სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსისა და ყოფილი სპეცრაზმელის მიმართ გამოცხადდება
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსისა და ყოფილი სპეცრაზმელის მიმართ გამოცხადდება

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი 10 პი­რი­დან ძებ­ნა იმ­ჟა­მინ­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ პა­ტა­რი­ძი­სა და ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლის, გი­ორ­გი არა­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, რის გა­მოც, ორი­ვე მათ­განს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა და უწყე­ბა ძებ­ნას გა­მო­ა­ცხა­დებს.

და­ნარ­ჩე­ნი 8 და­კა­ვე­ბუ­ლის - კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ კი, სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ იმ­სჯე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ბექა კვი­ცი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის, როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 10 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, მათ­გან 8 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, „შა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის, კერ­ძოდ - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ასე­ვე არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა დად­გინ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და.

საქ­მე ეხე­ბა 2008 წელს მომ­ხდარ ფაქტს, რა დრო­საც, როინ შა­ვა­ძეს „კუდ-ის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბა­თუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში, ჯერ კონ­და­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ, შემ­დეგ კი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქო­ბუ­ლე­თის და გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით მოკ­ლეს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), სსკ-ის 147-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით ან ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით) და­ი­წყო.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), სსკ-ის 147-ე (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა) და სსკ-ის 333-ე (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა) მუხ­ლე­ბით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
0

ნუთუ ამ შეკვეთილი მკვლელობის ჩამდენებს ღამე კოშმარები და ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ესიზმრებათ? ან შვილებს როგორ უყურებენ თვალებში?

!!!
1

დიდი ძებნა უნდა... ზელენსკისთან იქნებიან ჩახუტებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსისა და ყოფილი სპეცრაზმელის მიმართ გამოცხადდება

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსისა და ყოფილი სპეცრაზმელის მიმართ გამოცხადდება

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ გამოცხადდება.

აღნიშნული პირები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც, ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და უწყება ძებნას გამოაცხადებს.

დანარჩენი 8 დაკავებულის - კუდ-ის თანამშრომლების მიმართ კი, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა ბექა კვიციანმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8 პირია დაკავებული.

აღნიშნულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით.

ასევე იხილეთ: