შეიძინე წიგნი "გაიცანი დიდი ადამიანები" და ჩაერთე მასშტაბურ გათამაშებაში

შეიძინე წიგნი "გაიცანი დიდი ადამიანები" და ჩაერთე მასშტაბურ გათამაშებაში

გამომცემლობა „პალიტრა L-მა” ახალი სერიის "გაიცანი დიდი ადამიანების" გამოცემასთან დაკავშირებით დიდ გათამაშება დაიწყო.

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ამისთვის საჭიროა გახდეთ სერია "გაიცანი დიდი ადამიანების" გამომწერი "პალიტრა L-ის" ვებგვერდიდან თქვენ გეძლევათ შანსი მოიგოთ:

  • დასვენება "ლიც რეზორტში" 2 პერსონაზე
  • სათამაშოების მაღაზიათა ქსელის - "პეპელა" 100-ლარიანი ვაუჩერი
  • "გუდა" აუდიოწიგნების 50-ლარიანი ვაუჩერი

გათამაშების გამარჯვებულები 2 აგვისტოს შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან.

სერიის გამოწერა შეგიძლიათ "პალიტრა L-ის" ვებგვერდიდან, საკურიერო მომსახურებით.

რაც შეეხება თავად სერიას "გაიცანი დიდი ადამიანები“, ის, მოკლედ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოთხრობილ ამბებს აერთიანებს. ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებაა. ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით და კარგად გაიცნობთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავთ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებთ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. ტომეული რეკომენდებულია 8+ ასაკის ბავშვებისთვის.

R