პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა - ვინ არის კალიფორნიელი რობინ დანიგანი და როგორია მისი გეგმა: "ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები"
აშშ-მ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა - ვინ არის კალიფორნიელი რობინ დანიგანი და როგორია მისი გეგმა: "ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები"

აშშ-ის სე­ნატ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რო­ბინ და­ნი­გა­ნის და­ნიშ­ვნას ზე­პი­რი კენ­ჭისყ­რით მხა­რი და­უ­ჭი­რა. და­ნი­გა­ნი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კელი დეგ­ნანს ჩა­ა­ნაც­ვლებს.

ცნო­ბი­სათ­ვის, და­ნი­განს მა­ნამ­დე ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის საქ­მე­თა ბი­უ­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

მა­ნამ­დე იგი მუ­შა­ობ­და ვე­ნა­ში, ავ­სტრი­ა­ში, აშშ-ს ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, დრო­ე­ბი­თი და მი­სი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის იყო ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის ბი­უ­რო­ში მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე. და­ნი­გა­ნი მუ­შა­ობ­და აშშ-ს სა­ელ­ჩო­ებ­ში ვი­ეტ­ნამ­ში, ჩი­ლე­ში, თურ­ქეთ­ში, კუ­ბა­სა და ელ სალ­ვა­დორ­ში.

და­ნი­გა­ნი არის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი. ის კა­ლი­ფორ­ნი­ის მკვიდ­რია. არის ომის ეროვ­ნუ­ლი კო­ლე­ჯის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­დაც მი­ი­ღო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. მან ასე­ვე მი­ი­ღო მეც­ნი­ე­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და მეც­ნი­ე­რე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ბერკლის კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

სა­უბ­რობს ეს­პა­ნურ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე. რო­ბინ და­ნი­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნანს შეც­ვლის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩად 2020 წლი­დან მუ­შა­ობს.

  • რამ­დე­ნი­მე თვის წინ ობინ და­ნი­გან­მა სე­ნა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ელ­ჩად და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში ოთხ პრი­ო­რი­ტეტ­ზე კონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­და.

"თუ დამ­ტკიც­დე­ბა [ჩემი კან­დი­და­ტუ­რა], ოთხ პრი­ო­რი­ტეტ­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი უმ­თავ­რე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ვყო თბი­ლის­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს გუნ­დი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი აშშ-ის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბა.

მე­ო­რე რიგ­ში, ვი­მუ­შა­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან და ქარ­თველ ხალ­ხთან, რათა და­ვეხ­მა­რო მათი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა­ში, იყ­ვნენ მტკი­ცედ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში, ნა­ტო­ში და და­სავ­ლეთ­ში. ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია არა მხო­ლოდ და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ღრმად მწამს, რომ ეს აშშ-ის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­შიც არის.

გვსურს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მტკი­ცედ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ­თან, სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე და უნა­რის მქო­ნე გა­უძ­ლოს რუ­სე­თის მავ­ნე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებს. სა­ქარ­თვე­ლომ აღ­სა­ნიშ­ნავ პროგ­რესს მი­აღ­წია გა­სუ­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

მე­სა­მე რიგ­ში, გა­ვაძ­ლი­ე­რებ ორ­მხრივ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­სა და ვაჭ­რო­ბას, მათ შო­რის აშშ-ის ექ­სპორ­ტი­სა და ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდით.

მე­ო­თხე პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ბო­ლომ­დე დაც­ვა, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთს ჯერ კი­დევ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს მისი ტე­რი­ტო­რი­ის 20%. ვი­მუ­შა­ვებ ქარ­თველ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რომ რუ­სეთ­მა შე­ას­რუ­ლოს მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა­ში და გა­ე­როს ქარ­ტი­ა­ში არის ჩა­მოთ­ვლი­ლი”, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­გან­მა.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
albo
0

ალტინფო დააბოლოვებს ამათ ყველას

გია
1

რა შუაშია პიროვნება. აშშ ელჩი გაატარებს აშშ პოლიტიკას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

აშშ-მ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა - ვინ არის კალიფორნიელი რობინ დანიგანი და როგორია მისი გეგმა: "ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები"

აშშ-მ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა - ვინ არის კალიფორნიელი რობინ დანიგანი და როგორია მისი გეგმა: "ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები"

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.

ცნობისათვის, დანიგანს მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მანამდე იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.

დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი. ის კალიფორნიის მკვიდრია. არის ომის ეროვნული კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. მან ასევე მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე. რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.

  • რამდენიმე თვის წინ ობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში ოთხ პრიორიტეტზე კონცენტრირდებოდა.

"თუ დამტკიცდება [ჩემი კანდიდატურა], ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები. პირველ რიგში, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება უზრუნველვყო თბილისში აშშ-ის საელჩოს გუნდისა და საქართველოში მყოფი აშშ-ის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

მეორე რიგში, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათი ოცნების ახდენაში, იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულები ევროკავშირში, ნატოში და დასავლეთში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მწამს, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც არის.

გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთთან, საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობის მქონე და უნარის მქონე გაუძლოს რუსეთის მავნებელ აქტივობებს. საქართველომ აღსანიშნავ პროგრესს მიაღწია გასული 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული შემაშფოთებელი ნიშნები გვაჩვენებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მესამე რიგში, გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას, მათ შორის აშშ-ის ექსპორტისა და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდით.

მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლომდე დაცვა, ვინაიდან რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20%. ვიმუშავებ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რუსეთმა შეასრულოს მისი ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და გაეროს ქარტიაში არის ჩამოთვლილი”, - განაცხადა დანიგანმა.