პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალები და გადატანილი ინსულტი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული "ველური კატა"
სკანდალები და გადატანილი ინსულტი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული "ველური კატა"

სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ქარ­თვე­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბათ მექ­სი­კუ­რი ტე­ლე­ნო­ვე­ლა "ვე­ლუ­რი კატა,“ რომ­ლის მთა­ვარ­მა გმირ­მაც მა­ყუ­რებ­ლის გული ად­ვი­ლად მო­ი­გო.

მშვე­ნი­ე­რი მარ­ლენ ფა­ვე­ლა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სწო­რედ ამ რო­ლით გახ­და, დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

  • ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

სილ­ვია მარ­ლენ ფა­ვე­ლა მე­რა­სი 1976 წლის 5 აგ­ვის­ტოს მექ­სი­კის პა­ტა­რა ქა­ლაქ სან­ტი­ა­გო პა­პას­ჩი­ა­რო­ში და­ი­ბა­და. მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნა ბავ­შვო­ბი­დან­ვე დიდ სცე­ნა­ზე და დი­დე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და და ბე­დის ძი­ე­ბა და­ი­წყო. ოჯახ­ში თქვა, რომ მე­ხი­კო­ში სა­მარ­თლის შე­სას­წავ­ლად მი­დი­ო­და, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­ვი­წყა ად­ვო­კა­ტო­ბის იდეა, რო­დე­საც შემ­თხვე­ვით პრო­დი­უ­სერს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა შეს­თა­ვა­ზა.

ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა მო­დე­ლად მუ­შა­ობ­და, სა­ოც­ნე­ბო დი­დე­ბა კი არ ჩან­და. ერთ დღეს "ტე­ლე­ვი­ზას“ სტუ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს და სტი­პენ­დია და­უ­ნიშ­ნეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლას შეძ­ლებ­და. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც ლა­მაზ­მანს ვე­რა­ვინ ამ­ჩნევ­და, გო­გო­ნამ მხო­ლოდ ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლო და ეს ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. მარ­ლენ ფა­ვე­ლამ და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წელი და­უთ­მო სე­რი­ა­ლებ­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გმი­რე­ბის თა­მაშს, თუმ­ცა ოც­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლელ­მა რთულ­მა გზამ ვერ გა­ტე­ხა, ჯი­უ­ტად სჯე­რო­და რომ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ ჰქონ­და.

  • დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა

სა­ბო­ლო­ოდ, იღ­ბალ­მა 2002 წელს გა­უ­ღი­მა, რო­დე­საც 26 წლის ასაკ­ში სე­რი­ალ­ში "ვე­ლუ­რი კატა“ მი­იწ­ვი­ეს. გო­გო­ნას უნდა ეთა­მა­შა მთა­ვა­რი გმი­რი - რო­ზა­უ­რა რი­ო­სი, გუ­ლუბ­რყვი­ლო ღა­რი­ბი ლა­მაზ­მა­ნი, რო­მელ­მაც დედა და­კარ­გა და ალ­კოჰო­ლიკ მა­მას­თან ერ­თად ქოხ­ში ცხოვ­რობ­და, მდი­და­რი ოჯა­ხის ზღაპ­რუ­ლი რან­ჩო­დან არ­ცთუ ისე შორს.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ელი­ტა­რუ­ლი ოჯა­ხის შთა­მო­მა­ვალს (ამ როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­რიო ჩი­მა­რო თა­მა­შობ­და) და ღა­რიბ ლა­მაზ­მანს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბათ.

