Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანიასთან დაკავშირებით?
რა ინფორმაციას ავრცელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანიასთან დაკავშირებით?

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში პა­ლა­უს დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ASTORIA GRANDE-ს მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია არა SOVFRACHT, არა­მედ Goodwin Shipping Limited -ია.

ამის შე­სა­ხებ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გემთმფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და გე­მის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა და­ა­კონ­კრე­ტეს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, გემთმფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა Goodwin Shipping Limited არ­ცერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა.

„გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბა­თუ­მის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში პა­ლა­უს დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ASTORIA GRANDE-ს მფლო­ბე­ლია კომ­პა­ნია SOVFRACHT. ხაზ­გას­მის ვა­ცხა­დებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

საკ­რუ­ი­ზო გე­მის გემთმფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა Goodwin Shipping Limited, რო­მე­ლიც არ­ცერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა.

აქვე, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტი სა­ა­გენ­ტო, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც გე­მე­ბის, ასე­ვე გემთმფლო­ბე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი გემი, ან გე­მის მფლო­ბე­ლი არის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში, მას არ ეძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში შე­მოს­ვლი­სა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის პორ­ტში სო­ჭი­დან წა­მო­სულ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ "ას­ტო­რია გრან­დეს" გამ­თე­ნი­ი­სას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით დახ­ვდნენ. ად­გილ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მო­წყო­ბი­ლია რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სევერიანი
29

სულ იძახით,პუტინის მეხოტბეები არიან გემზე და სახელები რო დაასახელოთ არა? იქნებ,თვითონ პუტინია და მედვედევი,გვითხრით და იქნება ვიჭერთ. დააშტერეს ხალხი ამ ტელევიზიებმა,ვიღაც რუსი მოდის და ეგრევე გიჟდებიან,იკითხე ჯერ და მერე გადაირიე. სახელები და გვარები დაწერეთ,ვინ არიან გემზე,რა აქვთ ნათქვამი პუტინზე,საქართველოზე და როდის,საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია წყაროს მითითებით. უი,რუსი ხიხია არის გემზე,არ არის დამაკმაყოფილებელი და ნაციზმია,მე კი ნაცისტი არ ვარ. აკაკი ხო წაგიკითხავთ და თორნიკე ერისთავი,რას ამბობს იქ მტერზე? ხომ ხართ ღირსები,ეს ნაწარმოები თავზე დაგახიოთ კაცმა.

იო
18

რა სამარცხვინოა. ამ სააგენტოს აფინანსებს ბიუჯეტი და მისი დანიშნულება აქამდე იყო როგორმე აკადემიის მომზადებული მეზღვაურები უცხოურ გემებზე დაესაქმებინა. ახლა რუსების გაპრავებაც დაუწყიათ.. რა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ერთი გემიც არ გააჩნია, ვის დასცინით. ამაზე იმუშავეთ!

ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანიასთან დაკავშირებით?

რა ინფორმაციას ავრცელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანიასთან დაკავშირებით?

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს მფლობელი კომპანია არა SOVFRACHT, არამედ Goodwin Shipping Limited -ია.

ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი გემთმფლობელ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ და გემის მფლობელი კომპანიის სახელწოდება დააკონკრეტეს.

სააგენტოს ცნობით, გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT. ხაზგასმის ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.