სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ბათუმის მოვლენებს?
"ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ბათუმის მოვლენებს?

უკვე მე­ო­რედ, საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ­მა "ას­ტო­რია გრან­დემ" ბა­თუ­მის ნავ­სად­გუ­რი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე და­ტო­ვა. გემ­ბან­ზე მყო­ფი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბა­თუ­მის და­ტო­ვე­ბი­სას სკან­დი­რებ­დნენ - "რა­სია!" "რა­სია!", რა­მაც აქ­ტი­ვის­ტე­ბის უფრო მეტი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია...

ლა­ი­ნე­რი ბა­თუმ­ში 31 ივ­ლისს გამ­თე­ნი­ას შე­მო­ვი­და, რა დრო­საც მას ქა­ლაქ­ში უკვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით დახ­ვდნენ. ამი­ტო­მაც, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს იქი­დან გად­მო­სას­ვლე­ლად პო­ლი­ცია დას­ჭირ­დათ, შემ­დეგ კი, ასე­ვე პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით და­ტო­ვეს ნავ­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია. დე­მონ­სტრან­ტებ­მა ისი­ნი კვერ­ცხე­ბი­სა და წყლის ბოთ­ლე­ბის კო­რი­დორ­ში გა­ა­ტა­რეს.

პა­ლა­უს დრო­შით მცუ­რა­ვი გემი "ას­ტო­რია გრან­დე", რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი საკ­რუ­ი­ზო კომ­პა­ნია Miray Cruises Internationa-ი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში პირ­ვე­ლად 27 ივ­ლისს შე­ვი­და, თუმ­ცა მას, იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა, ასე­ვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ფონ­ზე მო­უ­წია...

  • სო­ჭი­დან გა­მო­სუ­ლი ლა­ი­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში დახ­ვედ­რის ფორ­მა რამ­დე­ნი­მე დღეა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის თე­მაა. მათი ნა­წი­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ რუ­სეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აწარ­მო­ე­ბენ ბიზ­ნესს, ლა­მის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქის მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და რეს­ტორ­ნე­ბია გახ­სნი­ლი, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლად, შე­უ­ზღუ­და­ვად მუ­შა­ო­ბენ რუ­სეთ­ში და ამ დროს თუნ­დაც ერთი დღით ჩა­სულ რუს ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ავიწ­რო­ე­ბენ.

"ჩემ­თვის ის ერ­თა­დერ­თი მო­ხუ­ცია ადეკ­ვა­ტუ­რი, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში ამ­ბობს, ომ­თან ტუ­რის­ტე­ბი რა შუ­ა­ში­აო... ჩა­ვუ­ყე­ვი კო­მენ­ტა­რებს, ქარ­თვე­ლე­ბიც აკ­რი­ტი­კე­ბენ ასეთ დახ­ვედ­რას, კარ­გია, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი ხალ­ხი კი­დევ ჰყავთ" - მი­აჩ­ნია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ ერიკ ერი­სონს.

სხვე­ბის თქმით, მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას სა­ზღვა­რი არ აქვს, რად­გან ისი­ნი არაფ­რად აგ­დე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტესტს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც ჩა­დი­ან...

"არ ვიცი, ვინ იყო ბა­თუმ­ში ჩა­სუ­ლი, რო­მე­ლი არ­ტის­ტე­ბი და რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჰქონ­დათ ასე­თი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. ვიცი, რომ ჩვენს არ­ტის­ტებს მო­რა­ლი ხში­რად კარგ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში ეშ­ლე­ბათ, თუმ­ცა ეს ახლა არც მა­ინ­ტე­რე­სებს, უბ­რა­ლოდ კი­თხვა მაქვს ყვე­ლას­თან, არ­ტის­ტთან, უბ­რა­ლო ტუ­რის­ტთან, თუ ვა­ჭარ­თან, განა ისე­თი რა ხა­ჭა­პუ­რი ან ხინ­კა­ლი უნდა ჭა­მოთ, რომ ამად გი­ღირ­დეთ?! უკან რომ ბრუნ­დე­ბით, კმა­ყო­ფი­ლი ხართ, მერე რა, რომ კვერ­ცხე­ბი გვეს­რო­ლეს, ხა­ჭა­პუ­რი მა­ინც ხომ ვჭა­მე­თო?!. რა უსა­მარ­თლო­ბაა, რომ ეს ხალ­ხი და ჩვენ ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ" - წერს სვეტ­ლა­ნა რეტ­როსვკა.

"ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი ომში იხო­ცე­ბი­ან. ყო­ველ­დღე ათო­ბით და­ღუ­პულ­ზე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ესე­ნი კი ერთ კვი­რაა, გე­მე­ბით მი­ა­წყდნენ სა­ქარ­თვე­ლოს, გინ­და თუ არა, მე­გობ­რე­ბი ვართ და გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი გვაქ­ვსო. არა­და, სულ ახ­ლა­ხან იყო 2008 წელი... ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ აფხა­ზეთ­ში და უკ­მა­ყო­ფი­ლო ჩა­მო­ვიდ­ნენ, 30 წელი გა­ვი­და, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის მიღ­მა ისევ უფან­ჯრე­ბო სახ­ლე­ბი­აო. ეს რომ სხვებ­მა გა­ი­გეს, მა­შინ ჩვენ ბა­თუმ­ში წა­ვალ­თო, წა­ვიდ­ნენ და გა­ლან­ძღუ­ლი, ნა­გი­ნე­ბი დაბ­რუნ­დნენ, გვე­ჩხუბ­ნენ, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი­აო. ასე­თი მარ­ტი­ვი ერი ვართ ჩვენ" - წერს ნი­კა­ლაი პეტ­როვ­სკი.

"27 ივ­ლი­სის ვი­დეო ვნა­ხე ბოლო კად­რე­ბი, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი ჩარ­თეს... სირ­ცხვი­ლის და ში­შის გრძნო­ბა ერ­თდრო­უ­ლად მქონ­და, სირ­ცხვი­ლის ჩვე­ნი ზომ­ბი მთავ­რო­ბის და მისი მსხვერ­პლი ხალ­ხის, შიში კი იმი­ტომ, რომ რაც დრო გა­დის, მეტ ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას ვძულ­დე­ბით. მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტუ­რიზ­მი პრი­ო­რი­ტე­ტია, ჩვე­ნი ფუ­ლიც კი არ სჭირ­დე­ბათ, ისე ვძულ­ვართ" - წერს პლუ­შა­ნო­ვა­კი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
6

უგრძვნიაზოგიერთ რუსს და ზოგიერთი ქართველუს რა მოგახსრნოთ🙄

აბა ჰერი
13

რიჟვაძე არ გამინაწყენოთ, ის პალმის კუნძული ხომ ააშენა.. მერე ბათუმელები ყოველი წვიმის მერე რომ დატბორილები არიან. და თავად რომ რუსებს ეფარცქვალება. ასეთი კაცი უნდა ხელის გულზე ატაროთ. ვნახოთ ამ არჩევნებზე თურმე დამატებით ბაობაბის კუნძულსსაც გპირდებათ ქოცებო და მიეცით ხმა ფიჟვაძეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ბათუმის მოვლენებს?

"ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ბათუმის მოვლენებს?

უკვე მეორედ, საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის ნავსადგური პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ - "რასია!" "რასია!", რამაც აქტივისტების უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია...

ლაინერი ბათუმში 31 ივლისს გამთენიას შემოვიდა, რა დროსაც მას ქალაქში უკვე საპროტესტო აქციით დახვდნენ. ამიტომაც, რუსეთის მოქალაქეებს იქიდან გადმოსასვლელად პოლიცია დასჭირდათ, შემდეგ კი, ასევე პოლიციის დახმარებით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა ისინი კვერცხებისა და წყლის ბოთლების კორიდორში გაატარეს.

პალაუს დროშით მცურავი გემი "ასტორია გრანდე", რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises Internationa-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში პირველად 27 ივლისს შევიდა, თუმცა მას, იქაურობის დატოვება, ასევე საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია...

  • სოჭიდან გამოსული ლაინერის საქართველოში დახვედრის ფორმა რამდენიმე დღეა, რუსეთის მოქალაქეების აქტიური განხილვის თემაა. მათი ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ რუსეთში ქართველები თავისუფლად აწარმოებენ ბიზნესს, ლამის ყველა ცენტრალური ქალაქის მთავარ ქუჩაზე ქართული სამზარეულო და რესტორნებია გახსნილი, ისინი თავისუფლად, შეუზღუდავად მუშაობენ რუსეთში და ამ დროს თუნდაც ერთი დღით ჩასულ რუს ტურისტებს საქართველოში ავიწროებენ.

"ჩემთვის ის ერთადერთი მოხუცია ადეკვატური, რომელიც ვიდეოში ამბობს, ომთან ტურისტები რა შუაშიაო... ჩავუყევი კომენტარებს, ქართველებიც აკრიტიკებენ ასეთ დახვედრას, კარგია, რომ ადეკვატური ხალხი კიდევ ჰყავთ" - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ერიკ ერისონს.

სხვების თქმით, მათი თანამემამულეების უთავმოყვარეობას საზღვარი არ აქვს, რადგან ისინი არაფრად აგდებენ მოსახლეობის პროტესტს და საქართველოში მაინც ჩადიან...

"არ ვიცი, ვინ იყო ბათუმში ჩასული, რომელი არტისტები და რა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჰქონდათ ასეთი, რომ აუცილებლად უნდა წასულიყვნენ. ვიცი, რომ ჩვენს არტისტებს მორალი ხშირად კარგ ანაზღაურებაში ეშლებათ, თუმცა ეს ახლა არც მაინტერესებს, უბრალოდ კითხვა მაქვს ყველასთან, არტისტთან, უბრალო ტურისტთან, თუ ვაჭართან, განა ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?! უკან რომ ბრუნდებით, კმაყოფილი ხართ, მერე რა, რომ კვერცხები გვესროლეს, ხაჭაპური მაინც ხომ ვჭამეთო?!. რა უსამართლობაა, რომ ეს ხალხი და ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - წერს სვეტლანა რეტროსვკა.

"ჩვენი ბიჭები ომში იხოცებიან. ყოველდღე ათობით დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია, ესენი კი ერთ კვირაა, გემებით მიაწყდნენ საქართველოს, გინდა თუ არა, მეგობრები ვართ და გასაყოფი არაფერი გვაქვსო. არადა, სულ ახლახან იყო 2008 წელი... ჩემი თანამშრომლები იყვნენ აფხაზეთში და უკმაყოფილო ჩამოვიდნენ, 30 წელი გავიდა, ქალაქის ცენტრალური ქუჩების მიღმა ისევ უფანჯრებო სახლებიაო. ეს რომ სხვებმა გაიგეს, მაშინ ჩვენ ბათუმში წავალთო, წავიდნენ და გალანძღული, ნაგინები დაბრუნდნენ, გვეჩხუბნენ, მაგრამ იქაურობა ძალიან ლამაზიაო. ასეთი მარტივი ერი ვართ ჩვენ" - წერს ნიკალაი პეტროვსკი.

"27 ივლისის ვიდეო ვნახე ბოლო კადრები, როდესაც უკრაინის ჰიმნი ჩართეს... სირცხვილის და შიშის გრძნობა ერთდროულად მქონდა, სირცხვილის ჩვენი ზომბი მთავრობის და მისი მსხვერპლი ხალხის, შიში კი იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მეტ ხალხს და ქვეყანას ვძულდებით. მეზობელ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი პრიორიტეტია, ჩვენი ფულიც კი არ სჭირდებათ, ისე ვძულვართ" - წერს პლუშანოვაკი.

წაიკითხეთ ასევე: