ავტორი:

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია - "გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა"

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია - "გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა"

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია. ამის შესახებ "ტვ პირველი" წერს. ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა და იგი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველები "ტვ პირველს" ეუბნებიან, რომ მძღოლი ნასვამი იყო და არც მართვის უფლება ჰქონდა.

"ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც საჭესთან იჯდა, მართვის მოწმობაც არ ჰქონია", - ამბობს თვითმხილველი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ფოტო: ტვ პირველი