მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულელი უნდა იყო, რომ ომის არ გეშინოდეს" - "ბახმუტის მოჩვენებები": ვინ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქში ოკუპანტებს ღამღამობით ებრძვიან
"სულელი უნდა იყო, რომ ომის არ გეშინოდეს" - "ბახმუტის მოჩვენებები": ვინ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქში ოკუპანტებს ღამღამობით ებრძვიან

უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი კვლავ ცდი­ლო­ბენ ბახ­მუ­ტის დაბ­რუ­ნე­ბას. BBC-ის ჟურ­ნა­ლისტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა შეხ­ვედ­რო­და უკ­რა­ი­ნელ ელი­ტა­რულ სნა­ი­პერ­თა ქვე­და­ნა­ყოფს, რო­მე­ლიც ბახ­მუ­ტშია გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

ამ ჯგუფს "ბახ­მუ­ტის მოჩ­ვე­ნე­ბებს“ უწო­დე­ბენ. სნა­ი­პე­რე­ბის მე­თა­ურს ჟურ­ნა­ლის­ტი ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ბა­ზა­ში მიჰ­ყავს.

  • "ბახ­მუ­ტის მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი“ და­ახ­ლო­ე­ბით 20 ჯა­რის­კა­ცის­გან შედ­გე­ბა. უკვე ექ­ვსი თვეა, ისი­ნი ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დე­ბენ.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნი რუსი მოკ­ლა მის­მა გუნ­დმა, მე­თა­უ­რი პა­სუ­ხობს, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რი­ცხვია 524. მისი თქმით, ყვე­ლა გას­რო­ლა ელექტრო­ნუ­ლად არის ჩა­წე­რი­ლი.

ერთ-ერთი ჯა­რის­კა­ცი თვლის, რომ "ამ საქ­მე­ში სა­ა­მა­ყო არა­ფე­რია". იგი ომამ­დე ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. ია­რა­ღი არას­დროს უყ­ვარ­და, მაგ­რამ რუ­სე­ბის შე­მო­სე­ვის შემ­დეგ თავი ვალ­დე­ბუ­ლად იგ­რძნო, ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად ებ­რძო­ლა - "რა თქმა უნდა, მე­ში­ნია - სუ­ლე­ლი უნდა იყო, რომ ომის არ გე­ში­ნო­დეს“, - ამ­ბობს ჯა­რის­კა­ცი.

სა­ღა­მოს სნა­ი­პე­რე­ბი წინა ხაზ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მი­დი­ან, მე­თა­უ­რი კი ბა­ზა­ზე ახალ­ბე­დას­თან ერ­თად რჩე­ბა, რო­მელ­საც "ბრიტს" ეძა­ხი­ან - ეს სა­ხე­ლი მან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლის შემ­დეგ მი­ი­ღო.

ბა­ზა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან გა­დამ­ცე­მებს და სნა­ი­პე­რე­ბის­გან სი­ახ­ლე­ებს ელო­დე­ბი­ან. სრო­ლის ხმა ის­მის. 7 სა­ა­თის შემ­დეგ სნა­ი­პე­რე­ბი უკან ბრუნ­დე­ბი­ან. ამ­ჯე­რად გა­უ­მარ­თლათ, რომ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გუნდში რამ­დე­ნი­მე დაშ­ვა­და, მათ შო­რის, ქვე­და­ნა­ყო­ფის მე­თა­უ­რიც, თუმ­ცა არა­ვინ მომ­კვდა­რა.

მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, სნა­ი­პერ­თა ერთი პა­ტა­რა გუნ­დი ომს ვერ მო­ი­გებს და ვერც ბახ­მუტს და­იბ­რუ­ნებს, თუმ­ცა სჯე­რათ, რომ მათი თავ­გან­წირ­ვა ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის უზო­მოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ME
1

დიდება უკრაინას, გმირებს და ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს!

ბუკა
12

ქალაქშიო სადღაა ქალაქი მიწასთან გაასწორეს მოკლედ ათას ერთი ღამის ზღაპრები მიმიქარავს ისეთებს წერენ 

ავტორი:

"სულელი უნდა იყო, რომ ომის არ გეშინოდეს" - "ბახმუტის მოჩვენებები": ვინ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქში ოკუპანტებს ღამღამობით ებრძვიან

"სულელი უნდა იყო, რომ ომის არ გეშინოდეს" - "ბახმუტის მოჩვენებები": ვინ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქში ოკუპანტებს ღამღამობით ებრძვიან

უკრაინული ძალები კვლავ ცდილობენ ბახმუტის დაბრუნებას. BBC-ის ჟურნალისტს შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა უკრაინელ ელიტარულ სნაიპერთა ქვედანაყოფს, რომელიც ბახმუტშია გამაგრებული.

ამ ჯგუფს "ბახმუტის მოჩვენებებს“ უწოდებენ. სნაიპერების მეთაურს ჟურნალისტი ქალაქის მახლობლად მდებარე ბაზაში მიჰყავს.

  • "ბახმუტის მოჩვენებები“ დაახლოებით 20 ჯარისკაცისგან შედგება. უკვე ექვსი თვეა, ისინი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენი რუსი მოკლა მისმა გუნდმა, მეთაური პასუხობს, რომ დადასტურებული რიცხვია 524. მისი თქმით, ყველა გასროლა ელექტრონულად არის ჩაწერილი.

ერთ-ერთი ჯარისკაცი თვლის, რომ "ამ საქმეში საამაყო არაფერია". იგი ომამდე ქარხანაში მუშაობდა. იარაღი არასდროს უყვარდა, მაგრამ რუსების შემოსევის შემდეგ თავი ვალდებულად იგრძნო, ქვეყნის დასაცავად ებრძოლა - "რა თქმა უნდა, მეშინია - სულელი უნდა იყო, რომ ომის არ გეშინოდეს“, - ამბობს ჯარისკაცი.

საღამოს სნაიპერები წინა ხაზთან რაც შეიძლება ახლოს მიდიან, მეთაური კი ბაზაზე ახალბედასთან ერთად რჩება, რომელსაც "ბრიტს" ეძახიან - ეს სახელი მან დიდ ბრიტანეთში სწავლის შემდეგ მიიღო.

ბაზაზე დარჩენილი წევრები აკვირდებიან გადამცემებს და სნაიპერებისგან სიახლეებს ელოდებიან. სროლის ხმა ისმის. 7 საათის შემდეგ სნაიპერები უკან ბრუნდებიან. ამჯერად გაუმართლათ, რომ არავინ დაშავებულა.

ნახევარი წლის განმავლობაში გუნდში რამდენიმე დაშვადა, მათ შორის, ქვედანაყოფის მეთაურიც, თუმცა არავინ მომკვდარა.

მეთაურის განცხადებით, სნაიპერთა ერთი პატარა გუნდი ომს ვერ მოიგებს და ვერც ბახმუტს დაიბრუნებს, თუმცა სჯერათ, რომ მათი თავგანწირვა ქვეყნის წარმატებისთვის უზომოდ მნიშვნელოვანი იქნება.

წყარო