გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული ნათია ამარიანია. მას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქვეითად გადაადგილდებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე თვითმხილველების თქმით, მძღოლი ნასვამი იყო და მართვის მოწმობა არ ჰქონდა.
"ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც საჭესთან იჯდა, მართვის მოწმობაც არ ჰქონია", - ამბობს თვითმხილველი "ტვ პირველთან" საუბრისას.
როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.