მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე გამოიყვანეს, თითქოს გიორგი დადის, ხელმოწერებს აგროვებს და ამაში საფასურს იღებს. თან ასე პატარა თანხას. მეტი კომედია რა გინდათ?!" - მაკა ჩიჩუა ექსპრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებაზე
"ისე გამოიყვანეს, თითქოს გიორგი დადის, ხელმოწერებს აგროვებს და ამაში საფასურს იღებს. თან ასე პატარა თანხას. მეტი კომედია რა გინდათ?!" - მაკა ჩიჩუა ექსპრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებაზე

"მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რაც არის და ვინც არის, ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის - რო­დე­საც მას უთხრეს, რომ 10 500 დო­ლა­რი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­მა­გო­ბა­ში, მან მხო­ლოდ ის თქვა, ამ თან­ხად რო­გორ გა­ვი­ყი­დე­ბო­დიო, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ზო­გა­დად, გა­ყიდ­ვა და­უშ­ვა", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და... გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ირ­გვლივ ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი ორი დღეა არ წყდე­ბა, რა­ზეც სა­სა­უბ­როდ ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის - მაკა ჩი­ჩუ­ას და­ვუ­კავ­შირ­დით...

- ეს ამ­ბა­ვი კო­მე­დი­აა, გი­ორ­გი იცი­ნო­და, რაღა 11-ათა­სი დო­ლა­რი­დან და­ვი­წყე კა­რი­ე­რა ქრთა­მის აღე­ბა­შიო, მე და გი­ორ­გიმ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­შა­ყი­რეთ...

- ანუ, ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით შე­ხე­დეთ?

- რა თქმა უნდა, გვე­ცი­ნე­ბო­და! ასეთ ამ­ბავ­ში 11-ათა­სი დო­ლა­რის ქრთა­მად აღე­ბა, იმ­დე­ნად ცო­ტაა, ეს თემა იმ­დე­ნად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, უაზ­რო­ბა, რომ არც შე­ფა­სე­ბას, არც კო­მენ­ტარს გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია... "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისეთ რა­მეს ამ­ბო­ბენ, მათ­თან დის­კუ­სი­ა­ში შეს­ვლა არც შე­იძ­ლე­ბა! რო­გორ უნდა ვე­ლა­პა­რა­კო ვინ­მეს ასეთ თე­მა­ზე, რო­გო­რიც არის გი­ორ­გის­თან ასე­თი საქ­მე­ე­ბის და­კავ­ში­რე­ბა?! ფუ­ლის გა­დახ­და გი­ორ­გის­თვის - ეს იმ­დე­ნად დიდი აბ­სურ­დია, კო­მე­დი­აა! თუმ­ცა მათი ტვი­ნი რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ეს ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა!

- რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?

- გი­უ­ლი ალა­სა­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ნათ­ლად ახ­სნა... მან გარ­კვე­ულ პი­არ­კომ­პა­ნი­ას გა­და­უ­ხა­და სა­ფა­სუ­რი, რომ ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ო­ში მკა­ფი­ოდ გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ. რო­გორც ხდე­ბა დღეს, მე თუ ნა­ხა­ტის გა­ყიდ­ვა მინ­და, ამის­თვის ხომ სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს ვუ­კავ­შირ­დე­ბი, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­აჟ­ღე­რებს?!

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რომ ასეთ უბე­დურ დღე­ში არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს ყვე­ლას თვალ­წინ აწა­მე­ბენ, კლა­ვენ, გი­ორ­გი ამის­თვის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ყო­ფილ პირ­ველ პირს, პრე­ზი­დენ­ტებს და­უ­კავ­შირ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ოცი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რა შე­აგ­რო­ვა, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი პრე­ცე­დენ­ტი და თქვენ რას ფიქ­რობ­თო? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­თაც და­უ­დას­ტუ­რეს...

შემ­დეგ, რო­გორც გა­ირ­კვა, ამ ხელ­მო­წე­რე­ბის შე­სა­ხებ რომ ხმა­მაღ­ლა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ (რო­მელ­თა­ნაც ჩვენ პირ­და­პი­რი კავ­ში­რი არა­სო­დეს გვქო­ნია) გა­და­უ­ხა­და პი­არ­კომ­პა­ნი­ას...

თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის­თვის, მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვის, დე­დაა!

აგერ ყვე­ლა ვხე­დავთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რა შე­სა­ხე­დიც არის. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ოპო­ნი­რე­ბი­სა მის მი­მართ, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ და მით უმე­ტეს, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ხმა უნდა ამო­ი­ღო! გი­ორ­გიმ მი­მარ­თა იმ პრე­ზი­დენ­ტებს, რომ­ლებ­თა­ნაც მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და, ისი­ნიც აღ­შფოთ­დნენ და თა­ნად­გო­მა და­უ­დას­ტუ­რეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი რომ არ უნდა აწა­მონ! ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნებ­ში პრე­ზი­დენ­ტებს არ აწა­მე­ბენ. სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გვარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ასე პირ­ველ­ყო­ფი­ლი წა­მე­ბა და ინ­კვი­ზი­ცია სხვა დროს ჩა­ბარ­და. ამ რე­ჟიმ­ში აღარ ვცხოვ­რობთ.

ყვე­ლა­ფე­რი ღიად, გამჭვირ­ვა­ლედ არის, სად რა გა­და­ი­ხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ... გი­ორ­გი მხო­ლოდ იმის ინი­ცი­ა­ტო­რი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით კი­დევ ერთი პრე­ზი­დენ­ტი არ მოვ­კლათ... მე არც ვი­ცო­დი, რაზე იყო ლა­პა­რა­კი და გა­და­ვი­რიე, რომ ვის­მენ­დი, რას ბო­და­ვენ-მეთ­ქი... გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და, არც გი­ორ­გიმ, არც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ, მე პირ­და­პირ პი­არ­კომ­პა­ნი­ას და­ვუ­კავ­შირ­დი, ამ­დე­ნი პრე­ზი­დენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი რომ მქონ­დაო...

- რომ და­ვა­ზუს­ტოთ, რო­დე­საც ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ ხელ­მო­წე­რე­ბი შე­აგ­რო­ვა, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის გა­დას­ცა?

- პი­რა­დად ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლის­თვის არ გა­და­უ­ცია... გა­დას­ცა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც პრე­ზი­დენ­ტის ინ­ტე­რე­სებს იცა­ვენ. თუ არ ვცდე­ბი, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს და სხვებს...

სულ ეს იყო და ისე გა­მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს გი­ორ­გი და­დის, ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებს და ამა­ში სა­ფა­სურს იღებს. თან ასე პა­ტა­რა თან­ხას. მეტი კო­მე­დია რა გინ­დათ?!

ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ნა­თე­ლია, კი­თხვის ნი­შა­ნი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს! "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მტრებს აქეთ ეძებს, რე­ა­ლურ მტერს კი კარს უღებს და შე­მოჰ­ყავს. მობ­რძან­დით, აქ რაც გინ­დათ, ის აკე­თე­თო... თა­ნაც იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს და კი­დევ ზე­მო­დან გვე­მუქ­რე­ბა, თუ ისე არ მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც სურს! ესე­ნიც ამ­ბო­ბენ, ჰო, აბა, რო­გორ, ომი გინ­და­თო?! რა­ღაც აბ­სურ­დის თე­ატ­რში მოგ­ვახ­ვედ­რეს და უძ­ლუ­რად ვგრძნობთ თავს მთე­ლი ამ უბე­დუ­რე­ბის წი­ნა­შე. ყვე­ლამ ერ­თხმად უნდა ვთქვათ, ეს რა ჯო­ჯო­ხეთ­ში გვა­ცხოვ­რებ­თო! თან ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში, როცა მსოფ­ლიო გა­და­ე­წყო და შავ-თეთ­რი ნათ­ლად ჩანს... რა გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა ჩეჩ­ნეთს? - სა­ში­ნე­ლე­ბა მო­უ­წყვეს! აქაც კა­დი­რო­ვი­ზა­ცია მი­დის, კა­დი­როვს უღე­ბენ ფარ­თოდ კარს! ნორ­მა­ლუ­რებს კარს უხუ­რა­ვენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
0

ფუ თქვენი!!

მერაბი
1

გიორგი მარგველაშვილი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი და სახალხო დამცველები დასავლეთის რეკომენდაციით არჩეული(დანიშნული) კანდიდატებია. მარგველაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში სწორედ მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ოჯახის კრიმინალი წევრების, ნათესავების და მეგობრების შეწყალებით და პატიმრობიდან გათავისუფლებით იყო დაკავებული. ასე რომ, მაგ ქალბატონს ხმა საერთოდ არ ამოეღება. რაც შეეხება ფინანსებს. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მუდმივად არასაკმარის შემოსავლებზე წუწუნებდნენ. ალბათ, გახსოვთ, ცოლ-ქმარი სხვადასხვა ოპოზიციურ ტელეარხებზე ჩნდებოდნენ, რაშიც ანაზღაურებას იღებდნენ. 11 500 დოლარი მხოლოდ ის თანხაა, რაც აშშ-ს მხრიდან ოფიციალურად გაოქვეყნდა. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ისე გამოიყვანეს, თითქოს გიორგი დადის, ხელმოწერებს აგროვებს და ამაში საფასურს იღებს. თან ასე პატარა თანხას. მეტი კომედია რა გინდათ?!" - მაკა ჩიჩუა ექსპრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებაზე

"ისე გამოიყვანეს, თითქოს გიორგი დადის, ხელმოწერებს აგროვებს და ამაში საფასურს იღებს. თან ასე პატარა თანხას. მეტი კომედია რა გინდათ?!" - მაკა ჩიჩუა ექსპრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებაზე

"მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის - როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა... გიორგი მარგველაშვილის ირგვლივ ასეთი კომენტარები ორი დღეა არ წყდება, რაზეც სასაუბროდ ყოფილ პირველ ლედის - მაკა ჩიჩუას დავუკავშირდით...

- ეს ამბავი კომედიაა, გიორგი იცინოდა, რაღა 11-ათასი დოლარიდან დავიწყე კარიერა ქრთამის აღებაშიო, მე და გიორგიმ ძალიან ბევრი ვიშაყირეთ...

- ანუ, ამ ყველაფერს იუმორით შეხედეთ?

- რა თქმა უნდა, გვეცინებოდა! ასეთ ამბავში 11-ათასი დოლარის ქრთამად აღება, იმდენად ცოტაა, ეს თემა იმდენად არასერიოზულია, უაზრობა, რომ არც შეფასებას, არც კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ აუცილებელია... "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისეთ რამეს ამბობენ, მათთან დისკუსიაში შესვლა არც შეიძლება! როგორ უნდა ველაპარაკო ვინმეს ასეთ თემაზე, როგორიც არის გიორგისთან ასეთი საქმეების დაკავშირება?! ფულის გადახდა გიორგისთვის - ეს იმდენად დიდი აბსურდია, კომედიაა! თუმცა მათი ტვინი რომ ამ მდგომარეობაშია, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა!

- რა მოხდა რეალურად?

- გიული ალასანია ტელევიზიით გამოვიდა და ყველაფერი ძალიან ნათლად ახსნა... მან გარკვეულ პიარკომპანიას გადაუხადა საფასური, რომ ინფორმაცია მსოფლიოში მკაფიოდ გაეჟღერებინათ. როგორც ხდება დღეს, მე თუ ნახატის გაყიდვა მინდა, ამისთვის ხომ სპეციალურ სამსახურს ვუკავშირდები, რომელიც ინფორმაციას გააჟღერებს?!

ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ უბედურ დღეში არ ყოფილიყო, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ყველას თვალწინ აწამებენ, კლავენ, გიორგი ამისთვის რამდენიმე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, პრეზიდენტებს დაუკავშირდა. დაახლოებით ოცი ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა შეაგროვა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და თქვენ რას ფიქრობთო? რასაკვირველია, მათაც დაუდასტურეს...

შემდეგ, როგორც გაირკვა, ამ ხელმოწერების შესახებ რომ ხმამაღლა გაჟღერებულიყო, გიული ალასანიამ (რომელთანაც ჩვენ პირდაპირი კავშირი არასოდეს გვქონია) გადაუხადა პიარკომპანიას...

თავისი ერთადერთი შვილისთვის, მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, დედაა!

აგერ ყველა ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილი რა შესახედიც არის. მიუხედავად ჩემი ოპონირებისა მის მიმართ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და მით უმეტეს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ხმა უნდა ამოიღო! გიორგიმ მიმართა იმ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მეგობრობა აკავშირებდა, ისინიც აღშფოთდნენ და თანადგომა დაუდასტურეს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ უნდა აწამონ! ცივილურ ქვეყნებში პრეზიდენტებს არ აწამებენ. სასამართლოს წინაშე გვარდება ყველაფერი, ასე პირველყოფილი წამება და ინკვიზიცია სხვა დროს ჩაბარდა. ამ რეჟიმში აღარ ვცხოვრობთ.

ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის, სად რა გადაიხადა გიული ალასანიამ... გიორგი მხოლოდ იმის ინიციატორი იყო, რომ საქართველოს სახელით კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ... მე არც ვიცოდი, რაზე იყო ლაპარაკი და გადავირიე, რომ ვისმენდი, რას ბოდავენ-მეთქი... გიული ალასანიამ ტელევიზიით განაცხადა, არც გიორგიმ, არც ჟურნალისტებმა არაფერი იცოდნენ, მე პირდაპირ პიარკომპანიას დავუკავშირდი, ამდენი პრეზიდენტების ხელმოწერები რომ მქონდაო...

- რომ დავაზუსტოთ, როდესაც ბატონმა გიორგიმ ხელმოწერები შეაგროვა, ქალბატონ გიულის გადასცა?

- პირადად ქალბატონი გიულისთვის არ გადაუცია... გადასცა იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტის ინტერესებს იცავენ. თუ არ ვცდები, ზურაბ ჭიაბერაშვილს და სხვებს...

სულ ეს იყო და ისე გამოიყვანეს, თითქოს გიორგი დადის, ხელმოწერებს აგროვებს და ამაში საფასურს იღებს. თან ასე პატარა თანხას. მეტი კომედია რა გინდათ?!

ყველაფერი ძალიან ნათელია, კითხვის ნიშანი საერთოდ არ არსებობს! "ქართული ოცნება" მტრებს აქეთ ეძებს, რეალურ მტერს კი კარს უღებს და შემოჰყავს. მობრძანდით, აქ რაც გინდათ, ის აკეთეთო... თანაც იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და კიდევ ზემოდან გვემუქრება, თუ ისე არ მოვიქცევით, როგორც სურს! ესენიც ამბობენ, ჰო, აბა, როგორ, ომი გინდათო?! რაღაც აბსურდის თეატრში მოგვახვედრეს და უძლურად ვგრძნობთ თავს მთელი ამ უბედურების წინაშე. ყველამ ერთხმად უნდა ვთქვათ, ეს რა ჯოჯოხეთში გვაცხოვრებთო! თან ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მსოფლიო გადაეწყო და შავ-თეთრი ნათლად ჩანს... რა გაუკეთა რუსეთმა ჩეჩნეთს? - საშინელება მოუწყვეს! აქაც კადიროვიზაცია მიდის, კადიროვს უღებენ ფართოდ კარს! ნორმალურებს კარს უხურავენ... განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: