მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლიანი ურთიერთობის დასასრული: ვალერი მელაძე ცოლს შორდება - "ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნებოდა"
20 წლიანი ურთიერთობის დასასრული: ვალერი მელაძე ცოლს შორდება - "ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნებოდა"

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე 9 წლი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას შორ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრო­დი­უ­სერ­მა ლე­ო­ნიდ დი­უ­ნიკ­მა რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მომ­ღე­რალს დიდი ხა­ნია სურ­და ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ჯა­ნა­ბა­ე­ვა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, რად­გან „ვი­აგ­რას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი ფიქ­რობ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მის­თვის ფი­ნან­სუ­რად მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

დი­უ­ნი­კი ამ­ბობს, რომ ჯა­ნა­ბა­ე­ვა მთლი­ა­ნად მე­ლა­ძე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძის მე­უღ­ლის, ვერა ბრეჟნე­ვას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას სოლო კა­რი­ე­რა არ აქვს. ამი­ტომ მას არც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­აჩ­ნია.

"ვე­რას ჰქონ­და გას­ტრო­ლე­ბი მე­ლა­ძის გა­რე­შეც, და ჟა­ნა­ბა­ე­ვა - ვინ არის ის? მას არ აქვს სოლო კა­რი­ე­რა და არც კლი­პე­ბი? უბ­რა­ლოდ „ვი­აგ­რას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტია. და მხო­ლოდ ვა­ლე­რის ხარ­ჯზე ცხოვ­რობს", - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძი­სა და ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქმის 20 წელს ით­ვლის. 2004 წელს მათ ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე შე­ე­ძი­ნათ, 10 წლის შემ­დეგ კი მე­ო­რე შვი­ლი - ლუკა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­დნენ.

2021 წელს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში წყვი­ლის ოჯახ­ში კი­დევ ერთი შვი­ლი, გო­გო­ნა აგა­ტა გაჩ­ნდა. ცნო­ბი­ლია, რომ წყვი­ლი მე­სა­მე შვილს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ძმა, კომ­პო­ზი­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს ვერა ბრეჟნე­ვას გა­შორ­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გახ­ლდათ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
14

პირველი მეუღლეები უფრო საინდომიანი და ერთგული ქალბატონები ჰყავდათ ძმებს! ისე ჯობდა თავიდანვე ქართველები მოეყვანათ ექნებოდათ მყარი ოჯახები! წარმატებები მელაძეებს! ჩვენმა ქართველმა ნიჭიერმა გენმა ააჟღერა რუსული ესტრადა..რა ეშველებოდათ მელაძეების გარეშე....

რა გადმოუყრია ყველაფერიი
22

ბარემ კერტებიც გამოეჩინა ამ ქალს. და ჯანდაბას წასულიყო მერე არაა ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

20 წლიანი ურთიერთობის დასასრული: ვალერი მელაძე ცოლს შორდება - "ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნებოდა"

20 წლიანი ურთიერთობის დასასრული: ვალერი მელაძე ცოლს შორდება - "ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნებოდა"

ვალერი მელაძე 9 წლიანი ოფიციალური ქორწინების შემდეგ მეუღლეს ალბინა ჯანაბაევას შორდება. ამის შესახებ პროდიუსერმა ლეონიდ დიუნიკმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მომღერალს დიდი ხანია სურდა ოჯახის დატოვება, მაგრამ ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი ფიქრობდა, რომ განქორწინება მისთვის ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნება.

დიუნიკი ამბობს, რომ ჯანაბაევა მთლიანად მელაძეზეა დამოკიდებული. კონსტანტინე მელაძის მეუღლის, ვერა ბრეჟნევასგან განსხვავებით, მას სოლო კარიერა არ აქვს. ამიტომ მას არც დამოუკიდებელი შემოსავალი გააჩნია.

"ვერას ჰქონდა გასტროლები მელაძის გარეშეც, და ჟანაბაევა - ვინ არის ის? მას არ აქვს სოლო კარიერა და არც კლიპები? უბრალოდ „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტია. და მხოლოდ ვალერის ხარჯზე ცხოვრობს", - ამბობს პროდიუსერი.

ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას ურთიერთობა თითქმის 20 წელს ითვლის. 2004 წელს მათ ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ, 10 წლის შემდეგ კი მეორე შვილი - ლუკა, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ.

2021 წელს პანდემიის პერიოდში წყვილის ოჯახში კიდევ ერთი შვილი, გოგონა აგატა გაჩნდა. ცნობილია, რომ წყვილი მესამე შვილს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

განქორწინების შესახებ წყვილი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ ვალერი მელაძის ძმა, კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე მეუღლეს ვერა ბრეჟნევას გაშორდა. მედიის ინფორმაციით, წყვილს შორის უთანხმოების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომზე განსხვავებული შეხედულებები გახლდათ.