აქამ­დე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მარ­ლენ ფა­ვე­ლა პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და. "ვე­ლურ­მა კა­ტამ“ ქალს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

"პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რო­ლის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც სე­რი­ა­ლის სახე გავ­ხდი. მა­შინ უკვე რამ­დე­ნი­მე როლი მქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ არც ერ­თმა არ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, თავი კმა­ყო­ფი­ლად მეგ­რძნო. სე­რი­ალ­ში "სიყ­ვა­რულ­ში და სი­ძულ­ვილ­ში" ვი­თა­მა­შე სე­ზარ ევო­რას­თან ერ­თად. გა­და­ღე­ბე­ბის დროს მა­ი­ა­მი­დან და­მი­რე­კეს - მი­თხრეს, რომ რო­ზა­უ­რას როლი მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ვერ ვი­ჯე­რებ­დი! "ვე­ლურ კა­ტა­ზე“ მუ­შა­ო­ბი­სას ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და ვერც კი შე­ვამ­ჩნიე ისი­ნი, ვი­საც ჩემი არ სჯე­რო­და. ეს უდა­ვოდ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მას შემ­დეგ, რაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვარ­სკვლა­ვი გახ­და, მარ­ლენს აღარ აწუ­ხებ­და მთა­ვა­რი რო­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ეს­მე­რალ­დას როლი, ლე­გენ­და­რუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ებ­ლის მა­მა­ცი კომ­პა­ნი­ო­ნი სე­რი­ალ­ში Zorro: The Sword and the Rose (2007 წელი).

  • სამ­შობ­ლოს­გან შორს

2012 წელს, 36 წლის ასაკ­ში, ამე­რი­კუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ The Face of Vengeance-ში მთა­ვა­რი როლი მი­ი­ღო. სე­რი­ა­ლი მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გო­რია და­ი­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი ისევ ერე­ვი­ან ცხოვ­რე­ბა­ში.

ამე­რი­კულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და და და­სახ­ლდა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. "მა­ი­ა­მი­ში მშვე­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა მაქვს. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. რა თქმა უნდა, მე­ნატ­რე­ბა მე­გობ­რე­ბი, მექ­სი­კუ­რი საჭ­მე­ლი, მაგ­რამ თავს ისე ვგრძნობ, რო­გორც სახ­ლში", - აღი­ა­რებს მარ­ლე­ნი.

  • ავად­მყო­ფო­ბა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა

2012 წლის 27 ივ­ლისს მარ­ლენ ფა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა - მსა­ხი­ობს ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა.

მა­ი­ა­მი­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში იყო, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლებ­ში ჩხვლე­ტა, გუ­ლის­რე­ვა და თავ­ბრუს­ხვე­ვა იგ­რძნო. ქალი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მარ­ლენს ეგო­ნა, რომ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით მო­ი­წამ­ლა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მსა­ხი­ობს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­და და კი­ნო­ში დაბ­რუნ­და. დღემ­დე აქ­ტი­ურ მსა­ხი­ო­ბად რჩე­ბა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მარ­ლე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მისი მშობ­ლე­ბი, სილ­ვია მე­რა­სი და ფე­ლი­პე ფა­ვე­ლა, ძმე­ბი და ქა­ლიშ­ვი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, 2009-2010 წლამ­დე მოკ­რი­ვე ხორ­ხე კა­მა­ჩის ხვდე­ბო­და. 2012 წელს კი სა­სიყ­ვა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბა მო­დელ გაი და­ვი­დი­ან­თან, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლი­დან გახ­ლდათ. 2017 წელს კი ავ­სტრა­ლი­ელ ბიზ­ნეს­მენ ჯორჯ სი­ლი­ზე და­ქორ­წინ­და. 2019 წელს წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ბელა სილი შე­ე­ძი­ნა.

ისი­ნი ერ­თმა­ნეთს 2020 წელს, პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე და­შორ­დნენ. სამი წლის შემ­დეგ, ფა­ვე­ლამ აღი­ა­რა, რომ ბედ­ნი­ე­რია მას შემ­დეგ, რაც ქმარს და­შორ­და, რად­გან შვი­ლის­თვის მეტი დრო რჩე­ბა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის არ­ცერ­თი წუთი არ ნა­ნობს ოჯა­ხის დან­გრე­ვას. მარ­ლენ ფა­ვე­ლა ამ­ბობს, რომ ახლა მარ­ტო­ო­ბით ტკბე­ბა და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალშi კვლავ იპო­ვოს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი.

"ბელა რომ გა­იზ­რდე­ბა, მეც მინ­და ვი­ცხოვ­რო ჩემი ცხოვ­რე­ბით და თუ სიყ­ვა­რუ­ლი მოვა, მი­ვე­სალ­მე­ბი. ჩვენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ ერ­თად. თუ არ მოვა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ბე­ლას­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას“, - ამ­ბობს "ვე­ლუ­რი კატა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
4

რა მაგარია, როგორ კარგად მახსოვს, როგორი ხალისიანი სერიალები ჰქონდათ ლათინოამერიკულ ქვეყნებს, ახლა აიკვიატეს ეს თურქული და ინდური სერიალები!

ბოლივუდ
1

ჩემი გამწარებული ბავშვობა. 😓

ავტორი:

სკანდალები და გადატანილი ინსულტი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული "ველური კატა"

სკანდალები და გადატანილი ინსულტი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული "ველური კატა"

სერიალების მოყვარულ ქართველებს აუცილებლად ემახსოვრებათ მექსიკური ტელენოველა "ველური კატა,“ რომლის მთავარმა გმირმაც მაყურებლის გული ადვილად მოიგო.

მშვენიერი მარლენ ფაველა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სწორედ ამ როლით გახდა, დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

  • ბიოგრაფიული ცნობები

სილვია მარლენ ფაველა მერასი 1976 წლის 5 აგვისტოს მექსიკის პატარა ქალაქ სანტიაგო პაპასჩიაროში დაიბადა. მომხიბვლელი გოგონა ბავშვობიდანვე დიდ სცენაზე და დიდებაზე ოცნებობდა. მომავალი მსახიობი მიზნის მისაღწევად, სკოლის დამთავრების შემდეგ, დედაქალაქში გადავიდა და ბედის ძიება დაიწყო. ოჯახში თქვა, რომ მეხიკოში სამართლის შესასწავლად მიდიოდა, მაგრამ დედაქალაქში ჩასვლისთანავე დაივიწყა ადვოკატობის იდეა, როდესაც შემთხვევით პროდიუსერს შეხვდა, რომელმაც სამოდელო კარიერა შესთავაზა.

ხუთი წლის განმავლობაში გოგონა მოდელად მუშაობდა, საოცნებო დიდება კი არ ჩანდა. ერთ დღეს "ტელევიზას“ სტუდიის წარმომადგენლებმა შენიშნეს და სტიპენდია დაუნიშნეს, რომლის საშუალებითაც სამსახიობო ხელოვნების შესწავლას შეძლებდა. განათლების მიღების შემდეგაც ლამაზმანს ვერავინ ამჩნევდა, გოგონამ მხოლოდ ეპიზოდური როლების მიღება შეძლო და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მარლენ ფაველამ დაახლოებით შვიდი წელი დაუთმო სერიალებში მეორეხარისხოვანი გმირების თამაშს, თუმცა ოცნებამდე მისასვლელმა რთულმა გზამ ვერ გატეხა, ჯიუტად სჯეროდა რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა.

  • დაგვიანებული წარმატება

საბოლოოდ, იღბალმა 2002 წელს გაუღიმა, როდესაც 26 წლის ასაკში სერიალში "ველური კატა“ მიიწვიეს. გოგონას უნდა ეთამაშა მთავარი გმირი - როზაურა რიოსი, გულუბრყვილო ღარიბი ლამაზმანი, რომელმაც დედა დაკარგა და ალკოჰოლიკ მამასთან ერთად ქოხში ცხოვრობდა, მდიდარი ოჯახის ზღაპრული რანჩოდან არცთუ ისე შორს.

ერთ მშვენიერ დღეს ელიტარული ოჯახის შთამომავალს (ამ როლს ცნობილი მსახიობი მარიო ჩიმარო თამაშობდა) და ღარიბ ლამაზმანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

აქამდე ნაკლებად ცნობილი მსახიობი მარლენ ფაველა პროექტის მთავარი გმირი გახდა. "ველურმა კატამ“ ქალს პოპულარობა მოუტანა.

"პირველი მთავარი როლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სერიალის სახე გავხდი. მაშინ უკვე რამდენიმე როლი მქონდა ნათამაშები, მაგრამ არც ერთმა არ მომცა საშუალება, თავი კმაყოფილად მეგრძნო. სერიალში "სიყვარულში და სიძულვილში" ვითამაშე სეზარ ევორასთან ერთად. გადაღებების დროს მაიამიდან დამირეკეს - მითხრეს, რომ როზაურას როლი მივიღე. ძალიან გამიხარდა, ვერ ვიჯერებდი! "ველურ კატაზე“ მუშაობისას ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ვერც კი შევამჩნიე ისინი, ვისაც ჩემი არ სჯეროდა. ეს უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი როლია ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს მსახიობი.

მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ვარსკვლავი გახდა, მარლენს აღარ აწუხებდა მთავარი როლების ნაკლებობა. განსაკუთრებით წარმატებული და პოპულარული იყო ესმერალდას როლი, ლეგენდარული შურისმაძიებლის მამაცი კომპანიონი სერიალში Zorro: The Sword and the Rose (2007 წელი).

  • სამშობლოსგან შორს

2012 წელს, 36 წლის ასაკში, ამერიკული სატელევიზიო სერიალ The Face of Vengeance-ში მთავარი როლი მიიღო. სერიალი მოგვითხრობს, თუ როგორია დაიწყო ახალი ცხოვრება პატიმრობის შემდეგ, როდესაც წარსულის აჩრდილები ისევ ერევიან ცხოვრებაში.

ამერიკულ ტელევიზიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, მსახიობი საცხოვრებლად გადავიდა და დასახლდა შეერთებულ შტატებში. "მაიამიში მშვენიერი ცხოვრება მაქვს. აქაურობა ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, მენატრება მეგობრები, მექსიკური საჭმელი, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში", - აღიარებს მარლენი.

  • ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება

2012 წლის 27 ივლისს მარლენ ფაველას ცხოვრებაში ურთულესი აღმოჩნდა - მსახიობს ინსულტი დაემართა.

მაიამიში, საკუთარ სახლში იყო, როდესაც მოულოდნელად ხელებში ჩხვლეტა, გულისრევა და თავბრუსხვევა იგრძნო. ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მარლენს ეგონა, რომ ზღვის პროდუქტებით მოიწამლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინსულტი დაემართა.

საავადმყოფოში მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ის სრულად გამოჯანმრთელდა და კინოში დაბრუნდა. დღემდე აქტიურ მსახიობად რჩება.

  • პირადი ცხოვრება

მარლენის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მისი მშობლები, სილვია მერასი და ფელიპე ფაველა, ძმები და ქალიშვილია.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2009-2010 წლამდე მოკრივე ხორხე კამაჩის ხვდებოდა. 2012 წელს კი სასიყვარული ურთიერთობა გააბა მოდელ გაი დავიდიანთან, რომელიც ისრაელიდან გახლდათ. 2017 წელს კი ავსტრალიელ ბიზნესმენ ჯორჯ სილიზე დაქორწინდა. 2019 წელს წყვილს საერთო ქალიშვილი, ბელა სილი შეეძინა.

ისინი ერთმანეთს 2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდნენ. სამი წლის შემდეგ, ფაველამ აღიარა, რომ ბედნიერია მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდა, რადგან შვილისთვის მეტი დრო რჩება. მსახიობის თქმით, ის არცერთი წუთი არ ნანობს ოჯახის დანგრევას. მარლენ ფაველა ამბობს, რომ ახლა მარტოობით ტკბება და არ გამორიცხავს, რომ მომავალშi კვლავ იპოვოს ახალი სიყვარული.

"ბელა რომ გაიზრდება, მეც მინდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით და თუ სიყვარული მოვა, მივესალმები. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ერთად. თუ არ მოვა ახალი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში, ბელასთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას“, - ამბობს "ველური კატა".