მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაიფუნი, საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმა და შტორმები - აღმოსავლეთ აზიას სტიქია უდევს
ტაიფუნი, საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმა და შტორმები - აღმოსავლეთ აზიას სტიქია უდევს

ბოლო 1 თვის მან­ძილ­ზე აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვეყ­ნებს 3 ტა­ი­ფუ­ნი და­ა­ტყდა თავს და ჯამ­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ხა­ნუ­ნის, რი­გით მე­სა­მე ტა­ი­ფუ­ნის გამო, სამ­ხრეთ ია­პო­ნი­ის მა­ცხოვ­რებ­ლებს ევა­კუ­ა­ცია მო­უ­წი­ათ, ოკი­ნა­ვას კუნ­ძუ­ლე­ბის მე­სა­მედს კი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.

წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად, მხო­ლოდ ჩი­ნეთ­ში, სულ მცი­რე 34 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ახლა კი, ხა­ნუ­ნი პე­კინს სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წვი­მე­ბით ემუქ­რე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის­გა­ნაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და ისი­ნი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­შირ­დე­ბა.

ხა­ნუ­ნამ­დე, აზი­ურ ქვეყ­ნებს კი­დევ ორ ტა­ი­ფუნ­თან მო­უ­წია გამ­კლა­ვე­ბა - თა­ლიმ­მა და დოქ­სურ­მა ფი­ლი­პი­ნე­ბი და ტა­ი­ვა­ნი დატ­ბო­რა. მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი აქამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ხა­ნუ­ნი ოთხშა­ბათს ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებ­და, მაგ­რამ პროგ­ნო­ზი შე­იც­ვა­ლა და ახლა ია­პო­ნი­ის მა­ტე­რიკ­ზე მის გა­და­ად­გი­ლე­ბას ჩი­ნეთ­ში გავ­ლის გა­რე­შე ელი­ან. ამის გამო, ია­პო­ნი­ა­ში 20 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნონ.

ასე­თი ძლი­ე­რი შტორ­მე­ბი ია­პო­ნი­ა­ში წლის ამ დროს იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს და რო­გორც წესი, ტუ­რიზ­მის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია. თუმ­ცა, წლე­ვან­დე­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის პი­რო­ბე­ბის გამო ოკი­ნა­ვას ნა­ჰას აე­რო­პორ­ტში 900-მდე ფრე­ნა გა­უქ­მდა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ტაიფუნი, საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმა და შტორმები - აღმოსავლეთ აზიას სტიქია უდევს

ტაიფუნი, საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმა და შტორმები - აღმოსავლეთ აზიას სტიქია უდევს

ბოლო 1 თვის მანძილზე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს 3 ტაიფუნი დაატყდა თავს და ჯამში ათობით ადამიანი დაიღუპა. ხანუნის, რიგით მესამე ტაიფუნის გამო, სამხრეთ იაპონიის მაცხოვრებლებს ევაკუაცია მოუწიათ, ოკინავას კუნძულების მესამედს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წყალდიდობის შედეგად, მხოლოდ ჩინეთში, სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ახლა კი, ხანუნი პეკინს საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმებით ემუქრება. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი მოვლენები გლობალური დათბობისგანაა გამოწვეული და ისინი დროთა განმავლობაში გახშირდება.

ხანუნამდე, აზიურ ქვეყნებს კიდევ ორ ტაიფუნთან მოუწია გამკლავება - თალიმმა და დოქსურმა ფილიპინები და ტაივანი დატბორა. მეტეოროლოგები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ხანუნი ოთხშაბათს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაინაცვლებდა, მაგრამ პროგნოზი შეიცვალა და ახლა იაპონიის მატერიკზე მის გადაადგილებას ჩინეთში გავლის გარეშე ელიან. ამის გამო, იაპონიაში 20 000-ზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს, რომ სასწრაფო ევაკუაცია მოახდინონ.

ასეთი ძლიერი შტორმები იაპონიაში წლის ამ დროს იშვიათობას წარმოადგენს და როგორც წესი, ტურიზმისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თუმცა, წლევანდელი ექსტრემალური ამინდის პირობების გამო ოკინავას ნაჰას აეროპორტში 900-მდე ფრენა გაუქმდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა