მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ხელის გაშვერა მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, სწორი არაა - არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც" - ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე
"კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ხელის გაშვერა მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, სწორი არაა - არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც" - ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე

სხვა სა­ხის გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­კეთ­დეს: რა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებ­ში იყო მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩარ­თუ­ლი, სა­ერ­თოდ იყო თუ არა და რა­ტომ არის მისი გვა­რი მი­თი­თე­ბუ­ლი ამ ან­გა­რიშ­ში - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რა არ წა­ად­გე­ბა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს და არც აშშ- ის იმიჯს , - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა აშშ- ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი.

მისი თქმით, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჩვე­უ­ლი ჭი­დი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის სწო­რი".

"თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია არ­სე­ბობს, ეს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში იქ­ნე­ბა, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, თუ ნე­ბის­მი­ერ სხვა გან­ცხა­დე­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და იმ ადა­მი­ა­ნებს კი არ უნდა მი­უტ­რი­ალ­დნენ და საყ­ვე­დუ­რი უთხრან, რომ­ლე­ბიც ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, არა­მედ ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ჩა­მოთ­ვლი­ლია, გვა­რე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც თან­ხის სა­ნაც­ვლოდ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ, პი­რა­დად იღე­ბენ, ეს სა­მუ­შაო რე­სურ­სია, რა­ი­მე სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა - მე­დია სტა­ტი­ე­ბის შეკ­ვე­თა თუ სხვა, ადა­მი­ა­ნის გვა­რი ფი­გუ­რი­რებს საკ­მა­ოდ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რი­შებ­ში, ეს არის მთა­ვა­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჩვე­უ­ლი ჭი­დი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის სწო­რი.

თუკი ფა­რას ან­გა­რიშ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი და მი­თი­თე­ბუ­ლია თან­ხა, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გა­ხარ­ჯვა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აშშ- ის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლია ჩარ­თუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი უარ­ყო­ფაა სა­ჭი­რო და არა­ვის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რა, მით უმე­ტეს ასე­თი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ, რო­მე­ლიც აშშ-სთან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ოპე­რა­ცი­ებ­ში, ით­ვლე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად, სწო­რი არაა, არ წა­ად­გე­ბა ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებს და აშშ- ის იმიჯ­საც რა­საკ­ვირ­ვე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა სა­ხის გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­კეთ­დეს, რა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებ­ში იყო ეს ადა­მი­ა­ნი ჩარ­თუ­ლი, სა­ერ­თოდ იყო თუ არა და რა­ტომ არის მისი გვა­რი მი­თი­თე­ბუ­ლი ამ ან­გა­რიშ­ში", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, თბი­ლის­სა და ვა­შინგტონ­ში, შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის მიერ ამ დე­ზინ­ფო­რამ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში არა­ვის მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ლო­ბი­რე­ბა­ში და არც დახ­მა­რე­ბია მის ლო­ბის­ტებს რა­ი­მე შეხ­ვედ­რის და­გეგ­მვა­ში. აშშ-ის სა­ელ­ჩო აცხა­დებს, რომ "მავ­ნებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია", რაც ამ­ტკი­ცებს, ან გუ­ლის­ხმობს, რომ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ლო­ბის­ტუ­რი ფირ­მე­ბის­გან ფული მი­ი­ღეს, "ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცრუ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა".

იკა
0

თუკი მტკიცებულება არის ბატონო ვოლსკი ამერიკის საელჩოს განცხადებას კი არ უნდა დაელოდოს თავმოყვარე ხელისუფალი უნდა გააძევოს აღნიშნული პირი ქვეყნიდან ან თუ ამის თავი არ გაქვს დამუწო უნდა საარტიკულაციო აპარატი მინიმუმ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ხელის გაშვერა მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, სწორი არაა - არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც" - ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე

"კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ხელის გაშვერა მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, სწორი არაა - არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც" - ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე

სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს: რა სახის აქტივობებში იყო მათი თანამშრომელი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში - ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არ წაადგება ჩვენს ურთიერთობებს და არც აშშ- ის იმიჯს , - ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისი თქმით, "ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი".

"თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ეს საელჩოს განცხადებაში იქნება, მარგველაშვილის განცხადებაში, თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა. ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ, პირადად იღებენ, ეს სამუშაო რესურსია, რაიმე სხვა შესაძლებლობების გამოყენება - მედია სტატიების შეკვეთა თუ სხვა, ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი.

თუკი ფარას ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზაციაში, გამოყენებასა და გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ- ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, კონკრეტული უარყოფაა საჭირო და არავისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ასეთი მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, რომელიც აშშ-სთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში, ითვლება სტრატეგიულ პარტნიორად, სწორი არაა, არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ- ის იმიჯსაც რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს, რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ "დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით".

განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ "მავნებლური ინფორმაცია", რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა".