სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფლებადამცველთა გამოძიებით დადგინდა, რომ გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი "კადიროველებმა" მოკლეს - "მას დიდხანს აწამებდნენ"
უფლებადამცველთა გამოძიებით დადგინდა, რომ გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი "კადიროველებმა" მოკლეს - "მას დიდხანს აწამებდნენ"

ჩე­ჩე­ნი მომ­ღე­რა­ლი ზე­ლიმ­ხან ბა­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც 2017 წელს უკ­ვა­ლოდ გაქ­რა, "კა­დი­რო­ვე­ლე­ბის" მიერ არის მოკ­ლუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კრი­ზი­სუ­ლი ჯგუ­ფის "СК SOS-ის“ გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩე­ჩე­ნი ძა­ლოვ­ნე­ბი ბა­კა­ევს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მში სდებ­დნენ ბრალს და უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, მომ­ღე­რა­ლი დიდ დროს მოს­კოვ­ში ატა­რებ­და და არ ფიქ­რობ­და, რომ მისი მოკ­ვლა შე­ეძ­ლოთ.

რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, ზე­ლიმ­ხა­ნი რუ­სეთ­ში რჩე­ბო­და, დედა ავად ჰყავ­და და მომ­ღე­რა­ლი მას თა­ვად უვ­ლი­და. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­კა­ე­ვი სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბიჭ­მა გას­ცა, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და ჩე­ჩენ ძა­ლოვ­ნებ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი.

რო­დე­საც ბა­კა­ე­ვის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­ზან კა­დი­რო­ვამ­დე მი­ვი­და, მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ "ამ­ბა­ვი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მას პი­რა­დად იც­ნობ­და და თუმ­ცა გა­გე­ბუ­ლი ამ­ბით "შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი დარ­ჩა".

"СК SOS-ის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიკ­ვდი­ლის წინ მომ­ღე­რალს დიდ­ხანს აწა­მებ­დნენ. ჩე­ჩე­ნი ძა­ლოვ­ნე­ბი ბა­კა­ე­ვის სიკ­ვდილ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყო­ფენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ,ა კი მისი გაქ­რო­ბა "გე­ებ­ზე ნა­დი­რო­ბას“ მი­ა­წე­რეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ბა­კა­ე­ვი ნამ­დვი­ლად ჩე­ჩენ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა მოკ­ლეს: მისი ცხე­და­რი ოჯახს გა­დას­ცეს და უბ­რძა­ნეს, "რო­გორც ძაღ­ლი“, ისე და­ეკ­რძა­ლათ.

  • ცნო­ბის­თვის, ზე­ლიმ­ხან ბა­კა­ე­ვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, დე­დამ პო­ლი­ცი­ას და­სახ­მა­რებ­ლად მი­მარ­თა, თუმ­ცა ამას შე­დე­გი არ ჰქო­ნია. მა­შინ­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრი, ჯამ­ბუ­ლათ უმა­რო­ვი ცნო­ბებს ბა­კა­ე­ვის გაქ­რო­ბის შე­სა­ხებ "სი­სუ­ლე­ლეს“ უწო­დებ­და. ის ამ­ბობ­და, რომ მომ­ღე­რა­ლი "რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ“ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად სად, უმა­რო­ვი არ აკონ­კრე­ტებ­და.

2017 წლის 24 სექ­ტემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "გროზ­ნის“ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ეწე­რა, რომ ბა­კა­ე­ვი გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თის სა­ხით, მათ მომ­ღერ­ლის ვი­დეო ედოთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვი­დე­ო­ზე არ­სე­ბუ­ლი ავე­ჯი იც­ნეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის მხო­ლოდ რუ­სეთ­ში იყი­დე­ბო­და. ასე­ვე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის­გან მი­ი­ღერს ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ეწე­რა, რომ მომ­ღე­რა­ლი ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­სუ­ლა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
14

მომკალით და არა მჯერავს. კადიროვის ხალხი მააგას არ იკადრებდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უფლებადამცველთა გამოძიებით დადგინდა, რომ გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი "კადიროველებმა" მოკლეს - "მას დიდხანს აწამებდნენ"

უფლებადამცველთა გამოძიებით დადგინდა, რომ გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი "კადიროველებმა" მოკლეს - "მას დიდხანს აწამებდნენ"

ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც 2017 წელს უკვალოდ გაქრა, "კადიროველების" მიერ არის მოკლული, - ამის შესახებ ნათქვამია კრიზისული ჯგუფის "СК SOS-ის“ გამოძიებაში.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩეჩენი ძალოვნები ბაკაევს ჰომოსექსუალიზმში სდებდნენ ბრალს და უთვალთვალებდნენ. მათივე ცნობით, მომღერალი დიდ დროს მოსკოვში ატარებდა და არ ფიქრობდა, რომ მისი მოკვლა შეეძლოთ.

რისკის მიუხედავად, ზელიმხანი რუსეთში რჩებოდა, დედა ავად ჰყავდა და მომღერალი მას თავად უვლიდა. წყაროს ინფორმაციით, ბაკაევი სავარაუდოდ, ყოფილმა შეყვარებულმა ბიჭმა გასცა, რომელიც თვითონაც მოსკოვში ცხოვრობდა და ჩეჩენ ძალოვნებთან ჰქონდა კავშირი.

როდესაც ბაკაევის ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაცია რამზან კადიროვამდე მივიდა, მან ბრძანება გასცა, რომ "ამბავი მოეგვარებინათ“. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მას პირადად იცნობდა და თუმცა გაგებული ამბით "შეურაცხმყოფელი დარჩა".

"СК SOS-ის“ ინფორმაციით, სიკვდილის წინ მომღერალს დიდხანს აწამებდნენ. ჩეჩენი ძალოვნები ბაკაევის სიკვდილში მონაწილეობას უარყოფენ, სამართალდამცველებ,ა კი მისი გაქრობა "გეებზე ნადირობას“ მიაწერეს.

გამოძიების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ბაკაევი ნამდვილად ჩეჩენმა ძალოვნებმა მოკლეს: მისი ცხედარი ოჯახს გადასცეს და უბრძანეს, "როგორც ძაღლი“, ისე დაეკრძალათ.

  • ცნობისთვის, ზელიმხან ბაკაევის გაუჩინარების შემდეგ, დედამ პოლიციას დასახმარებლად მიმართა, თუმცა ამას შედეგი არ ჰქონია. მაშინდელი ეროვნული პოლიტიკის მინისტრი, ჯამბულათ უმაროვი ცნობებს ბაკაევის გაქრობის შესახებ "სისულელეს“ უწოდებდა. ის ამბობდა, რომ მომღერალი "რაღაც პერიოდის შემდეგ“ გამოჩნდა, თუმცა კონკრეტულად სად, უმაროვი არ აკონკრეტებდა.

2017 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია "გროზნის“ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ ბაკაევი გერმანიაში იმყოფებოდა. დამამტკიცებელი საბუთის სახით, მათ მომღერლის ვიდეო ედოთ. მოგვიანებით, ჟურნალისტებმა ვიდეოზე არსებული ავეჯი იცნეს, აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ რუსეთში იყიდებოდა. ასევე უფლებადამცველებმა ევროპული კომისიისგან მიიღერს ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ მომღერალი ევროპის ტერიტორიაზე არ შესულა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე