მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლებრონ ჯეიმსის 18 წლის ვაჟს ვარჯიშისას გული გაუჩერდა - როგორია ამჟამად ახალგაზრდა კალათბურთელის მდგომაროება
ლებრონ ჯეიმსის 18 წლის ვაჟს ვარჯიშისას გული გაუჩერდა - როგორია ამჟამად ახალგაზრდა კალათბურთელის მდგომაროება

NBA-ს ვარ­სკვლა­ვის, ლებ­რონ ჯე­იმ­სის უფ­როს ვაჟს, სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კა­ლათ­ბურ­თის ვარ­ჯი­შის დროს, გული გა­უ­ჩერ­და.

ბრო­ნი ჯე­იმსს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ვა­მია, რომ 18 წლის მო­თა­მა­შის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სტა­ბი­ლუ­რია და ის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში აღარ იმ­ყო­ფე­ბა.

"ბრო­ნი ჯე­იმსს თა­მა­ში­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად გული გა­უ­ჩერ­და. მას სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია. ჯე­იმ­სე­ბის ოჯა­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვას ვი­თხოვთ.

ლებ­რო­ნი და სა­ვა­ნა სპორ­ტსმე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის USC-ის სა­მე­დი­ცი­ნო და სპორ­ტულ პერ­სო­ნალს მად­ლო­ბას უხ­დი­ან",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

18 წლის ბრო­ნი USC-ის კა­ლათ­ბურ­თის გუნდში თა­მა­შობს. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ის უკვე ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო 18-წლამ­დე ასა­კის კა­ლათ­ბურ­თელს შო­რის სა­ხელ­დე­ბა. USC-ის გუნდში ჩა­რი­ცხვის შემ­დეგ, ლებ­რონ­მა ვაჟს "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­უ­ლო­ცა: "ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ შე­ნით, პა­ტა­რავ! სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. მხო­ლოდ იმას გე­ტყვი, რომ მიყ­ვარ­ხარ."

NBA-ს ოთხგზის ჩემ­პი­ონ­მა თქვა, რომ მისი ერთ-ერთი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია, ლი­გა­ში ბრო­ნის­თან ერ­თად ითა­მა­შოს. მის 18 წლის ვაჟს NBA-ში თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­მა­ვალ წელს ექ­ნე­ბა. 38 წლის კა­ლათ­ბურ­თე­ლი ამ­ბობ­და: "ბოლო წელს შვილ­თან ერ­თად ვი­თა­მა­შებ. სა­დაც ბრო­ნი იქ­ნე­ბა, მეც იქ ვიქ­ნე­ბი. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ 1 წელი ჩემს შვილ­თან ერ­თად ვი­თა­მა­შო. აქ ფული არა­ფერ შუ­ა­შია".

ცნო­ბის­თვის, გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბის პირ­და­პი­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად გუ­ლის რით­მის რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვაა. თუ ასეთ დროს ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ აღ­მო­უ­ჩე­ნენ, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს. გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბა ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებს შო­რის იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ხდე­ბა. 2011 წლის კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ამ მი­ზე­ზით წე­ლი­წად­ში 9 სპორ­ტსმე­ნი იღუ­პე­ბა.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
0

ზაზა, რა ნათელი და სანთელი, გადარჩა ბიჭი.

zazas
0

გეტყობა მარტო სათაური წაგიკითხია,რასაა რომ წერ უკვე კარგადაა არაა რეანიმაციაში ღმერთმა კარგად ამყოფოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლებრონ ჯეიმსის 18 წლის ვაჟს ვარჯიშისას გული გაუჩერდა - როგორია ამჟამად ახალგაზრდა კალათბურთელის მდგომაროება

ლებრონ ჯეიმსის 18 წლის ვაჟს ვარჯიშისას გული გაუჩერდა - როგორია ამჟამად ახალგაზრდა კალათბურთელის მდგომაროება

NBA-ს ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის უფროს ვაჟს, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კალათბურთის ვარჯიშის დროს, გული გაუჩერდა.

ბრონი ჯეიმსს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაში ნათვამია, რომ 18 წლის მოთამაშის მდგომარეობა უკვე სტაბილურია და ის რეანიმაციაში აღარ იმყოფება.

"ბრონი ჯეიმსს თამაშისას მოულოდნელად გული გაუჩერდა. მას სამედიცინო პერსონალმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ჯეიმსების ოჯახის მიმართ პატივისცემას და კონფიდენციალურობის დაცვას ვითხოვთ.

ლებრონი და სავანა სპორტსმენების უსაფრთხოების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის USC-ის სამედიცინო და სპორტულ პერსონალს მადლობას უხდიან",- ნათქვამია განცხადებაში.

18 წლის ბრონი USC-ის კალათბურთის გუნდში თამაშობს. ასაკის მიუხედავად, ის უკვე ქვეყნის საუკეთესო 18-წლამდე ასაკის კალათბურთელს შორის სახელდება. USC-ის გუნდში ჩარიცხვის შემდეგ, ლებრონმა ვაჟს "ინსტაგრამზე" მიულოცა: "ძალიან ვამაყობ შენით, პატარავ! სიტყვები არ მყოფნის. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მიყვარხარ."

NBA-ს ოთხგზის ჩემპიონმა თქვა, რომ მისი ერთ-ერთი საბოლოო მიზანია, ლიგაში ბრონისთან ერთად ითამაშოს. მის 18 წლის ვაჟს NBA-ში თამაშის უფლება მომავალ წელს ექნება. 38 წლის კალათბურთელი ამბობდა: "ბოლო წელს შვილთან ერთად ვითამაშებ. სადაც ბრონი იქნება, მეც იქ ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 1 წელი ჩემს შვილთან ერთად ვითამაშო. აქ ფული არაფერ შუაშია".

ცნობისთვის, გულის უეცარი გაჩერების პირდაპირი გამომწვევი მიზეზი ძირითადად გულის რითმის რაიმე სახის დარღვევაა. თუ ასეთ დროს ადამიანს დახმარებას დაუყოვნებლივ არ აღმოუჩენენ, შესაძლოა, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. გულის უეცარი გაჩერება ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის იშვიათია, თუმცა მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. 2011 წლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ მიზეზით წელიწადში 9 სპორტსმენი იღუპება.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა