესპონდენტი ფრენკ გარდნერი ფიქრობს, რომ მომავალში ნიგერისთვის პოზიტიური ვარიანტები არ ჩანს.

"როგორც ჩანს, დასავლეთი იქ თავის სტრატეგიულ კონტრტერორისტულ ბაზებს კარგავს. სამხედრო ჩარევა სამოქალაქო ომს გამოიწვევს. ახლა საფრანგეთის მოქალაქეების ევაკუაციას, დიდი ალბათობით ამერიკული და ფრანგული სამხედრო ბაზების დახურვა მოჰყვება, 2500 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ნიგერს ამბოხებულ ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა, ქვეყნიდან წავა.

ვისთვის არის ეს ყველაფერი მომგებიანი? ნიგერიის მოსახლეობისთვის ნამდვილად არა. დასავლეთის ჯარისკაცების აქ ყოფნა ყველას არ მოსწონდა, მაგრამ ქვეყანა ყოველწლიურად ფულად დახმარებას იღებდა. საუბარია ასობით მილიონ ევროზე. ახლა ეს დახმარება შეწყდება.

რუსული დროშებიც მოულოდნელად სწრაფად გამოჩნდა ქუჩებში, სავსებით მოსალოდნელია, რომ რუსული "ვაგნერი“ დასავლელ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებს.

ჯიჰადისტებისთვის კი ეს გაურკვეველი სიტუაცია სტრატეგიული დანიშნულების საჩუქარია.“

როგორც ჩანს, პუტინის გავლენა აფრიკაში ნამდვილად ძლიერდება. 27 ივლისს პეტერბურგში "რუსეთ-აფრიკის“ ფორუმი ჩატარდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსები ალტერნატიულ ბაზრებსა და გავლენის სფეროებს ეძებენ. აფრიკის ქვეყნებში მზარდი პრორუსული განწყობები, გადატრიალებები, "ვაგნერის“ როლი და ზოგ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე