ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ფარას დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საელჩო დოკუმენტებში იყო ნახსენები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უპასუხა სატელეფონო ზარს.
"საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნას რაიმეზე თანხმობის მიცემას, არამედ უბრალოდ საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ნათლად განვაცხადეთ, რომ აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. წერტილი“, - აღნიშნა ელჩმა.
შენ ძალიან გაგვიფუჭე წარმოდგენა აშშ-ზე . ანტიამერიკული პროპაგანდისათვის პუტინისგან კარგი პრემია გეკუთვნის. ელჩი თუ ასეთია, სხვები რეები იქნებიან, ამათი ჭკუის დასარიგებლები ნამდვილად არა ვართ.
ხოდა რომ ჩახვალ აშშ ში გააუქმებინე ეგ რუსული კანონი რად გინდათ?