მეორე წელია, რაც მომღერალ ვერა ბრეჟნევასა და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ურთიერთობის ირგვლივ ჭორები არ წყდება. დიდი ხანია ამბობდნენ, რომ წყვილი უკრაინის ომის გამო დაშორდა. ინფორმაცია მედიასთან რუსმა პროდიუსერმა ლეონიდ დიუნიკმა დაადასტურა.
რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარში მან თქვა, რომ ბრეჟნევა ამტკიცებდა, რომ მელაძე საჯაროდ არ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ომს.
"არ შემიძლია, მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთშია - მოხუცი მშობლები, ძმა, სამსახური", - ციტირებს მელაძეს დიუნიკი. პროდიუსერის თქმით, სწორედ ეს იყო მეუღლეებს შორის უთანხმოების მიზეზი.
"როგორც მითხრეს, განქორწინებისას ვერამ ის მაქსიმალურად გაძარცვა. ქალმა კიევში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი და მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაცია მოითხოვა", - ამბობს დიუნიკი.
ვერა ბრეჟნევასა და კონსტანტინე მელაძის განქორწინების შესახებ დიდი ხანია ჭორაობენ, მაგრამ ცნობილი სახეები კომენტარს არ აკეთებენ.
წაიკითხეთ ასევე: