კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?
"მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის.

მსა­ხი­ო­ბის მე­გო­ბა­რი ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი ჯაჭვლი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის:

- მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ხა­ტა სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, არი­ან ბნე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ბუ­ნე­ბით ბო­რო­ტე­ბას­თან წილ­ნა­ყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ორ­ჯერ გა­ავ­რცე­ლეს სო­სოს სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი და თავ­ზა­რი დაგ­ვცეს ყვე­ლას. მიკ­ვირს ასე­თებს რო­გორ სძი­ნავთ მშვი­დად?..

სოსო ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა თურ­ქეთ­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ის უკე­თაა, ის კი არა და, წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა კი­დეც. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ იმა­ში, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. სოსო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ის არა­მარ­ტო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭი­ე­რე­ბით, არა­მედ საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში რო­გორ ვაჟ­კა­ცურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და. გვახ­სოვს, რო­დე­საც იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნა. თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი, რაც თავი მახ­სოვს, სულ იდევ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით ხდე­ბო­და ეს. სწო­რედ ამას გა­მო­უ­ცხა­და სო­სომ ბრძო­ლა და გე­ლა­თი­დან წა­მო­ვი­და ფე­ხით. იმი­ტომ, რომ არ ეგუ­ე­ბო­და იმ­დრო­ინ­დელ რე­ჟიმს, შემ­დგომ ამას მოჰ­ყვა შიმ­ში­ლო­ბა, რაც არ იყო იოლი. მახ­სოვს, რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სთხო­ვა, შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა, ბო­დი­ში შე­მო­უთ­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, - ვერ ვას­რუ­ლებ ამას, რად­გან მე რომ ახლა შიმ­ში­ლო­ბა შევ­წყვი­ტო, ყვე­ლა­ფერს წყალ­ში ვყრიო. ასე­თი პი­როვ­ნე­ბაა სოსო.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და­ე­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ?

- 1 წე­ლია, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. დი­აგ­ნო­ზის სა­ხე­ლი ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი რო­მაა, ფაქ­ტია. ოღონდ მე იმე­დი­ა­ნად ვარ, რომ სოსო ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა. დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა საღ-სა­ლა­მა­თი და თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ში.

- თვი­თონ რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა, რას ამ­ბობს?

- ტე­ლე­ფონ­ზე ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, რად­გან სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა. ექი­მე­ბი ურ­ჩე­ვენ, რომ არ და­იტ­ვირ­თოს ემო­ცი­ე­ბით, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ამი­ტომ, მაგ­რამ რო­გორც გა­ვი­გე, მხნედ არის და იმე­დი­ა­ნად. სა­ერ­თოდ არ კრთე­ბა თურ­მე.

დიდი იმე­დი მაქვს, სოსო მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა დიდ საქ­მე­ებს. ის სჭირ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი არის ქარ­თუ­ლი მუხ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი, თხე­მით ტერ­ფამ­დე ქარ­თვე­ლი. პატ­რი­ო­ტი თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რით, თუნ­დაც სი­სუს­ტე­ე­ბი­თაც.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელზა
0

მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ 🙏❤️

გიმზერ ახალკაცი
0

იმედი მაქვს სოსო გამოჯანმრთელდება უფლის წყალობით!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?

"მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?

მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, რამდენიმე კვირაა თურქეთში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

მსახიობის მეგობარი ერეკლე საღლიანი ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის:

- მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თანაგრძნობა გამოხატა სოსო ჯაჭვლიანის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ, არიან ბნელი პიროვნებები, ბუნებით ბოროტებასთან წილნაყარი ადამიანები, რომელთაც ორჯერ გაავრცელეს სოსოს სიკვდილის ამბავი და თავზარი დაგვცეს ყველას. მიკვირს ასეთებს როგორ სძინავთ მშვიდად?..

სოსო ამჟამად იმყოფება თურქეთში. მადლობა უფალს, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ის უკეთაა, ის კი არა და, წონაში მოიმატა კიდეც. გახარებული ვართ ყველა და დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ გამოჯანმრთელდება, ჩვენს გვერდით იქნება, ჩვეული ენერგიით შეუდგება თავის საქმიანობას. სოსო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ქვეყანას. ის არამარტო თავისი შემოქმედებითი ნიჭიერებით, არამედ საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებითაც გახლავთ ცნობილი. ყველამ კარგად ვიცით, კრიტიკულ მომენტში როგორ ვაჟკაცურ გადაწყვეტილებებს იღებდა. გვახსოვს, როდესაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ოპოზიციის დევნა. თავისუფალი აზრი, რაც თავი მახსოვს, სულ იდევნება საქართველოში, მაშინ განსაკუთრებით ხდებოდა ეს. სწორედ ამას გამოუცხადა სოსომ ბრძოლა და გელათიდან წამოვიდა ფეხით. იმიტომ, რომ არ ეგუებოდა იმდროინდელ რეჟიმს, შემდგომ ამას მოჰყვა შიმშილობა, რაც არ იყო იოლი. მახსოვს, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, ბოდიში შემოუთვალა საავადმყოფოდან, - ვერ ვასრულებ ამას, რადგან მე რომ ახლა შიმშილობა შევწყვიტო, ყველაფერს წყალში ვყრიო. ასეთი პიროვნებაა სოსო.

- კონკრეტულად როდის დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები ?

- 1 წელია, რაც ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. დიაგნოზის სახელი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მძიმე დიაგნოზი რომაა, ფაქტია. ოღონდ მე იმედიანად ვარ, რომ სოსო ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა. დაგვიბრუნდება საღ-სალამათი და თავის წვლილს შეიტანს დღევანდელი საქართველოს წინსვლაში.

- თვითონ როგორ ხასიათზეა, რას ამბობს?

- ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები, რადგან სიმშვიდე სჭირდება. ექიმები ურჩევენ, რომ არ დაიტვირთოს ემოციებით, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ამიტომ, მაგრამ როგორც გავიგე, მხნედ არის და იმედიანად. საერთოდ არ კრთება თურმე.

დიდი იმედი მაქვს, სოსო მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვეულებრივი ენერგიით შეუდგება დიდ საქმეებს. ის სჭირდება დღევანდელობას, დღევანდელ საქართველოს, იმიტომ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, სოსო ჯაჭვლიანი არის ქართული მუხტის მატარებელი, თხემით ტერფამდე ქართველი. პატრიოტი თავისი დადებითი მხარით, თუნდაც სისუსტეებითაც.