"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
"განმუხურის პლაჟზე ძმისშვილი მყავდა. თან ანაკლია- განხმუხურის პლაჟი დავათვალიერე ხელისუფლებამ საზეიმოდ რომ გახსნა და ამ დროს წარმოუდგნელად გაჩანაგებული, ადგილობრივების იმედად არის დარჩენილი. კარგად სამი საათის შემდეგ, ერთი 81 წლის (როგორც მერე თვითონ მითხრა ასაკი) ბაბუ და ახალგაზრდა ბიჭი მოვიდნენ, სათხოვარი გვაქვს თქვენთანო, თურმე რა ხდება - ეს ბაბუ, რომელსაც 81 წელი შეუსრულდა და წლებია განმუხურის პლაჟს კეთილსინდისერად ასუფთავებს, განმუხურის ერთ-ერთ კაფეში აღნიშნვას დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად. სიმღერა ვითხოვე "Ах одесса და ყველა ბარში მითხრეს, ვერ ჩაგირთავთ რუსულს, წითლიძეა პლაჟზე და უბედურებას დაგვმართებსო. რუსები არ მიყვარს, უბრალოდ ახალგაზრდობას მაგონებს და იქნებ გამომყვეთ კაფეში რომ ჩამირთონო, თან ოდესაზეა, მოსკოვზე ხომ არაო. გავყევი, რა თქმა უნდა.
აქედანაც ვულოცავ 81 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, კინაღამ დაბადების დღე ჩავუშხამე, თურმე." - წერს ანი წითლიძე.
ასევე იხილეთ: