ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია სახელწოდებით - "არა გარუსების პოლიტიკას" მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია სახელწოდებით - "არა გარუსების პოლიტიკას" მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია - „არა გარუსების პოლიტიკას" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ბათუმის პორტში საკრუიზო გემით „ასტორია გრანდე" რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ.

პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რუსეთის სახელმწიფო დროშები დაწვეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკრუიზო გემით ჩამოსული რუსი ტურისტების ნაწილს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული და ისინი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემენ.

  • პარალელურად აქცია იმართება ბათუმშიც.

"რუსეთი ოკუპანტია“, "აფხაზეთი საქართველოა“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში საკრუიზო ლაინერთან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

მათი განცხადებით, საკრუზიო ხომალდი, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, რუსული გემია და მასზე მყოფი მოქალაქეები საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან მაქსიმალურად აახლოებს, რაც მოქალაქეებისთვის მიუღებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე იხილეთ: