პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი 5G აუქციონის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
სილქნეტი 5G აუქციონის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სილ­ქნე­ტი მრა­ვა­ლი წე­ლია უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს ნერ­გავს, ქსე­ლის მას­შტა­ბურ მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს და მომ­ხმა­რებ­ლებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სრულ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სერ­ვისს თა­ვა­ზობს, რა­საც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბით აღ­წევს.

სილ­ქნე­ტი კი­დევ ერთხელ აფიქ­სი­რებს პო­ზი­ცი­ას და აღ­ნიშ­ნავს, რომ მზად არის და­ნერ­გოს 5G ქსე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რის­თვი­საც და­ახ­ლო­ე­ბით 100 მლნ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია არის სა­ჭი­რო შემ­დე­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, კო­მი­სია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მან სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა აუქ­ცი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით სილ­ქნე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. პი­რი­ქით, კო­მი­სი­ამ 5G აუქ­ცი­ო­ნის ფარ­გლებ­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სილ­ქნე­ტის არ­ცერ­თი შე­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბებს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­და, კერ­ძოდ:

  1. სრულ­ფა­სო­ვა­ნი ლი­ცენ­ზი­ის შეს­ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა MVNO (ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რი) დაშ­ვე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პი­რო­ბის გა­რე­შე (ოპე­რა­ტო­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში);
  2. მძი­მე ტექ­ნი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა;
  3. 5G მიკ­რო-სად­გუ­რე­ბის გან­თავ­სე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბა;

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სილ­ქნე­ტი მი­ე­სალ­მე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის (MVNO) დაშ­ვე­ბას კო­მერ­ცი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. კომ­პა­ნი­ამ პირ­ველ­მა შექ­მნა სა­კუ­თარ ქსელ­ზე ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის დაშ­ვე­ბის პრე­ცე­დენ­ტი, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის ერთი წე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მი­სი­ამ არ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ წარ­მო­ად­გი­ნა წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ამ­გვა­რი მკაც­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა (RIA), რაც პირ­და­პირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ევ­რო­რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან.

კო­მი­სი­ამ აუქ­ცი­ო­ნის ფარ­გლებ­ში მკაც­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და შე­ზღუდ­ვე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ა­ფერ­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტი 5G ქსე­ლე­ბის და­ნერგვა და ასო­ბით მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სიხ­ში­რუ­ლი რე­სურ­სი, სამ­ჯერ მე­ტია სა­მი­ვე ოპე­რა­ტო­რის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სიხ­ში­რე­ებ­ზე(2G,3G,4G). ეს რე­სურ­სი საკ­მა­რის­ზე მე­ტია, რომ სა­მი­ვე ოპე­რა­ტორ­მა ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გოს 5G ქსე­ლი. და­სა­ნა­ნია, ნაც­ვლად იმი­სა, რომ კო­მი­სი­ამ წა­ა­ხა­ლი­სოს ქსე­ლე­ბის და­ნერგვა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ის ხე­ლოვ­ნუ­რად აფერ­ხებს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად ამ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აუქ­ცი­ო­ნი­სა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ მო­მა­ვალ­ში კო­მი­სია ოპე­რა­ტო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კონ­სტრუქ­ცი­ულ გზას გა­მო­ნა­ხავს, რო­გორც ახა­ლი თა­ო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის­თვის, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
1

არადა მაგთიმ დანერგა უკვე და სატესტო რეჟიმშიც აქვს გაშვებული 5G. სილქნეტის დაინახეთ მარტო?

*&
1

რა 5G მოგინდა ზარალა? )))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სილქნეტი 5G აუქციონის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი 5G აუქციონის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი მრავალი წელია უახლეს ტექნოლოგიებს ნერგავს, ქსელის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს თავაზობს, რასაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით აღწევს.

სილქნეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მზად არის დანერგოს 5G ქსელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია არის საჭირო შემდეგი წლების განმავლობაში.

სამწუხაროდ, კომისია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მან სრულად დააკმაყოფილა აუქციონთან დაკავშირებით სილქნეტის რეკომენდაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, კომისიამ 5G აუქციონის ფარგლებში არ გაითვალისწინა სილქნეტის არცერთი შენიშვნა, რომელიც აუქციონის პირობებს გააუმჯობესებდა, კერძოდ:

  1. სრულფასოვანი ლიცენზიის შესყიდვის შესაძლებლობა MVNO (ვირტუალური მობილური ოპერატორი) დაშვების სავალდებულო პირობის გარეშე (ოპერატორების სურვილის შემთხვევაში);
  2. მძიმე ტექნიკური ვალდებულებების შემსუბუქება;
  3. 5G მიკრო-სადგურების განთავსების პროცესის გამარტივებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება;

აქვე განვმარტავთ, რომ სილქნეტი მიესალმება ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) დაშვებას კომერციული მოლაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიამ პირველმა შექმნა საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების პრეცედენტი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ არ ჩაატარა კვლევა და შესაბამისად, ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ამგვარი მკაცრი ვალდებულებებისა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა (RIA), რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევრორეგულაციებთან.

კომისიამ აუქციონის ფარგლებში მკაცრი ვალდებულებებითა და შეზღუდვებით, ხელოვნურად შეაფერხა საქართველოში, ერთმანეთის კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა და ასობით მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება.

დღეს ქვეყანაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსი, სამჯერ მეტია სამივე ოპერატორის სარგებლობაში არსებულ სიხშირეებზე(2G,3G,4G). ეს რესურსი საკმარისზე მეტია, რომ სამივე ოპერატორმა ეფექტურად დანერგოს 5G ქსელი. დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ კომისიამ წაახალისოს ქსელების დანერგვა და ინვესტიციების განხორციელება, ის ხელოვნურად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

მიუხედავად ამ წარუმატებელი აუქციონისა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში კომისია ოპერატორებთან კომუნიკაციის კონსტრუქციულ გზას გამონახავს, როგორც ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნებისთვის.

R