საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება... ეს გადაწყვეტილება მე მივიღე" - ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა
"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება... ეს გადაწყვეტილება მე მივიღე" - ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხო­ფე­რი­ამ ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტროს ნანა გა­დე­ლია უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"1 აგ­ვის­ტო­დან ჩემი ცხოვ­რე­ბის კი­დევ ერთი ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბა. ვას­რუ­ლებ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­სა­ხურს - არ ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე მი­ვი­ღე, ვფიქ­რობ, ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში გუნდთან ერ­თად შევ­ძე­ლით ბევ­რის გა­კე­თე­ბა და ახლა დროა ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყოს, ახა­ლი ძა­ლე­ბით, ახა­ლი ენერ­გი­ით.

პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ახლა უკვე ჩემს ძვირ­ფას მე­გო­ბარს, ძა­ლი­ან მა­გარ მე­ნე­ჯერს სრუ­ლი­ად ახა­ლი ხედ­ვი­თა და მარ­თლა წე­სი­ერ და სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურ­ში მყოფ რუს­ლან აბა­ში­ძეს.

მად­ლო­ბა, რუს­ლან, ეს დიდი ამ­ბა­ვი რომ მა­ჩუ­ქე და დიდი პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის თქვენს გვერ­დით ყოფ­ნა და საქ­მის კე­თე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სა­ელ­ჩოს, სამ­თავ­რო­ბო, არა­სა­მა­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებს ასე გვერ­დში რომ დაგ­ვი­დე­ქით და და­ი­ჯე­რეთ ჩვე­ნი ზოგ­ჯერ თით­ქოს შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის. მად­ლო­ბა კერ­ძო სექ­ტორს ულა­პა­რა­კოდ და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით რომ გვე­დე­ქით მხარ­ში ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის­თვის. ჟურ­ნა­ლის­ტებს, ჩემს კო­ლე­გებს, ისეთ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი, ასი ათა­სი მად­ლო­ბა!

ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა კი ჩემს უმაგ­რეს გუნდს. რომ ვი­წყებ­დი, მა­მას­თან ვლა­პა­რა­კობ­დი მო­მა­ვალ საქ­მე­ებ­ზე. შენ მა­გა­რი იქ­ნე­ბი, იმ გუნდთან თუ გა­ა­კე­თებ საქ­მე­ებს, ვინც იქ დაგ­ხვდე­ბაო. ასეც მოხ­და. რამ­დე­ნი რამ მას­წავ­ლეს და რო­გორ გა­ვი­ზარ­დეთ ერ­თად. სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ხართ, საქ­მი­სა და აფხა­ზე­თის ერ­თგუ­ლე­ბი.

ყვე­ლა მაგ­რად მო­მე­ნატ­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბი აქე­დან და იქი­დან. მაგ­რამ ახლა ბევ­რად მეტი ენერ­გი­ით ვიდ­გე­ბი თქვენს გვერ­დით. იქ­ნე­ბა ეს კო­მო­ი­უ­ტე­რე­ბის კამ­პა­ნია, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის აღ­ჭურ­ვა.... პრო­ექ­ტე­ბი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მან­და­რი­ნე­ბი თუ სხვა რამ.

ჰო, პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში სი­გე­ლი მი­ვი­ღე! და რას გე­ტყვით, იცით? ამა­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია ცხოვ­რე­ბა­ში. და ერ­თიც-მე ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა, რო­გო­რიც ჩვე­ნი აფხა­ზე­თის­გან, ჩვე­ნი ხალ­ხის­გან, გუნ­დის­გან მი­ვი­ღე, არ მიგ­ვრძნია არას­დროს. სხვა გვერ­დში დგო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ცით, ფაქ­ტია! და ამას უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ.

ახლა ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ, ახალ პრო­ექ­ტებს მო­ვი­ფიქ­რებ, ჩემს მე­დია საქ­მი­ა­ნო­ბას გან­ვაგ­რძობ, რომ კი­დევ უფრო დიდი რე­სურ­სით და თა­ნად­გო­მით მეტი საქ­მე გა­ვა­კე­თო აფხა­ზე­თის­თვის.სა­მი­ნის­ტროს ჩემი კო­ლე­გა ნანა გა­ბე­ლია უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ბრწყინ­ვა­ლე მე­ნე­ჯე­რი და ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მას მთე­ლი გუ­ლით მად­ლო­ბა ჩემს კო­ლე­გა-მი­ნის­ტრებს, თქვენს გვერ­დით მი­გუ­ლეთ, მე­გობ­რე­ბო!აბა, დრო­ე­ბით და რო­გორც რუს­ლან­მა იხუმ­რა, ეს სი­გე­ლი აფხა­ზეთ­ში ჩა­მოვ­კი­დო­თო ან კა­ბი­ნეტ­ში ან სახ­ლში" - წერს ხო­ფე­რია.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

რა გააკეთე, გვითხარი რა!!!! 

 

გიული
4

ყველგან არაფრის გამკეთებელი ხარ! სადაც გინდა წადი! ვინ გაკავებს ნეტა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება... ეს გადაწყვეტილება მე მივიღე" - ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება... ეს გადაწყვეტილება მე მივიღე" - ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხოფერიამ ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს ნანა გადელია უხელმძღვანელებს.

"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს - არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით.

პირველ რიგში, მადლობა ახლა უკვე ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან მაგარ მენეჯერს სრულიად ახალი ხედვითა და მართლა წესიერ და სამშობლოს სამსახურში მყოფ რუსლან აბაშიძეს.

მადლობა, რუსლან, ეს დიდი ამბავი რომ მაჩუქე და დიდი პატივი იყო ჩემთვის თქვენს გვერდით ყოფნა და საქმის კეთება. მადლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საელჩოს, სამთავრობო, არასამათავრობო სტრუქტურებს ასე გვერდში რომ დაგვიდექით და დაიჯერეთ ჩვენი ზოგჯერ თითქოს შეუსრულებელი პროექტების. მადლობა კერძო სექტორს ულაპარაკოდ და დიდი სიყვარულით რომ გვედექით მხარში ჩვენი მომავალი თაობის განათლებისთვის. ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ასი ათასი მადლობა!

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს უმაგრეს გუნდს. რომ ვიწყებდი, მამასთან ვლაპარაკობდი მომავალ საქმეებზე. შენ მაგარი იქნები, იმ გუნდთან თუ გააკეთებ საქმეებს, ვინც იქ დაგხვდებაო. ასეც მოხდა. რამდენი რამ მასწავლეს და როგორ გავიზარდეთ ერთად. საუკეთესოები ხართ, საქმისა და აფხაზეთის ერთგულები.

ყველა მაგრად მომენატრებით. განსაკუთრებით ბავშვები აქედან და იქიდან. მაგრამ ახლა ბევრად მეტი ენერგიით ვიდგები თქვენს გვერდით. იქნება ეს კომოიუტერების კამპანია, ბიბლიოთეკების აღჭურვა.... პროექტები, ჩვენი საყვარელი მანდარინები თუ სხვა რამ.

ჰო, პირველად ცხოვრებაში სიგელი მივიღე! და რას გეტყვით, იცით? ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია ცხოვრებაში. და ერთიც-მე ასეთი სიყვარული და თანადგომა, როგორიც ჩვენი აფხაზეთისგან, ჩვენი ხალხისგან, გუნდისგან მივიღე, არ მიგვრძნია არასდროს. სხვა გვერდში დგომა და სიყვარული ვიცით, ფაქტია! და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.

ახლა ცოტას დავისვენებ, ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსით და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის.სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი. წარმატებებს ვუსურვებ მას მთელი გულით მადლობა ჩემს კოლეგა-მინისტრებს, თქვენს გვერდით მიგულეთ, მეგობრებო!აბა, დროებით და როგორც რუსლანმა იხუმრა, ეს სიგელი აფხაზეთში ჩამოვკიდოთო ან კაბინეტში ან სახლში" - წერს ხოფერია.