მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას" - რა თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას?
"გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას" - რა თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას?

სა­ქარ­თვე­ლო ჩი­ნე­თის მე­გო­ბა­რი და კარ­გი პარტნი­ო­რია, - ამის შე­სა­ხებ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სი ძინ­პინ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ჩი­ნე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ არ შე­იც­ვლე­ბა.

“მო­ხა­რუ­ლი ვარ თქვე­ნი გაც­ნო­ბით, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ჩენგდუს რი­გით 31-ე მსოფ­ლიო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბა.

თქვენ მრა­ვალ­ჯერ აღ­ნიშ­ნეთ, რომ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებთ სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებს, აქ­ტი­უ­რად უწყობთ ხელს ორ­მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მე ამას მა­ღალ დო­ნე­ზე ვა­ფა­სებ.

უკვე 31 წე­ლია, რაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვამ­ყა­რეთ. ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჯან­სა­ღად და სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. ორი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ნდო­ბა მყა­რია, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გე­ბი კი - შე­სამ­ჩნე­ვი. სა­ქარ­თვე­ლო ჩი­ნე­თის მე­გო­ბა­რი და კარ­გი პარტნი­ო­რია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ჩი­ნე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ არ შე­იც­ვლე­ბა. ჩი­ნეთ­ში თქვე­ნი ამ ვი­ზი­ტის დროს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა. გა­მო­ცხად­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ჩი­ნე­თი ამ­ყა­რე­ბენ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას, ამით ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახალ დო­ნე­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს.

ჩი­ნეთ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ ერ­თად უნდა იმუ­შა­ონ, რათა ამ ახა­ლი და­სა­წყი­სი­დან ბიძ­გი მივ­ცეთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის უკე­თეს გან­ვი­თა­რე­ბას, ხელი შე­ვუ­წყოთ ორი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას და წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ კა­ცობ­რი­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში. ამას ვი­ტყო­დი. მად­ლო­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთიელი ჩინელი იქნება
1

ის ერთი რიჟაა ხომ? ) ჩინური კანონებით,იმენნა ცეცხლაძეა. :)

gzp
20

ჩევიდა უფროსის უფროსთან . დიდი მიღწევაა :)))

ჩინეთი და საქართველო რაც არის მაგერ ხედავთ რიკოთზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას" - რა თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას?

"გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას" - რა თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას?

საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება.

“მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით 31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება.

თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელს ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალ დონეზე ვაფასებ.

უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა”, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.