სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ კარგად იცის - როცა მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო" - კობახიძე
"მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ კარგად იცის - როცა მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო" - კობახიძე

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რაც არის და ვინც არის, ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის - რო­დე­საც მას უთხრეს, რომ 10 500 დო­ლა­რი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­მა­გო­ბა­ში, მან მხო­ლოდ ის თქვა, რომ ამ თან­ხად რო­გორ გა­ვი­ყი­დე­ბო­დიო, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ზო­გა­დად, გა­ყიდ­ვა და­უშ­ვა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რაც არის და ვინც არის, ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის. რო­დე­საც მას უთხრეს, რომ 11 500 დო­ლა­რი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­მა­გო­ბა­ში, მან მხო­ლოდ ის თქვა, რომ ამ თან­ხად რო­გორ გა­ვი­ყი­დე­ბო­დიო. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ზო­გა­დად, გა­ყიდ­ვა და­უშ­ვა. აქე­დან კარ­გად ჩანს მისი სახე. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იყ­ვნენ. ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ფა­რას" კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბას, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კა­ნო­ნის წყა­ლო­ბით გა­მომ­ჟღავ­ნდა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არა მხო­ლოდ ომის, არა­მედ "ღა­ლა­ტის პარ­ტი­აც არის“.

"სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა, პირ­და­პირ გა­მომ­ჟღავ­ნდა ის, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფულს იხ­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და­სან­ქცი­რე­ბა­ში, ეს არის უბ­რა­ლოდ კა­ტას­ტრო­ფა. ეს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ არის რო­გორც ომის პარ­ტია, ასე­ვე ღა­ლა­ტის პარ­ტია. პირ­და­პირ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან და პირ­და­პირ აგენ­ტე­ბი არი­ან, სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თქვენ იცით, რომ ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დებს "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“, ეს არის "ფა­რას" კა­ნო­ნი და მად­ლო­ბა ამ კა­ნონს იმის­თვის, რომ გა­ა­შიშ­ვლა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ სახე კი­დევ ერთხელ. ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ წყა­ლო­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ფულს იხ­დი­და ქვეყ­ნის გა­შა­ვე­ბა­ში. ეს არის უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნა“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
1

დოლარი,ლარი თუ ტუგრიტი?

რიგითი სტატისტიკური
15

ხალხოოოოოო. გამოვდივარ მოწოდებით, შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში ბიძინას წინააღმდეგ, საქარალთველის მოსახკეობისათვის კომპენსაციის გადახდის მიზნით. თავსმოხვეული, ქვეყნისთვის უსარგებლო, ხშირ შემთხვევაში მავნე, არაკომპეტენტური პრეზიდენტების "არჩევა"-დანიშვნისათვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ კარგად იცის - როცა მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო" - კობახიძე

"მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ კარგად იცის - როცა მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო" - კობახიძე

მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის - როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ადამიანი ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება.

"მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა. აქედან კარგად ჩანს მისი სახე. არ შეიძლება ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იყვნენ. ის ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება "ფარას" კანონის მოქმედებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ კანონის წყალობით გამომჟღავნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ომის, არამედ "ღალატის პარტიაც არის“.

"სრული კატასტროფაა, პირდაპირ გამომჟღავნდა ის, რომ "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან საქართველოს დასანქცირებაში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ "ნაცმოძრაობა“ არის როგორც ომის პარტია, ასევე ღალატის პარტია. პირდაპირ მოღალატეები არიან და პირდაპირ აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს "რუსული კანონი“, ეს არის "ფარას" კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის, რომ გააშიშვლა "ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ. ამერიკაში მოქმედი "რუსული კანონის“ წყალობით გახდა ცნობილი, რომ "ნაცმოძრაობა“ ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა“,- განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: