რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრანგი მსახიობი და მოდელი, ვენსან კასელი ცოლს, ტინა კუნაკს დაშორდა. ეს კასელისთვის მეორე ქორწინება იყო.
56 წლის ვენსან კასელი ცოლთან დაშორების შემდეგ, კიდევ უფრო ხშირად ჩნდება საჯარო სივრცეში, სხვადასხვა ვარსკვლავურ წვეულებაზე, პაპარაცებისა და საზოგადოების ინტერესი კი მის მიმართ კვლავ დიდია.
აღსანიშნავია, რომ მალიკას ვიზუალურად კასელის ყოფილ ცოლს, ტინა კუნაკს ამსგავსებენ.
ვენსანი და მალიკა არაერთხელ შენიშნეს ერთად პაპარაცებმა რომანტიკულ გარემოში. აღსანიშნავია, რომ 28 წლის მალიკა ფრანგული "ვოგის" გარეკანზეც კი მოხვდა. წყვილს ოფიციალურად ურთიერთობა არ დაუდასტურებია.

@videosofstar Vincent cassel en bonne compagnie après l’after de la marque ami paris #pourtoi #fyp #vincentcassel ♬ I Think I Like When It Rains - WILLIS

"ტიკტოკზე" კასელის ახალ გატაცებაზე პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ბევრი მათგანი აკრიტიკებდა 56 წლის მსახიობს ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობის გამო.
"როგორც ჩანს, ვენსანს გარკვეული ტიპაჟის გოგონები მოსწონს",- წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.
ცნობისთვის, 56 წლის კასელმა 26 წლის მოდელზე, ტინა კუნაკიზე 2018 წელს იქორწინა. 2019 წლის აპრილში კი წყვილს ქალიშვილიც შეეძინა, თუმცა ისინი ქორწინებიდან 5 წელიწადში დაშორდნენ.
მანამდე კასელი იტალიური კინოს ვარსკვლავზე, მონიკა ბელუჩიზე იყო დაქორწინებული. კასელი და მონიკა ერთმანეთს 14-წლიანი ქორწინების შემდეგ, 2013 წელს დაშორდნენ.
მოამზადა: ანა სიბოშვილმა