მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე გვაქვს რუსეთისგან კარგად დაგეგმილ ჰიბრიდულ ომთან" - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას? ექსპერტი ბათუმის აქციების მნიშვნელობაზე
"საქმე გვაქვს რუსეთისგან კარგად დაგეგმილ ჰიბრიდულ ომთან" - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას? ექსპერტი ბათუმის აქციების მნიშვნელობაზე

დღეს დი­ლით დიდი ხმა­უ­რი და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა ბა­თუ­მის პორ­ტში სო­ჭი­დან წა­მო­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ „ას­ტო­რია გრან­დეს“ შე­მოს­ვლას, რომ­ლის მგზავ­რე­ბიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, პუ­ტი­ნის­ტი მომ­ღერ­ლე­ბი და პრო­პა­გან­დის­ტე­ბი არი­ან. პორტთან აქ­ცია გა­მარ­თეს რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. აქ­ცი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბა­თუმ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ოკუ­პანტ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ქარ­თვე­ლებს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.

რო­გორც ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, საქ­მე გვაქვს რუ­სე­თის მხრი­დან გრძელ­ვა­დი­ან და კარ­გად და­გეგ­მილ ჰიბ­რი­დულ ომ­თან, რომ­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია ჯერ ეკო­ნო­მი­კუ­რი, შემ­დგომ კი კულ­ტუ­რუ­ლი ექ­სპან­სია.

"რა­საც ჩვენ ამ ბოლო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ, ეს არის რუ­სე­თის მხრი­დან გრძელ­ვა­დი­ა­ნი და კარ­გად და­გეგ­მი­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წი­ლი. ჰიბ­რი­დუ­ლი ომის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპან­სია, რო­მელ­საც მოს­დევს უკვე კულ­ტუ­რუ­ლი ექ­სპან­სია. ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპან­სია გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და უზარ­მა­ზა­რი რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი, ამის სიმპტო­მე­ბია იგი­ვე რა­ჭის ტყე­ე­ბის გა­ყიდ­ვა, თბი­ლის­ში მომ­რავ­ლე­ბუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი ასე­თი ქმე­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს უკვე ემა­ტე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ექ­სპან­სია - რუსი მომ­ღერ­ლე­ბის ჩა­მოს­ვლა, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად გა­რუ­სე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ისევ და ისევ მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ დაგ­ვაბ­რუ­ნონ იმ რუ­სულ ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რულ და პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში, სა­ი­და­ნაც გა­მოს­ვლა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას უნდა.

იცით, რომ ვიბ­რძო­დით ჯერ კი­დევ 90-იანი წლებ­ში აფხა­ზეთ­ში, მერე - ცხინ­ვალ­ში და ა.შ. რუ­სე­თი ცდი­ლობს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­კუ­თა­რი იმ­პე­რია და ახლა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მათი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფი­ზი­კუ­რად არ შე­უძ­ლი­ათ სხვა ასე­თი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბით გა­ა­კე­თონ. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ ყვე­ლა­ფერს უქ­მნის ძალ­ზე კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მოს. სა­კუთ­რივ რუ­სე­თის მხრი­დან ასე­თი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­თა­ნა­დო ბერ­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბით. არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია იმა­ზე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა, ან უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის ყოფ­ნის პე­რი­ო­დუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა.

ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ბა­თუ­მის შსს-მ რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­სა­ცა­ვად უზარ­მა­ზა­რი სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფი გა­მო­იყ­ვა­ნა. ასე­თი ტი­პის აქ­ტი­უ­რო­ბა არ გვახ­სოვს მა­შინ, როცა საქ­მე ეხე­ბო­და რო­მე­ლი­მე სხვა გა­მო­ხატ­ვის მცდე­ლო­ბას. ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­დის ის, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია იცავს რუს ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან და თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნება ასე­თი აშ­კა­რად მკვეთ­რია, მა­შინ ის­მის კი­თხვა - ვის სამ­სა­ხურ­ში დგა­ნან ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ერის ნე­ბას? ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­დის, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქარ­თვე­ლი ერის ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, ნებ­სით, თუ უნებ­ლი­ედ (ამას არც აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა), რუ­სე­თის სამ­სა­ხურ­ში არი­ან".

  • ის­მის კი­თხვა - რო­გორ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ სა­ხი­ფა­თო გა­მოწ­ვე­ვას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის გარ­და, ექ­სპერ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა და­ნებ­დეს და მან უნდა გა­აგ­რძე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტის პო­ლი­ტი­კა, რო­გორ­საც ის ახლა ახორ­ცი­ე­ლებს.

"პირ­ველ რიგ­ში, ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც ეს ხო­მალ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იყ­ვა­ნა, მო­უ­წია ბა­თუ­მის ამო­ღე­ბა სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი კრუ­ი­ზე­ბი­დან. ეს ალ­ბათ არის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - შე­ვუქ­მნათ მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან არა და­სას­ვე­ნებ­ლად, არა­მედ, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპან­სი­ის მიზ­ნით. ისევ და ისევ სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლია სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვა­ზე სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ შემ­ცირ­დეს ნე­ბა­დარ­თუ­ლი დრო­ის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლის გა­ტა­რე­ბაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ რა თქმა უნდა, ადა­მი­ანს თუ ამო­ე­წუ­რე­ბა ვადა, ის ვალ­დე­ბუ­ლია დაბ­რუნ­დეს სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, ან მო­ი­თხო­ვოს დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა.

ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მის გამ­კაც­რე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. ამის შეს­რუ­ლე­ბა არც ისე რთუ­ლია, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მიგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის ბა­ზი­სი. ეს იმ­დე­ნად ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია, რომ ერ­თა­დერ­თი, რაც ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. სამ­წუ­ხა­როდ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ვხე­დავთ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არარ­სე­ბო­ბას. ჩვენ კარ­გად ვხე­დავთ, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნის და­პყრო­ბას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, დი­დად წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ არის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იბ­რძვი­ან ამის წი­ნა­აღ­მდეგ. გან­სხვა­ვე­ბა აქ არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო თით­ქოს უბ­რძოლ­ვე­ლად თმობს ყვე­ლა­ფერს და რუ­სე­თის წი­ნა­შე კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას აცხა­დებს იმ დროს, რო­დე­საც სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის ისე­თი საფრ­თხე, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­შია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს. გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა და­ნებ­დეს და მან უნდა გა­აგ­რძე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტის პო­ლი­ტი­კა, რო­გორ­საც ის ახლა ახორ­ცი­ე­ლებს.

ამ დის­კომ­ფორ­ტის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ავ­ლენს (და არა - სა­ხელ­მწი­ფო, სამ­წუ­ხა­როდ), გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი უკვე აშ­კა­რაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლამ გა­ი­აზ­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, რომ არ და­ვუშ­ვათ მო­რი­გი გა­რუ­სე­ბა. კო­ბა­ხი­ძის­თვის, რო­მელ­მაც ამ პრო­ცესს ქა­ჯო­ბა უწო­და, ყვე­ლა­ზე კარ­გი პა­სუ­ხია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი: ქა­ჯებ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ტო­ვონ სა­ქარ­თვე­ლო. ჩვენ დღეს ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ე.წ. არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა თა­ვი­სი არ­სით იყო უაღ­რე­სად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი და, რე­ა­ლუ­რად, კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ზარ­და. ამ პო­ლი­ტი­კამ არ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა არც მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, არც მკვლე­ლო­ბე­ბის­გან და გა­ტა­ცე­ბე­ბის­გან, რო­მელ­საც ჩვენ ვხე­დავთ რო­გორც აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, ასე­ვე ცხინ­ვალ­თან და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ამ პო­ლი­ტი­კამ არ დაგ­ვიც­ვა იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპან­სი­ის­გან, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვხე­დავთ. ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელი შე­უ­წყო იმ დიდ­რუ­სო­ბას, რო­მელ­საც ახლა ვაკ­ვირ­დე­ბით“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწვრთნელი
1

ქართველებმა უნდა ავირჩიოთ რუსები შემოდიან ან ფულის დასახარჯად ან ოკუპაცია უნდა აღიაროს ყველა შემომსვლელმა რუსეთის მოქალაქემ ოფიციალურად! ბევრი რუსეთის მოქალაქე (მათ შორის ქართული ეთნოსის ადამიანებიც) არ არიან მზად აღიაროს საქართველოს 20% ოკუპაცია პუტინის მთავრობის მიერ! მაშინ რაც დღეს ხდება სრულიად ლოგიკურია, მათი ქისების დაცლა საქართველოს ტერიტორიაზე და არავითარი აზრი არ აქვს შემოცურავს, შემოფრინდება, თუ მთა-გორაზე გადმოივლის! როცა ხელს მოაწერინებ ოკუპაციის საბუთზე აი მერე ნახეთ გაფილტვრა შემოსულებისაც და შემომსვლელებისაც! ჩემი აზრით ყველგან უნდა მოეთხოვებოდეს კანონით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეს ოკუპაციის აღიარების საბუთი (როგორც დავუშვათ დაზღვევის საბუთი), წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი სერვისი არ უნდა გაეწიოს ასეთ ადამიანებს! სხვანაირად ყველაფერი აზრს მოკლებულია!

კომენტარი
3

ვოვაჩკა სპეციალურად გზავნის აქ თავის გაწვრთნილ ლაქიებს, რომ პროვოკაციები მოუწყონ ხალხს. ხალხიც თუ აყვება, ვოვა თავისიანების ''დასაცავად'' ჩამოვა. ზოგიერთი ''ჭკვიანი'' კი ამბებს, დასავლეთს უნდა ჩვენი ომში ჩათრევაო.

ავტორი:

"საქმე გვაქვს რუსეთისგან კარგად დაგეგმილ ჰიბრიდულ ომთან" - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას? ექსპერტი ბათუმის აქციების მნიშვნელობაზე

"საქმე გვაქვს რუსეთისგან კარგად დაგეგმილ ჰიბრიდულ ომთან" - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას? ექსპერტი ბათუმის აქციების მნიშვნელობაზე

დღეს დილით დიდი ხმაური და საპროტესტო აქცია მოჰყვა ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ შემოსვლას, რომლის მგზავრებიც, როგორც ირკვევა, პუტინისტი მომღერლები და პროპაგანდისტები არიან. პორტთან აქცია გამართეს რიგითმა მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. აქციას დაპირისპირება მოჰყვა საქართველოსა და ბათუმში დამკვიდრებულ ოკუპანტ რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ქართველებს ქვები დაუშინეს.

როგორც ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი ამბობს, საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან გრძელვადიან და კარგად დაგეგმილ ჰიბრიდულ ომთან, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჯერ ეკონომიკური, შემდგომ კი კულტურული ექსპანსია.

"რასაც ჩვენ ამ ბოლო დროის განმავლობაში ვხედავთ, ეს არის რუსეთის მხრიდან გრძელვადიანი და კარგად დაგეგმილი ჰიბრიდული ომის ნაწილი. ჰიბრიდული ომის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც მოსდევს უკვე კულტურული ექსპანსია. ეკონომიკური ექსპანსია გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში შემოვიდა უზარმაზარი რუსული კაპიტალი, ამის სიმპტომებია იგივე რაჭის ტყეების გაყიდვა, თბილისში მომრავლებული პატარ-პატარა რუსული ბიზნესები და სხვა მრავალი ასეთი ქმედება. ამ ყველაფერს უკვე ემატება კულტურული ექსპანსია - რუსი მომღერლების ჩამოსვლა, რუსეთში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი, მაგრამ სრულიად გარუსებული მომღერლების გამოყენება და ისევ და ისევ მცდელობა იმისა, რომ დაგვაბრუნონ იმ რუსულ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში, საიდანაც გამოსვლა ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა.

იცით, რომ ვიბრძოდით ჯერ კიდევ 90-იანი წლებში აფხაზეთში, მერე - ცხინვალში და ა.შ. რუსეთი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს საკუთარი იმპერია და ახლა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში მათი სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფიზიკურად არ შეუძლიათ სხვა ასეთი სამხედრო ოპერაციების განხორციელება, ცდილობენ საქართველოში ეს ეკონომიკური ბერკეტებით გააკეთონ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს უქმნის ძალზე კეთილგანწყობილ გარემოს. საკუთრივ რუსეთის მხრიდან ასეთი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ქართული სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ბერკეტების ამოქმედებით. არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შესაძლებელია სავიზო რეჟიმის დაწესება, ან უბრალოდ, საქართველოში რუსი ტურისტების ყოფნის პერიოდულობის შემცირება.

ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის შსს-მ რუსი ტურისტების დასაცავად უზარმაზარი საპოლიციო დანაყოფი გამოიყვანა. ასეთი ტიპის აქტიურობა არ გვახსოვს მაშინ, როცა საქმე ეხებოდა რომელიმე სხვა გამოხატვის მცდელობას. ანუ, ფაქტობრივად, გამოდის ის, რომ ქართული პოლიცია იცავს რუს ტურისტებს საქართველოს მოქალაქეებისგან და თუ საქართველოს მოქალაქეების ნება ასეთი აშკარად მკვეთრია, მაშინ ისმის კითხვა - ვის სამსახურში დგანან ის პოლიციელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ერის ნებას? ფაქტობრივად გამოდის, რომ ის ადამიანები, ვინც ქართველი ერის ნებას ეწინააღმდეგებიან, ნებსით, თუ უნებლიედ (ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა), რუსეთის სამსახურში არიან".

  • ისმის კითხვა - როგორ დავუპირისპირდეთ სახიფათო გამოწვევას. ხელისუფლების მიერ სავიზო რეჟიმის დაწესების გარდა, ექსპერტი საზოგადოების როლზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, საზოგადოება არ უნდა დანებდეს და მან უნდა გააგრძელოს მაქსიმალური დისკომფორტის პოლიტიკა, როგორსაც ის ახლა ახორციელებს.

"პირველ რიგში, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ დავინახეთ, რომ იმ კომპანიას, რომელმაც ეს ხომალდი საქართველოში შემოიყვანა, მოუწია ბათუმის ამოღება სამომავლოდ დაგეგმილი კრუიზებიდან. ეს ალბათ არის საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა - შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან არა დასასვენებლად, არამედ, ეკონომიკური ექსპანსიის მიზნით. ისევ და ისევ სწრაფი და ეფექტიანი გამოსავალია სავიზო რეჟიმის დაწესება, რომელსაც შეუძლია არსებულ გამოწვევაზე სათანადო პასუხის გაცემა. სავიზო რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ შემცირდეს ნებადართული დროის რაოდენობა, რომლის გატარებაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში. ამას ემატება ისიც, რომ რა თქმა უნდა, ადამიანს თუ ამოეწურება ვადა, ის ვალდებულია დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში, ან მოითხოვოს დროებითი ბინადრობის მოწმობა.

ბინადრობის მოწმობის გაცემის გამკაცრება ასევე საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა. ამის შესრულება არც ისე რთულია, ეს არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მიგრაციის პოლიტიკის ბაზისი. ეს იმდენად ელემენტარული საკითხია, რომ ერთადერთი, რაც ამის განსახორციელებლად აუცილებელია, არის პოლიტიკური ნება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ ამ პოლიტიკური ნების არარსებობას. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის დაპყრობას, მაგრამ ჯერჯერობით, დიდად წარმატებული არ არის და უკრაინელები იბრძვიან ამის წინააღმდეგ. განსხვავება აქ არის ის, რომ საქართველო თითქოს უბრძოლველად თმობს ყველაფერს და რუსეთის წინაშე კაპიტულაციას აცხადებს იმ დროს, როდესაც სამხედრო აგრესიის ისეთი საფრთხე, როგორც უკრაინაშია, საქართველოში არ არსებობს. გამოსავალი ისაა, რომ უპირველეს ყოვლისა, საზოგადოება არ უნდა დანებდეს და მან უნდა გააგრძელოს მაქსიმალური დისკომფორტის პოლიტიკა, როგორსაც ის ახლა ახორციელებს.

ამ დისკომფორტის პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც საზოგადოება ავლენს (და არა - სახელმწიფო, სამწუხაროდ), გარკვეული წარმატებები უკვე აშკარაა და აუცილებელია, რომ ყველამ გაიაზროს პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე, რომ არ დავუშვათ მორიგი გარუსება. კობახიძისთვის, რომელმაც ამ პროცესს ქაჯობა უწოდა, ყველაზე კარგი პასუხია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები: ქაჯებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დატოვონ საქართველო. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა თავისი არსით იყო უაღრესად წარუმატებელი და, რეალურად, კაპიტულაციის პოლიტიკაში გადაიზარდა. ამ პოლიტიკამ არ გადაგვარჩინა არც მცოცავი ოკუპაციისგან, რომელიც გააქტიურებულია ცხინვალის რეგიონში, არც მკვლელობებისგან და გატაცებებისგან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ასევე ცხინვალთან და ყველაზე მნიშვნელოვანი - ამ პოლიტიკამ არ დაგვიცვა იმ ეკონომიკური ექსპანსიისგან, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. ანუ, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იმ დიდრუსობას, რომელსაც ახლა ვაკვირდებით“.

წაიკითხეთ ასევე: