მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ: "მძღოლების უმეტესობას 55 დღის დავალიანება აქვთ. ნაწილს თანხები უმიზეზოდ ჩამოაჭრეს"
პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ: "მძღოლების უმეტესობას 55 დღის დავალიანება აქვთ. ნაწილს თანხები უმიზეზოდ ჩამოაჭრეს"

პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ებ­ში - LUKMAZI, AGMAZI და IMPERIA და­საქ­მე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის 120 ქარ­თვე­ლი მძღო­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ტვირ­თი გა­და­აქვს, დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა გი­ორ­გი გი­გო­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, 120-ვე ქარ­თვე­ლი მძღო­ლი ამ დრო­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­შია შეკ­რე­ბი­ლი და კომ­პა­ნი­ე­ბის­გან კუთ­ვნი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხო­ვენ.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, 20-მა მძღოლ­მა ხელ­ფა­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბი­სა და ხელ­ფა­სის ნა­წი­ლის უმი­ზე­ზოდ ჩა­მოჭ­რის გამო გა­მოთ­ქვა პრო­ტეს­ტი. ამ მძღო­ლებ­მა ეს პრო­ტეს­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, 1 კვი­რის წინ გა­მოთ­ქვეს. ამის შემ­დეგ და­ნარ­ჩენ მძღო­ლებს კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და გვკი­თხეს, ვაგ­რძე­ლებ­დით თუ არა იმა­ვე კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ გვსურ­და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. გვინ­დო­და იქ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ დამ­საქ­მე­ბელს არ სურ­და ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ შე­მო­ვუ­ერ­თდით ჩვენც 20 მძღო­ლის მიერ და­წყე­ბულ პრო­ტესტს. ჩვენ გვინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ თა­ვად მათ აღარ სურ­დათ სა­კუთ­რივ ქარ­თველ მძღო­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ქარ­თველ მძღო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტუ­ლი. ჩვენ ვი­თხოვთ, რომ სრუ­ლად აგ­ვი­ნა­ზღა­ურ­დეს ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი იმ დღემ­დე, სა­ნამ მან­ქა­ნებს გა­ვა­ჩე­რებ­დით. მძღო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას 55 დღის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვთ. მათ ნა­წილს კი ეს თან­ხე­ბი უმი­ზე­ზოდ აქვთ ჩა­მოჭ­რი­ლი. ცხა­დია, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა ამ თან­ხე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ცაა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა მო­ი­სურ­ვა თა­ვად კომ­პა­ნი­ამ და არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გი­გო­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
0

შაურიანს ორი მხარე აქვს. მოუსმინეთ ქართველ მძღოლებს და ეს კარგია . კი ბატონო მოუსმინოთ პოლონეთის მხარესაც რას იტყვიან ქსრთველ საუკეთესო მძღოლებზე - ქართველის გარდა სხვა არა საუკეთესო მძღოლი მსოფლიოში და სხვა ქვეყნის მძღოლები არ იფიცებიან

ბევრ ევროპულ კომპანიაში...... მგონი იტყვიან

ძაღლი სახლში არ ვარგოდა ტყეში სანადიროდ გარბოდაო..........ასე რომ

მოუსმინოთ მეორე მხარესაც... ....

გიო
2

სადაა ჩვენი დაუძინებელი პოლონელი კეთილის მსურველი პოლიტიკოსები ახლა დაყრუვდებიან და დაბრმავდებიან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ: "მძღოლების უმეტესობას 55 დღის დავალიანება აქვთ. ნაწილს თანხები უმიზეზოდ ჩამოაჭრეს"

პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ: "მძღოლების უმეტესობას 55 დღის დავალიანება აქვთ. ნაწილს თანხები უმიზეზოდ ჩამოაჭრეს"

პოლონურ კომპანიებში - LUKMAZI, AGMAZI და IMPERIA დასაქმებული სატვირთო ავტომობილის 120 ქართველი მძღოლი, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტვირთი გადააქვს, დახმარებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა გიორგი გიგოლაშვილმა განუცხადა, 120-ვე ქართველი მძღოლი ამ დროისთვის გერმანიაშია შეკრებილი და კომპანიებისგან კუთვნილი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

"თავდაპირველად, 20-მა მძღოლმა ხელფასის დაგვიანებისა და ხელფასის ნაწილის უმიზეზოდ ჩამოჭრის გამო გამოთქვა პროტესტი. ამ მძღოლებმა ეს პროტესტი დაახლოებით, 1 კვირის წინ გამოთქვეს. ამის შემდეგ დანარჩენ მძღოლებს კომპანიის წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, ვაგრძელებდით თუ არა იმავე კომპანიასთან თანამშრომლობას. ჩვენ ვუთხარით, რომ გვსურდა ამ თანამშრომლობის გაგრძელება. გვინდოდა იქ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ დამსაქმებელს არ სურდა ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება. სწორედ ამიტომ შემოვუერთდით ჩვენც 20 მძღოლის მიერ დაწყებულ პროტესტს. ჩვენ გვინდოდა მუშაობა, მაგრამ თავად მათ აღარ სურდათ საკუთრივ ქართველ მძღოლებთან თანამშრომლობა. ქართველ მძღოლებთან დაკავშირებით იყო უარყოფითი პოზიცია გამოხატული. ჩვენ ვითხოვთ, რომ სრულად აგვინაზღაურდეს ჩვენი ნამუშევარი იმ დღემდე, სანამ მანქანებს გავაჩერებდით. მძღოლების უმეტესობას 55 დღის დავალიანება აქვთ. მათ ნაწილს კი ეს თანხები უმიზეზოდ აქვთ ჩამოჭრილი. ცხადია, ჩვენი მოთხოვნა ამ თანხების ანაზღაურებაცაა. ამ ურთიერთობის გაწყვეტა მოისურვა თავად კომპანიამ და არ ყოფილა ჩვენი ინიციატივით“, - განაცხადა გიორგი გიგოლაშვილმა.