პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსტრემალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობების კედლებზე ცოცავდა, 68-ე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ექსტრემალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობების კედლებზე ცოცავდა, 68-ე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ექ­სტრე­მა­ლურ სპორ­ტში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი რემი ლუ­სი­დი ჰონგ-კონ­გის 68-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბი­დან გად­მო­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ლუ­სი­დი ინ­ტერ­ნეტ­ში რემი ენიგ­მას სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

30 წლის ფრან­გი მა­მა­კა­ცი ჩა­მო­ვარ­დნამ­დე Tregunter Tower-ის კომ­პლექსზე ცო­ცავ­და, - იტყო­ბი­ნე­ბა South China Morning Post-ი.

ჰონგ-კონ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ლუ­სი­დი შე­ნო­ბა­ში სა­ღა­მოს 6:00 სა­ათ­ზე მი­ვი­და და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს უთხრა, რომ მე-40 სარ­თულ­ზე მე­გო­ბარს სტუმ­რობ­და. უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცერ­მა მისი და­კა­ვე­ბა სცა­და მას შემ­დეგ, რაც ლუ­სი­დის სა­ვა­რა­უ­დო მე­გო­ბარ­მა თქვა, რომ რე­მის არ იც­ნობ­და. თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ლუ­სი­დი უკვე ლიფ­ტში იყო.

უსაფრ­თხო­ე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ ავი­და ლუ­სი­დი 49-ე სარ­თულ­ზე ლიფ­ტით, შემ­დეგ კი კი­ბე­ე­ბით - შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე. პო­ლი­ცი­ის თქმით, მა­მა­კა­ცი ბო­ლოს ცო­ცხა­ლი 19:38 სა­ათ­ზე ნა­ხეს, როცა მან კომ­პლექ­სის პენ­ტჰა­უ­სის ფან­ჯა­რა­ზე და­ა­კა­კუ­ნა. ამან მო­ახ­ლეს უბიძ­გა, პო­ლი­ცია გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა. უც­ნო­ბი წყა­როს თქმით, პენ­ტჰა­უ­სის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი მცო­ცა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ნო­ბა­ში შეღ­წე­ვას ცდი­ლობ­და და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის წინ, დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, ფან­ჯა­რას ურტყამ­და ხელს.

"როცა ვკი­თხე, სად მი­დი­ო­და, მან მი­თხრა, რომ მთა­ზე ლაშ­ქრო­ბას აპი­რებ­და. თქვა, რომ აქ ყოფ­ნი­სას ბევ­რი ლაშ­ქრო­ბა სურ­და", - აცხა­დებს იმ სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­დაც რემი ჰონგ-კონ­გში ყოფ­ნი­სას რჩე­ბო­და.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
7

მაგ დეგენერატ მოახლეს ყველა შემთხვევაში დაიჭერენ.

ოოპპ
5

არა გარდაიცვალა არამედ დაიღუპა ისწავლეთ სიტყვებს შორის

განსხვავება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოზე და რა მოლოდინები აქვთ მის უფლებადამცველებს
ავტორი:

ექსტრემალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობების კედლებზე ცოცავდა, 68-ე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ექსტრემალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობების კედლებზე ცოცავდა, 68-ე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ექსტრემალურ სპორტში სახელგანთქმული რემი ლუსიდი ჰონგ-კონგის 68-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ლუსიდი ინტერნეტში რემი ენიგმას სახელითაა ცნობილი.

30 წლის ფრანგი მამაკაცი ჩამოვარდნამდე Tregunter Tower-ის კომპლექსზე ცოცავდა, - იტყობინება South China Morning Post-ი.

ჰონგ-კონგის ოფიციალური პირების თქმით, ლუსიდი შენობაში საღამოს 6:00 საათზე მივიდა და დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ მე-40 სართულზე მეგობარს სტუმრობდა. უსაფრთხოების ოფიცერმა მისი დაკავება სცადა მას შემდეგ, რაც ლუსიდის სავარაუდო მეგობარმა თქვა, რომ რემის არ იცნობდა. თუმცა ამ დროისთვის ლუსიდი უკვე ლიფტში იყო.

უსაფრთხოების ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ავიდა ლუსიდი 49-ე სართულზე ლიფტით, შემდეგ კი კიბეებით - შენობის სახურავზე. პოლიციის თქმით, მამაკაცი ბოლოს ცოცხალი 19:38 საათზე ნახეს, როცა მან კომპლექსის პენტჰაუსის ფანჯარაზე დააკაკუნა. ამან მოახლეს უბიძგა, პოლიცია გამოეძახებინა. უცნობი წყაროს თქმით, პენტჰაუსის გარეთ დარჩენილი მცოცავი ადამიანი შენობაში შეღწევას ცდილობდა და უბედური შემთხვევის წინ, დახმარების სათხოვნელად, ფანჯარას ურტყამდა ხელს.

"როცა ვკითხე, სად მიდიოდა, მან მითხრა, რომ მთაზე ლაშქრობას აპირებდა. თქვა, რომ აქ ყოფნისას ბევრი ლაშქრობა სურდა", - აცხადებს იმ სასტუმროს თანამშრომელი, სადაც რემი ჰონგ-კონგში ყოფნისას რჩებოდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა