29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი იქნება.
მათივე ცნობით, 29 ივლისს დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
"დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.