საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს, - ამის შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია Россия 1-მა მოამზადა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან. მედიაში გავრცელდა რუსსი ტურისტების აღმაშფოთებელი განცხადებები, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურებაა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და წერს:
"ჩვენ Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ვემზადებოდით. ეს გემები ჩამოიყვანდნენ ათასობით მდიდარ ამერიკელს, რომლებიც ბევრ ფულს დახარჯავდნენ. ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით." - წერს სააკაშვილი "ფესიბუქში",
ასევე იხილეთ: