მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებელზე, რომელიც შესაძლოა, არ გახსოვდა
საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებელზე, რომელიც შესაძლოა, არ გახსოვდა

ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მე­ფის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 900 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო რომ არ­სე­ბობს, სწო­რედ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ბრძნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის და გმი­რო­ბის შე­დე­გია.

აღ­მა­შე­ნებ­ლის ღვაწ­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ბევ­რი ის­ტო­რი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ორ ნა­წი­ლად ყო­ფენ: და­სა­წყი­სი­დან აღ­მა­შე­ნებ­ლამ­დე და აღ­მა­შე­ნებ­ლი­დან დღე­ვან­დელ დღემ­დე.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შე­სა­ხებ:

ფაქ­ტი #1.

მას შემ­დეგ, რაც და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა კა­ხე­თი, ერწო-თი­ა­ნე­თი და არაგ­ვის ხე­ო­ბა კვლავ შე­მო­ი­ერ­თა, ქვე­ყა­ნა­ში ვაჭ­რო­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, ხე­ლოს­ნო­ბი­სა და მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო. იმი­სათ­ვის, რომ მთებ­ში გა­ხიზ­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლებ­სა და სა­მუ­შა­ოს დაბ­რუ­ნე­ბო­და, მო­წე­ულ მო­სა­ვალს გა­ყიდ­ვა, დან­გრე­ულ სახ­ლებს და სხვა ნა­გე­ბო­ბებს აშე­ნე­ბა, სა­ჭი­რო სა­ქონ­ლის უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნა იყო სა­ჭი­რო. ამ ყვე­ლა­ფერს კი შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე ვერ მი­აღ­წევ­და სა­ხელ­მწი­ფო. ეს პრობ­ლე­მა მე­ფებ ბრძნუ­ლად მო­აგ­ვა­რა: ააგო უამ­რა­ვი ხიდი, გა­იყ­ვა­ნა გზე­ბი და ამ გზებ­ზე სა­ხელ­წმი­ფო ხარ­ჯით აშენ­და სას­ტუმ­რო­ე­ბი, "ფუნ­დუ­კე­ბი“, სა­დაც უცხო­ე­ლებს შე­ეძ­ლოთ უფა­სოდ გა­ე­თი­ათ ღამე და სა­ქო­ნე­ლიც და­ე­ბი­ნა­ვე­ბი­ნათ. ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით არ­ნა­ხუ­ლად გან­ვი­თარ­და ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბა. გაჩ­ნდა სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, სა­დაც ამ­ზა­დებ­დნენ იმ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც აქამ­დე მხო­ლოდ უცხო­ე­თი­დან შე­მოჰ­ქონ­დათ.

ფაქ­ტი #2.

ჯარი პირ­ვე­ლად და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა შექ­მნა. მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს არა­სო­დეს ჰყო­ლია მუდ­მი­ვი ჯარი. ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის "ქუდ­ზე კა­ცის“ პრი­ონ­ცი­პით მოქ­მე­დებ­დნენ, ანუ რო­დე­საც მტე­რი შე­მოგ­ვე­სე­ო­და, ყვე­ლა, ვი­საც ია­რა­ღის ხმა­რე­ბა შე­ეძ­ლო, ომში მი­დი­ო­და. და­ვი­თის მიერ შექ­მნი­ლი ჯარი მუდ­მი­ვად გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში (ახ­ლან­დელ ყა­ზარ­მებ­ში) და მუდ­მი­ვად ვარ­ჯი­შობ­და. ამ წვრთნის შე­დე­გად, ერთი ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცი 2-3 არაპრო­ფე­სი­ო­ნალს სჯობ­და.

ფაქ­ტი #3.

გე­ლა­თის ტა­ძა­რი არის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბის ნამ­დვი­ლი სახე. გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­თან არ­სე­ბობ­და აკა­დე­მია, სა­დაც ბევ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა შე­ის­წავ­ლე­ბო­და. მას­წავ­ლებ­ლებს უცხო­ე­თი­დან იწ­ვევ­დნენ, ხოლო ქარ­თველ ნი­ჭი­ერ მოს­წავ­ლე­ებს სა­ზღვარ­გა­რეთ გზავ­ნიდ­ნენ.

ფაქ­ტი #4.

ერ­წუ­ხის ბრძო­ლის დროს, სულ­თნის დიდ არ­მი­ას თა­ვად და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლიც ებ­რძო­და ხმლით ხელ­ში. ამ ომში მე­ფეს ზე­დი­ზედ სამი ცხე­ნი მო­უკ­ლეს, მაგ­რამ მას ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლეს. თვი­თონ კი იმ­დე­ნი მტე­რი და­ხო­ცა, რომ ხმალ­ზე შერ­ჩე­ნი­ლი სის­ხლი ტა­რი­დან სა­ხე­ლო­ში ჩას­დი­ო­და, იქი­დან - პე­რან­გში და წელ­ზე შე­მო­ჭე­რილ ქა­მარ­თან გროვ­დე­ბო­და. ბრძო­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც მან ქა­მა­რი შე­იხ­სნა, იმ­დე­ნი სის­ხლი გად­მო­ვი­და, რომ მეფე ყვე­ლას დაჭ­რი­ლი ეგო­ნა.

ფაქ­ტი #5.

და­ვით­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყივ­ჩა­ღე­ბი ოჯა­ხე­ბით ჩა­მო­ა­სახ­ლა იმ პი­რო­ბით, რომ რო­დე­საც მეფე უხ­მობ­და, ყო­ველ ოჯახს თითო მებ­რძო­ლი უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნა. ეს ძა­ლი­ან დიდი ძალა იყო.

ფაქ­ტი# 6.

1122 წელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა თბი­ლი­სის აღე­ბით და­ას­რუ­ლა. თბი­ლი­სი 400 წლის მან­ძილ­ზე არა­ბე­ბის მიერ იყო და­პყრო­ბი­ლი.

მოკ­ლედ და ბავ­შვე­ბის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე მო­თხრო­ბილ ამ­ბებს დიდ ადა­მი­ა­ნებ­ზე - გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L”-ის ტო­მე­ულ­ში - "გა­ი­ცა­ნი დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი“ წა­ი­კი­თხავთ. პირ­ვე­ლი ტომი, რო­მელ­შიც გა­ეც­ნო­ბით და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის, ნიკო ფი­როს­მა­ნი­სა და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას და მოღ­ვა­წე­ო­ბას, 17 ივ­ლი­სი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მია "ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში. 30 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, წიგ­ნის შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ხუ­თტო­მე­უ­ლი ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაა. ამ წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე შეხ­ვდე­ბით და კარ­გად გა­იც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან, ღვაწ­ლით გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებს, წა­ი­კი­თხავთ მათი ცხოვ­რე­ბის გზის შე­სა­ხებ და გა­ი­გებთ, რო­გორ იბ­რძოდ­ნენ და იცავ­დნენ სამ­შობ­ლოს, აღად­გენ­დნენ დან­გრე­ულს და აშე­ნებ­დნენ ახალ ქვე­ყა­ნას, ავ­რცე­ლებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას და კულ­ტუ­რას. თი­თო­ე­ულ ტომ­ში ხუთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია ხუთი დიდი მოღ­ვა­წის შე­სა­ხებ - გზა ბავ­შვო­ბი­დან ის­ტო­რი­ა­ში დამ­კვიდ­რე­ბამ­დე. ტო­მე­უ­ლი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 8-12 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის.

ზესტა
0

ლევან ბერძენიშვილს წააკითხეტ, იქნებ რამე ისწავლოს ან გაიგოს ("მეტი არ იარა ჩემმა მტერმა," მაგრამ მაინც).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებელზე, რომელიც შესაძლოა, არ გახსოვდა

საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებელზე, რომელიც შესაძლოა, არ გახსოვდა

ქართველების საყვარელი მეფის, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან თითქმის 900 წელი გავიდა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო რომ არსებობს, სწორედ დავით აღმაშენებლის ბრძნული მმართველობის და გმირობის შედეგია.

აღმაშენებლის ღვაწლი იმდენად დიდია, რომ ბევრი ისტორიკოსი საქართველოს ისტორიას ორ ნაწილად ყოფენ: დასაწყისიდან აღმაშენებლამდე და აღმაშენებლიდან დღევანდელ დღემდე.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, დავით აღმაშენებლის შესახებ:

ფაქტი #1.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა კახეთი, ერწო-თიანეთი და არაგვის ხეობა კვლავ შემოიერთა, ქვეყანაში ვაჭრობის, მშენებლობის, ხელოსნობისა და მეურნეობის განვითარება დაიწყო. იმისათვის, რომ მთებში გახიზნული მოსახლეობა სახლებსა და სამუშაოს დაბრუნებოდა, მოწეულ მოსავალს გაყიდვა, დანგრეულ სახლებს და სხვა ნაგებობებს აშენება, საჭირო საქონლის უცხოეთიდან შემოტანა იყო საჭირო. ამ ყველაფერს კი შესაბამისი პირობების გარეშე ვერ მიაღწევდა სახელმწიფო. ეს პრობლემა მეფებ ბრძნულად მოაგვარა: ააგო უამრავი ხიდი, გაიყვანა გზები და ამ გზებზე სახელწმიფო ხარჯით აშენდა სასტუმროები, "ფუნდუკები“, სადაც უცხოელებს შეეძლოთ უფასოდ გაეთიათ ღამე და საქონელიც დაებინავებინათ. ამის დამსახურებით არნახულად განვითარდა ქალაქური ცხოვრება. გაჩნდა სახელოსნოები, სადაც ამზადებდნენ იმ ნივთებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ უცხოეთიდან შემოჰქონდათ.

ფაქტი #2.

ჯარი პირველად დავით აღმაშენებელმა შექმნა. მანამდე საქართველოს არასოდეს ჰყოლია მუდმივი ჯარი. ქართველები ყოველთვის "ქუდზე კაცის“ პრიონციპით მოქმედებდნენ, ანუ როდესაც მტერი შემოგვესეოდა, ყველა, ვისაც იარაღის ხმარება შეეძლო, ომში მიდიოდა. დავითის მიერ შექმნილი ჯარი მუდმივად განლაგებული იყო საგანგებო საცხოვრებელში (ახლანდელ ყაზარმებში) და მუდმივად ვარჯიშობდა. ამ წვრთნის შედეგად, ერთი ასეთი პროფესიონალი ჯარისკაცი 2-3 არაპროფესიონალს სჯობდა.

ფაქტი #3.

გელათის ტაძარი არის დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს დიდების ნამდვილი სახე. გელათის მონასტერთან არსებობდა აკადემია, სადაც ბევრი მეცნიერება შეისწავლებოდა. მასწავლებლებს უცხოეთიდან იწვევდნენ, ხოლო ქართველ ნიჭიერ მოსწავლეებს საზღვარგარეთ გზავნიდნენ.

ფაქტი #4.

ერწუხის ბრძოლის დროს, სულთნის დიდ არმიას თავად დავით აღმაშენებელიც ებრძოდა ხმლით ხელში. ამ ომში მეფეს ზედიზედ სამი ცხენი მოუკლეს, მაგრამ მას ვერაფერი დააკლეს. თვითონ კი იმდენი მტერი დახოცა, რომ ხმალზე შერჩენილი სისხლი ტარიდან სახელოში ჩასდიოდა, იქიდან - პერანგში და წელზე შემოჭერილ ქამართან გროვდებოდა. ბრძოლის შემდეგ, როდესაც მან ქამარი შეიხსნა, იმდენი სისხლი გადმოვიდა, რომ მეფე ყველას დაჭრილი ეგონა.

ფაქტი #5.

დავითმა საქართველოში ყივჩაღები ოჯახებით ჩამოასახლა იმ პირობით, რომ როდესაც მეფე უხმობდა, ყოველ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა. ეს ძალიან დიდი ძალა იყო.

ფაქტი# 6.

1122 წელს საქართველოს გაერთიანება დავით აღმაშენებელმა თბილისის აღებით დაასრულა. თბილისი 400 წლის მანძილზე არაბების მიერ იყო დაპყრობილი.

მოკლედ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოთხრობილ ამბებს დიდ ადამიანებზე - გამომცემლობა "პალიტრა L”-ის ტომეულში - "გაიცანი დიდი ადამიანები“ წაიკითხავთ. პირველი ტომი, რომელშიც გაეცნობით დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ფიროსმანისა და კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას, 17 ივლისიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. 30 ივლისის ჩათვლით, წიგნის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი.

ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებაა. ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით და კარგად გაიცნობთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავთ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებთ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. ტომეული რეკომენდებულია 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.