მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი, აფრიკა და მათი "ისტორიული მეგობრობა" - რა სურს პუტინს და რას იღებს აფრიკისგან
რუსეთი, აფრიკა და მათი "ისტორიული მეგობრობა" - რა სურს პუტინს და რას იღებს აფრიკისგან

27 ივ­ლისს რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ეთ დე­და­ქა­ლაქ­ში, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აფ­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის "ტა­ლან­ტე­ბი" და ლი­დე­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა და და­სავ­ლურ­მა სამ­ყა­რომ ზურ­გი აქ­ცია, აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სე­თი თურ­მე აფ­რი­კის ის­ტო­რი­უ­ლი პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რია.

გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­ტინ­მა ლავ­რო­ვი სად არ "ამოგ­ზა­უ­რა" - ხან­გრძლივ მივ­ლი­ნე­ბა­ში გა­უშ­ვა და აფ­რი­კის ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ა­ტა­რა. ლავ­როვს ხან ტო­ტე­ბით დახ­ვდნენ, ხან უცეკ­ვეს, ხან ხმა­ლი აჩუ­ქეს, ზოგ­ჯერ ოფი­ცი­ა­ლურ კა­ბი­ნე­ტებ­ში დას­ვეს და ისე­თი მზე­რით იყუ­რე­ბო­და, თით­ქოს თვი­თო­ნაც ვერ გა­ე­გო რა ხალ­ხში იყო ან რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა.

რო­გორც ჩანს, სერ­გე­ის კუ­რი­ე­რის რო­ლიც ჰქონ­და შე­თავ­სე­ბუ­ლი, მან სა­დაც კი ფეხი დად­გა, ყვე­ლას მოწ­ვე­ვა და­უ­რი­გა. 28 ივ­ლისს კი პე­ტერ­ბურ­გში აფ­რი­კის იმ­დე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­ვი­და, რომ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ას ექ­სკურ­სი­აც კი მო­უ­წყვეს.

  • რა ხდე­ბა რუ­სეთ-აფ­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და რა წი­აღსვლე­ბი აქვთ მხა­რე­ებს?

ზო­გა­დად, ის­ტო­რი­უ­ლად, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აფ­რი­კას­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და. ისი­ნი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სურ­სა­თით, ფუ­ლით, შე­ი­ა­რა­ღე­ბით, ექი­მე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბით, ინ­ჟინ­რე­ბით, თუმ­ცა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, რუ­სეთს იმ­დე­ნი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რომ "ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა" ცოტა ხნით და­ი­ვი­წყა.

2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან, მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთს და­სავ­ლეთ­მა ზურ­გი შე­აქ­ცია, პუ­ტინ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ დრო იყო "ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის" მე­ო­რე სუნ­თქვა ჩა­ე­ბე­რა. და მან საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ჩაჰ­ბე­რა...

აფ­რი­კა - მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 17%-ია, თა­ნაც "შავ კონ­ტი­ნენტზე“ შო­ბა­დო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. 2050 წლის­თვის ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2.5 მი­ლი­არდს მი­აღ­წევს (ახლა 1.4 მი­ლი­არ­დია). ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­მა მთლი­ა­ნი ექ­სპორ­ტის 3% აფ­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნა, ხოლო შე­ტა­ნით, 1%-ზე ნაკ­ლე­ბი შე­ი­ტა­ნა. თუმ­ცა რუ­სებს უხა­რი­ათ, "სწრა­ფი ტემ­პით“ გან­ვი­თა­რე­ბა­დი კონ­ტი­ნენ­ტის­თვის იდე­ა­ლუ­რი ბა­ზა­რი ვი­პო­ვე­თო.

აფ­რი­კა­ში რუ­სე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მო­კავ­ში­რე ეგ­ვიპ­ტეა. მისი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა რუ­სე­თის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სია. ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ასე­ვე ალ­ჟირ­თან. და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში თვა­ლი უდ­გათ ნი­გე­რი­ა­ზე, გა­ნა­სა და სე­ნე­გალ­ზე. აღ­მო­სავ­ლეთ­ში - ეთი­პო­ი­ა­სა და კე­ნი­ა­ზე. რა თქმა უნდა, ამ სი­ა­შია სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კაც. სა­მო­მავ­ლოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა ზიმ­ბაბ­ვე, მალი და ბურ­კი­ნა-ფასო.

  • რა გა­აქვს რუ­სეთს აფ­რი­კა­ში?

აფ­რი­კის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ჰა­რის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქვეყ­ნე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბია. ისი­ნი რუ­სეთს აღიქ­ვა­მენ, რო­გორც წყა­როს საკ­ვე­ბის­თვის.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი - აფ­რი­კა­ში ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა. ამი­ტომ რუ­სე­თი იქ გზავ­ნის ბენ­ზინ­სა და დი­ზელს. 2022 წლი­დან სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. ახლა რუ­სე­თი ცდი­ლობს აფ­რი­კა­ში მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბის ბა­ზა­რიც იპო­ვოს. ფო­ლა­დი­სა და სპი­ლენ­ძის ექ­სპორ­ტის წილი საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია.

ასე­ვე სან­ქცი­ე­ბის პე­რი­ოდ­მა რუ­სე­თის­თვის რა­ღა­ცე­ბი სა­სარ­გებ­ლო­დაც შეც­ვა­ლა. მა­გა­ლი­თად, ადრე აფ­რი­კი­დან - ყავა, ჩაი, კა­კაო, ყვა­ვი­ლე­ბი, ფორ­თო­ხა­ლი, ლი­მო­ნი და თამ­ბა­ქო ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ის გავ­ლით შე­დი­ო­და, ახლა კი ბიზ­ნე­სი პირ­და­პირ დამ­კვეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. რაც ამ­ცი­რებს ხარ­ჯებს.

.აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა შე­საძ­ლოა, მარ­თლაც სწრა­ფად იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კამ­დე ჯერ ხომ ძა­ლი­ან შორს არი­ან? - იკი­თხავ­და ეჭ­ვი­ა­ნი, "პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე" რუსი, რო­მე­ლიც ხვდე­ბა, რომ რუ­სე­თი ახლა აფ­რი­კას­თან იმი­ტომ აუმ­ჯო­ბე­სებს ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ სხვა გზა ფი­ზი­კუ­რად აღარ არის.

რე­ა­ლუ­რად, რუ­სე­თი ახლა ე.წ. ჩი­ნუ­რი მო­დე­ლით მოქ­მე­დებს - ის ღა­რიბ ქვე­ყა­ნას კრე­დი­ტის სა­ნაც­ვლოდ აძ­ლევს სა­ჭი­რო რე­სურ­სებს, სა­ნაც­ვლოდ, ისი­ნი რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­თან მსხვილ კონ­ტრაქ­ტებს აფორ­მე­ბენ.

ასე­თი სქე­მით რუ­სეთ­მა წარ­მა­ტე­ბით შე­იყ­ვა­ნა აფ­რი­კა­ში: "ლუ­კო­ი­ლი“, "როს­ნეფ­ტი“, ვტბ, "ფო­საგ­რო“, "იან­დექ­სი“, "კას­პერსკი“ და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად იზ­რდე­ბა. აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან, რომ რუ­სეთ­მა მათ ენერ­გე­ტი­კის, პორ­ტე­ბის, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო გზე­ბი გა­უყ­ვა­ნოს/გა­უ­უმ­ჯო­ბე­სოს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 15 წლის წინ რუ­სეთ­მა აფ­რი­კას 15-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ვალი ჩა­მო­ა­წე­რა. ასე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბით რუ­სე­თი იქა­უ­რე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას აპი­რებს. მათი თქმით, გა­ე­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დროს, აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი მუდ­მი­ვად რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ებს იზი­ა­რე­ბენ.

  • რას იღებს რუ­სე­თი?

გარ­და იმი­სა, რომ რუ­სე­თი ზრდის აფ­რი­კა­ში გავ­ლე­ნას, ამას­თა­ნა­ვე, გზა ეხ­სნე­ბა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ფა­სად მო­ი­პო­ვოს. აფ­რი­კის უმე­ტე­სი რე­სურ­სი მა­ღალ­ტექ­ნე­ლო­გი­უ­რი სფე­რო­ე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აფ­რი­კა­ში ბოქ­სი­ტე­ბის, მარ­გა­ნე­ცის, პლა­ტი­ნი­სა და ურა­ნის დიდი სა­ბა­დო­ე­ბია. მა­გა­ლი­თად, კონ­გო­ში მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი კოლ­ტა­ნის 80%-ია. კოლ­ტა­ნი, რო­მე­ლიც ნი­ო­ბი­სა და ტან­ტა­ლას შე­ნად­ნო­ბია, მის გა­რე­შე არც ერთი ტე­ლე­ფო­ნი არ იმუ­შა­ვებს. ასე­ვე, იმა­ვე კონ­გო­ში კო­ბალ­ტის 60%-ია. კო­ბალ­ტი ავი­ა­ცი­ის ელე­მენ­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სხვა სი­ტყვე­ბით, რომ ვთქვათ, ვერც ერთი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვი ვერ იარ­სე­ბებს კო­ბალ­ტის გა­რე­შე, ხოლო ნი­ო­ბის გა­რე­შე პი­ლო­ტი და დის­პე­ჩე­რი ერ­თმა­ნეთს ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან.

თა­ნაც, აფ­რი­კის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტო­რე­ბი "ნა­ვარ­დო­ბენ“. რუ­სეთ­მა მათ თვალ­ში სი­რი­ის მა­გა­ლით­ზე ნდო­ბა მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც რუ­სეთ­მა არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ასა­დის რე­ჟი­მი დამ­ხო­ბი­ლი­ყო. ხელი - ხელს ჰბანს.

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა რუ­სეთ-აფ­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მხო­ლოდ დრო გვიჩ­ვე­ნებს. ერთი რამ ფაქ­ტია, 27 ივ­ლისს რუ­სეთ­ში "რუ­სეთ - აფ­რი­კის“ ფო­რუმ­ზე აფ­რი­კის 49 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო 17 ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. ეს კი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დია, რომ რუ­სე­თი აფ­რი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის­თვის და­ი­წყებს ბრძო­ლას, რო­გორც ფო­რუმ­მა აჩ­ვე­ნა, მას ამ ამ­ბავ­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბიც ჰყავს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
7

რუსეთს რა სურს კი არა ამერიკას რა სურს იმაზე ილაპარაკეთ მტელი ევროპა რო წაკუზული ჰყავს

გიორგი
12

ქართველი ჟურნალისტი ნიგერიის ,ეგვიპტის ან მით უმეტეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკაზე რომ დაიწყებს ირონიით საუბარს , ეგ მართლა საინტერესოა. :) ისე აშშ -ევროპის მიერ 30 წ განმალობაში ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებსა და მათგან გამოწვეული აღმშენებლობაზეც დაგვეწერა ბარემ , ის 4 მილიარდი არ ითვლება ქალბატონი ღუბერნატორი რომ გავახსენებს ხოლმე, წელზე გადაანგარიშებით დიდი ვერაფერია საქართველოს კვალობაზეც კი,მით უმეტეს უდიდესი ნაწილი ისევ მაგათი გამოკვებილი ასო-ების ჯიბებში წავიდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რუსეთი, აფრიკა და მათი "ისტორიული მეგობრობა" - რა სურს პუტინს და რას იღებს აფრიკისგან

რუსეთი, აფრიკა და მათი "ისტორიული მეგობრობა" - რა სურს პუტინს და რას იღებს აფრიკისგან

27 ივლისს რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში, სანქტ-პეტერბურგში აფრიკული პოლიტიკის "ტალანტები" და ლიდერები ჩავიდნენ. 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დასავლურმა სამყარომ ზურგი აქცია, აღმოჩნდა, რომ რუსეთი თურმე აფრიკის ისტორიული პარტნიორი და მეგობარია.

გასული წლის განმავლობაში პუტინმა ლავროვი სად არ "ამოგზაურა" - ხანგრძლივ მივლინებაში გაუშვა და აფრიკის ბევრი ქვეყანა მოატარა. ლავროვს ხან ტოტებით დახვდნენ, ხან უცეკვეს, ხან ხმალი აჩუქეს, ზოგჯერ ოფიციალურ კაბინეტებში დასვეს და ისეთი მზერით იყურებოდა, თითქოს თვითონაც ვერ გაეგო რა ხალხში იყო ან რა მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა.

როგორც ჩანს, სერგეის კურიერის როლიც ჰქონდა შეთავსებული, მან სადაც კი ფეხი დადგა, ყველას მოწვევა დაურიგა. 28 ივლისს კი პეტერბურგში აფრიკის იმდენი წარმომადგენელი ჩავიდა, რომ ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციას ექსკურსიაც კი მოუწყვეს.

  • რა ხდება რუსეთ-აფრიკის ურთიერთობაში და რა წიაღსვლები აქვთ მხარეებს?

ზოგადად, ისტორიულად, საბჭოთა კავშირი აფრიკასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ისინი ეხმარებოდნენ სურსათით, ფულით, შეიარაღებით, ექიმებით, მასწავლებლებით, ინჟინრებით, თუმცა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს იმდენი პრობლემები ჰქონდა, რომ "ისტორიული მეგობრობა" ცოტა ხნით დაივიწყა.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთს დასავლეთმა ზურგი შეაქცია, პუტინმა ჩათვალა, რომ დრო იყო "ისტორიული მეგობრობისთვის" მეორე სუნთქვა ჩაებერა. და მან საკმაოდ წარმატებულადაც ჩაჰბერა...

აფრიკა - მსოფლიო მოსახლეობის 17%-ია, თანაც "შავ კონტინენტზე“ შობადობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. 2050 წლისთვის ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა 2.5 მილიარდს მიაღწევს (ახლა 1.4 მილიარდია). ბოლო წლებში რუსეთმა მთლიანი ექსპორტის 3% აფრიკაში გაგზავნა, ხოლო შეტანით, 1%-ზე ნაკლები შეიტანა. თუმცა რუსებს უხარიათ, "სწრაფი ტემპით“ განვითარებადი კონტინენტისთვის იდეალური ბაზარი ვიპოვეთო.

აფრიკაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე ეგვიპტეა. მისი გეოგრაფიული მდებარეობა რუსეთის მთავარი ინტერესია. ჩრდილოეთ აფრიკაში მჭიდროდ თანამშრომლობს ასევე ალჟირთან. დასავლეთ აფრიკაში თვალი უდგათ ნიგერიაზე, განასა და სენეგალზე. აღმოსავლეთში - ეთიპოიასა და კენიაზე. რა თქმა უნდა, ამ სიაშია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც. სამომავლოდ განიხილება ზიმბაბვე, მალი და ბურკინა-ფასო.

  • რა გააქვს რუსეთს აფრიკაში?

აფრიკის ზოგიერთი ქვეყანები, როგორიცაა საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. ისინი რუსეთს აღიქვამენ, როგორც წყაროს საკვებისთვის.

ნავთობპროდუქტები - აფრიკაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მცირე რაოდენობითაა. ამიტომ რუსეთი იქ გზავნის ბენზინსა და დიზელს. 2022 წლიდან სიტუაცია შეიცვალა. ახლა რუსეთი ცდილობს აფრიკაში მეტალურგიული პროდუქციის გასაღების ბაზარიც იპოვოს. ფოლადისა და სპილენძის ექსპორტის წილი საგრძნობლად გაზრდილია.

ასევე სანქციების პერიოდმა რუსეთისთვის რაღაცები სასარგებლოდაც შეცვალა. მაგალითად, ადრე აფრიკიდან - ყავა, ჩაი, კაკაო, ყვავილები, ფორთოხალი, ლიმონი და თამბაქო ევროპული კომპანიის გავლით შედიოდა, ახლა კი ბიზნესი პირდაპირ დამკვეთთან თანამშრომლობს. რაც ამცირებს ხარჯებს.

.აფრიკული ქვეყნების ეკონომიკა შესაძლოა, მართლაც სწრაფად იზრდება, მაგრამ ევროპული და ამერიკული ქვეყნების ეკონომიკამდე ჯერ ხომ ძალიან შორს არიან? - იკითხავდა ეჭვიანი, "პროგრესულად მოაზროვნე" რუსი, რომელიც ხვდება, რომ რუსეთი ახლა აფრიკასთან იმიტომ აუმჯობესებს ურთიერთობას, რომ სხვა გზა ფიზიკურად აღარ არის.

რეალურად, რუსეთი ახლა ე.წ. ჩინური მოდელით მოქმედებს - ის ღარიბ ქვეყანას კრედიტის სანაცვლოდ აძლევს საჭირო რესურსებს, სანაცვლოდ, ისინი რუსულ კომპანიებთან მსხვილ კონტრაქტებს აფორმებენ.

ასეთი სქემით რუსეთმა წარმატებით შეიყვანა აფრიკაში: "ლუკოილი“, "როსნეფტი“, ვტბ, "ფოსაგრო“, "იანდექსი“, "კასპერსკი“ და სხვა კომპანიები. ეს თანამშრომლობა ეტაპობრივად იზრდება. აფრიკული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ რუსეთმა მათ ენერგეტიკის, პორტების, საავტომობილო და სარკინიგზო გზები გაუყვანოს/გაუუმჯობესოს.

საინტერესოა, რომ 15 წლის წინ რუსეთმა აფრიკას 15-მილიარდიანი ვალი ჩამოაწერა. ასეთი მოქმედებებით რუსეთი იქაურების გულის მოგებას აპირებს. მათი თქმით, გაეროს გადაწყვეტილებების დროს, აფრიკული ქვეყნები მუდმივად რუსეთის პოზიციებს იზიარებენ.

  • რას იღებს რუსეთი?

გარდა იმისა, რომ რუსეთი ზრდის აფრიკაში გავლენას, ამასთანავე, გზა ეხსნება, რომ ბუნებრივი რესურსები შედარებით ნაკლებ ფასად მოიპოვოს. აფრიკის უმეტესი რესურსი მაღალტექნელოგიური სფეროებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. აფრიკაში ბოქსიტების, მარგანეცის, პლატინისა და ურანის დიდი საბადოებია. მაგალითად, კონგოში მსოფლიოში არსებული კოლტანის 80%-ია. კოლტანი, რომელიც ნიობისა და ტანტალას შენადნობია, მის გარეშე არც ერთი ტელეფონი არ იმუშავებს. ასევე, იმავე კონგოში კობალტის 60%-ია. კობალტი ავიაციის ელემენტებში გამოიყენება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ვერც ერთი გამანადგურებელი თვითმფრინავი ვერ იარსებებს კობალტის გარეშე, ხოლო ნიობის გარეშე პილოტი და დისპეჩერი ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებიან.

თანაც, აფრიკის ბევრ ქვეყანაში დიქტატორები "ნავარდობენ“. რუსეთმა მათ თვალში სირიის მაგალითზე ნდობა მოიპოვა, როდესაც რუსეთმა არ მისცა საშუალება, რომ ასადის რეჟიმი დამხობილიყო. ხელი - ხელს ჰბანს.

როგორ განვითარდება რუსეთ-აფრიკის ურთიერთობები, მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ერთი რამ ფაქტია, 27 ივლისს რუსეთში "რუსეთ - აფრიკის“ ფორუმზე აფრიკის 49 ქვეყნის წარმომადგენელი, ხოლო 17 ქვეყნის უმაღლესი პირები ჩავიდნენ. ეს კი სერიოზული განაცხადია, რომ რუსეთი აფრიკაში სერიოზული გავლენებისთვის დაიწყებს ბრძოლას, როგორც ფორუმმა აჩვენა, მას ამ ამბავში მოკავშირეებიც ჰყავს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე