ავტორი:

"მარიკუნა უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა, მამამ მოუკლა დედა და როგორი ტრაგიკული ფინალი აქვს მის ცხოვრებას" - ნანა ლორთქიფანიძე ფერაძეების ოჯახზე

"მარიკუნა უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა, მამამ მოუკლა დედა და როგორი ტრაგიკული ფინალი აქვს მის ცხოვრებას" - ნანა ლორთქიფანიძე ფერაძეების ოჯახზე

ორი კვირის წინ, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის საერთო შვილი მარიკუნა მიქატაძე საბერძნეთში ტრაგიკულად გარდაიცვალა. გოგონას რთული ბავშვობა ჰქონდა, წლების მანძილზე იცოდა, რომ მამამ დედა მოკლა... მამა ცხოვრებაში ერთხელ ნახა, მისი დაკრძალვის დღეს. მსახიობ ფერაძის ტრაგედიიდან მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ბედნიერი ოჯახის ისტორია, რომელიც ერთ ღამეში ტრაგედიად იქცა, საზოგადოებას დღემდე ახსოვს.

რა მოხდა იმ ღამეს, სიმართლე დღემდე არავინ იცის, ორივე მხარეს, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის, თავისი სიმართლე აქვს. მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ირინას გარდაცვალების შემდეგ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში იხსენებს, რომ ირინა მისი დის კლასელი და მეგობარი იყო...

"ირინე ჩემი დის, ნინოს კლასელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ირინეს გარდაცვალებიდან თითქმის 40 წელი გავიდა, ამ თემაზე ლაპარაკი დღემდე მიჭირს. ეს ჩვენთვის მეხის გავარდნა იყო. ირინეს გარდაცვალების ამბავი ჩვენთვის ისეთი დამანგრეველი იყო, მთელს სამეგობროს ფსიქიკა დაგვერღვა და ეს ტრავმა ძალიან დიდხანს გაგვყვა.

ამ დრომდე, ყოველ ირინობა დღეს, ყოველ მის დაბადების დღეზე – 8 ნოემბერს და ყოველ 19 მარტს – გარდაცვალების დღეს, მის საფლავზე გავდივართ.

ირინე ჩვენი, ყველას გამაერთიანებელი იყო – მხიარული, ნიჭიერი, ჭკვიანი, ენერგიული, რაღაცნაირი დაუდგრომელი… მარიკუნას გარდაცვალებამ ეს იარა განგვიახლა".

ლორთქიფანიძის თქმით, ირინა მიქატაძის გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის პასუხით, საბედისწერო ღამეს არ არსებობდა იარაღის გავარდნის არანაირი პრაქტიკული შანსი, რომლითაც ფერაძემ მეუღლე მოკლა.

"მომხდარის შემდეგ დაავადდა ირინეს დედაც, მამაც და მარიკუნას თავს დამტყდარი ტრაგედიაც, მე თუ მკითხავთ, იმ დანაშაულის შედეგია. ეს ბავშვი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც სულ გლოვა იყო... მარიკუნა უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა – მამამ მოუკლა დედა და როგორი ტრაგიკული ფინალი აქვს მის ცხოვრებას", - ამბობს ლორთქიფანიძე.