პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეტიში ჰქონდა, რომ ქალიშვილ გოგოებთან ჰქონოდა ურთიერთობა" - პრიგოჟინს სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი: რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "ვაგნერის" შეფს "ქალწულობა მიჰყიდა"
"ფეტიში ჰქონდა, რომ ქალიშვილ გოგოებთან ჰქონოდა ურთიერთობა" - პრიგოჟინს სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი: რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "ვაგნერის" შეფს "ქალწულობა მიჰყიდა"

პე­ტერ­ბურ­გის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა და­ტო­ვა თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი, ბიზ­ნეს-ცენ­ტრე­ბი და მე­დია იმ­პე­რი­ე­ბი. პრი­გო­ჟი­ნის საქ­მე­ე­ბი მე­დი­ის­თვის კვლავ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბა­ბი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Insider-მაგა­არ­კვია, "პუ­ტი­ნის მზა­რე­ულს" ლტოლ­ვა ჰქონ­და "თით­ქმის სრულ­წლო­ვა­ნი" გო­გო­ნე­ბის მი­მართ. გა­მო­ცე­მა წერს, რომ პრი­გო­ჟინს ერ­თგვა­რი "ჰა­რამ­ხა­ნა" ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც "პრი­გო­ჟი­ნის­თვის გან­კუთ­ვნილ გო­გო­ნებს ამ­ყო­ფებ­დნენ".

  • "ვაგ­ნე­რის“ მფლო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ­და ქალ­წულ გო­გო­ნებს და თვლი­და, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა "და­ბე­რე­ბის პრო­ცესს აფერ­ხებ­და".

The Insider-მა შეძ­ლო ერთ-ერთ გო­გოს­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "ქალ­წუ­ლო­ბა პრი­გო­ჟინს მიჰ­ყი­და და ამას ძა­ლი­ან ნა­ნობს".

"ის ერ­თდრო­უ­ლად ბევრ გო­გო­ნას "უკ­ვე­თავ­და“, თან ისე­თებს, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ გახ­დნენ 18 წლის. სექ­სით პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­რე­შე კავ­დე­ბო­და: თვლი­და, რომ ასე ენერ­გი­ას ცვლიდ­ნენ და რომ ეს მხნე­ო­ბას ჰმა­ტებ­და", - ამ­ბობს სექსმუ­შაკ­თა "პროფ­კავ­ში­რე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

პრი­გო­ჟი­ნის გო­გო­ნე­ბის­თვის ნო­მერს სას­ტუმ­რო Solo Sokos Hotel-ში ჯავ­შნიდ­ნენ. ზო­გი­ერ­თი იქ დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და, ზო­გი­ერ­თი კი (მათ შო­რის ქალ­წუ­ლე­ბი) მოჰ­ყავ­დათ და მიჰ­ყავ­დათ.

ფოტო სას­ტუმ­როს ნომ­რი­დან

ერთ-ერთი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა პრი­გო­ჟინს მიჰ­ყი­და, "ინ­სა­ი­დერს“ უყ­ვე­ბა, რო­გორ იყო მო­წყო­ბი­ლი სას­ტუმ­რო.

"2019 წლის შე­მოდ­გო­მა იყო. 18 წლის ვი­ყა­ვი და პე­ტერ­ბურ­გში ვცხოვ­რობ­დი. ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა და­ვეწ­ვი­ნეთ. მა­შინ ჩემი ასა­კის გო­გო­ნა გა­ვი­ცა­ნი - ის სახ­ლი­დან გა­აგ­დეს და ფული სჭირ­დე­ბო­და. მან მი­თხრა, ხომ არ მინ­დო­და ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა 40 000 რუბ­ლად გა­მე­ყი­და, ის კი სა­კო­მი­სი­ოს მი­ი­ღებ­და. მე ვუ­პა­სუ­ხე: კი, მოდი, თუმ­ცა მე ფული დი­დად არ მჭირ­დე­ბო­და.

არც კი მი­ეჭ­ვია, ვის­თან მო­მი­წევ­და ამის კე­თე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად მის სუ­ტი­ნი­ორს კა­ფე­ში შევ­ხვდი. საყ­ვარ­ლად ვი­სა­უბ­რეთ. 30 წლის გო­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, გრძე­ლი, შავი თმით. მან მი­თხრა, რომ კლი­ნი­კა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ზე შე­ვე­მოწ­მე­ბი­ნე. გა­მაგ­ზავ­ნეს "სო­გა­ზის“ კლი­ნი­კა­ში. მიმ­ღებ­ში კო­დუ­რი სი­ტყვე­ბი "ქა­ლუ­რი სპორ­ტი“ უნდა მეთ­ქვა.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სას­ტუმ­რო Solo Sokos Hotel Vasilevsky-ში გამ­გზავ­ნეს. მგო­ნია, რომ ოთა­ხე­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა მისი გო­გო­ე­ბის­თვის მუდ­მი­ვად იყო და­ჯავ­შნუ­ლი. იქ იყ­ვნენ გო­გო­ე­ბიც, არა­ქა­ლიშ­ვი­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც ის სექსში 5 000 რუბლს უხ­დი­და. მათ მი­თხრეს, რომ კაცი, რო­მელ­თა­ნაც სექ­სი მექ­ნე­ბო­და, პრი­გო­ჟი­ნია. ისი­ნი მას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ.

კარ­გად ვი­ცო­დი, ვინც იყო პრი­გო­ჟი­ნი, - ვეც­ნო­ბო­დი და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას და "პუ­ტი­ნის მზა­რე­ულ­ზე“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ას. შოკ­ში ვი­ყა­ვი, მის ოთახ­ში წა­ვე­დი და ვე­ლო­დე­ბო­დი. სხვა კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა, იფიქ­რა, არ მიხ­სნის კარ­სო და გა­ნა­წყენ­და. მერე მიხ­ვდა, რომ თვი­თონ შე­ე­შა­ლა.

ყვე­ლა­ფე­რი მალე მორ­ჩა, რა­ღაც ბურ­თუ­ლე­ბი აქვს კან­ში. ჩემი გიჟი ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, პრი­გო­ჟი­ნის­თვის ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის დათ­მო­ბა ზედ­მე­ტი იყო, ფუ­ლიც არ მჭირ­დე­ბო­და. თავს ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლად ვგრძნობ­დი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ­თვის იყ­ვნენ მის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბი. ის ეძებ­და ქა­ლიშ­ვი­ლებს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ი­ამ­ბეს, მას ფე­ტი­ში ჰქონ­და, რომ ქა­ლიშ­ვილ გო­გო­ებ­თან სექ­სი ჰქო­ნო­და. ფული სკამ­ზე და­მი­ტო­ვა, 100 000.

40 000 ჩემ­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, 60 000 სუ­ტი­ნი­ო­რის­თვის უნდა მი­მე­ცა“, - იხ­სე­ნებს გო­გო­ნა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
0

ვისაც გაქვთ ნანახი ფილმი ბერიაზე, ზუსტად ეგეთი ჭორები აუგორეს დაპატიმრების შემდეგ, ერთი-ერთში. კაგებეს ხელწერა იგრძნობა.

ახია მაგაზე, რაც ავკაცობა ჩაუდენია ამოსდინდება ცხვირში ძმრად და არამარტო მაგას.

დროული სიმართლე
1

კრემლში პუტინის ნაპატიები " ამბალა " რა განცხრომაში ყოფილა. ეს ფაშატი კიდე , შეიძლება ჩუმათ წაეპარო მაგრამ თავის ჭკუაში სახელს უტეხავს. დარხეულიაქვს!!!!!

ავტორი:

"ფეტიში ჰქონდა, რომ ქალიშვილ გოგოებთან ჰქონოდა ურთიერთობა" - პრიგოჟინს სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი: რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "ვაგნერის" შეფს "ქალწულობა მიჰყიდა"

"ფეტიში ჰქონდა, რომ ქალიშვილ გოგოებთან ჰქონოდა ურთიერთობა" - პრიგოჟინს სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი: რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "ვაგნერის" შეფს "ქალწულობა მიჰყიდა"

პეტერბურგის დატოვების შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დატოვა თავისი მდიდრული სასახლეები, ბიზნეს-ცენტრები და მედია იმპერიები. პრიგოჟინის საქმეები მედიისთვის კვლავ საინტერესო თემაა და ჟურნალისტური გამოძიების საბაბი.

როგორც გამოცემა The Insider-მა გაარკვია, "პუტინის მზარეულს" ლტოლვა ჰქონდა "თითქმის სრულწლოვანი" გოგონების მიმართ. გამოცემა წერს, რომ პრიგოჟინს ერთგვარი "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი სასტუმროში, სადაც "პრიგოჟინისთვის განკუთვნილ გოგონებს ამყოფებდნენ".

  • "ვაგნერის“ მფლობელი უპირატესობას ანიჭებდა ქალწულ გოგონებს და თვლიდა, რომ მათთან ურთიერთობა "დაბერების პროცესს აფერხებდა".

The Insider-მა შეძლო ერთ-ერთ გოგოსთან დალაპარაკება, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, "ქალწულობა პრიგოჟინს მიჰყიდა და ამას ძალიან ნანობს".

"ის ერთდროულად ბევრ გოგონას "უკვეთავდა“, თან ისეთებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ 18 წლის. სექსით პრეზერვატივის გარეშე კავდებოდა: თვლიდა, რომ ასე ენერგიას ცვლიდნენ და რომ ეს მხნეობას ჰმატებდა", - ამბობს სექსმუშაკთა "პროფკავშირების" წარმომადგენელი.

პრიგოჟინის გოგონებისთვის ნომერს სასტუმრო Solo Sokos Hotel-ში ჯავშნიდნენ. ზოგიერთი იქ დიდხანს ცხოვრობდა, ზოგიერთი კი (მათ შორის ქალწულები) მოჰყავდათ და მიჰყავდათ.

ფოტო სასტუმროს ნომრიდან

ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც თავისი ქალიშვილობა პრიგოჟინს მიჰყიდა, "ინსაიდერს“ უყვება, როგორ იყო მოწყობილი სასტუმრო.

"2019 წლის შემოდგომა იყო. 18 წლის ვიყავი და პეტერბურგში ვცხოვრობდი. ღრმა დეპრესიაში ვიყავი და საავადმყოფოში უნდა დავეწვინეთ. მაშინ ჩემი ასაკის გოგონა გავიცანი - ის სახლიდან გააგდეს და ფული სჭირდებოდა. მან მითხრა, ხომ არ მინდოდა ქალიშვილობა 40 000 რუბლად გამეყიდა, ის კი საკომისიოს მიიღებდა. მე ვუპასუხე: კი, მოდი, თუმცა მე ფული დიდად არ მჭირდებოდა.

არც კი მიეჭვია, ვისთან მომიწევდა ამის კეთება. თავდაპირველად მის სუტინიორს კაფეში შევხვდი. საყვარლად ვისაუბრეთ. 30 წლის გოგონა იქნებოდა, გრძელი, შავი თმით. მან მითხრა, რომ კლინიკაში უნდა წავსულიყავი და ქალიშვილობაზე შევემოწმებინე. გამაგზავნეს "სოგაზის“ კლინიკაში. მიმღებში კოდური სიტყვები "ქალური სპორტი“ უნდა მეთქვა.

რამდენიმე დღის შემდეგ სასტუმრო Solo Sokos Hotel Vasilevsky-ში გამგზავნეს. მგონია, რომ ოთახების რაღაც რაოდენობა მისი გოგოებისთვის მუდმივად იყო დაჯავშნული. იქ იყვნენ გოგოებიც, არაქალიშვილებიც, რომლებსაც ის სექსში 5 000 რუბლს უხდიდა. მათ მითხრეს, რომ კაცი, რომელთანაც სექსი მექნებოდა, პრიგოჟინია. ისინი მას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ.

კარგად ვიცოდი, ვინც იყო პრიგოჟინი, - ვეცნობოდი დამოუკიდებელ მედიას და "პუტინის მზარეულზე“ საგამოძიებო ინფორმაციას. შოკში ვიყავი, მის ოთახში წავედი და ველოდებოდი. სხვა კარზე დააკაკუნა, იფიქრა, არ მიხსნის კარსო და განაწყენდა. მერე მიხვდა, რომ თვითონ შეეშალა.

ყველაფერი მალე მორჩა, რაღაც ბურთულები აქვს კანში. ჩემი გიჟი ხასიათის მიუხედავადაც კი, პრიგოჟინისთვის ქალიშვილობის დათმობა ზედმეტი იყო, ფულიც არ მჭირდებოდა. თავს ძალიან დათრგუნულად ვგრძნობდი.

სავარაუდოდ, ამ სასტუმროში ყოველთვის იყვნენ მისთვის მომზადებული გოგოები. ის ეძებდა ქალიშვილებს. როგორც მოგვიანებით მაიამბეს, მას ფეტიში ჰქონდა, რომ ქალიშვილ გოგოებთან სექსი ჰქონოდა. ფული სკამზე დამიტოვა, 100 000.

40 000 ჩემთვის იყო განკუთვნილი, 60 000 სუტინიორისთვის უნდა მიმეცა“, - იხსენებს გოგონა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე