საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე დაუხვრეტიათ, ამის შემხედვარე მამამთილს გულმა ვერ გაუძლო და იქვე ჩამოიხრჩო თავი" - 30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა
"ორივე დაუხვრეტიათ, ამის შემხედვარე მამამთილს გულმა ვერ გაუძლო და იქვე ჩამოიხრჩო თავი" - 30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა

წლე­ბია, წი­თე­ლი ჯვა­რი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და­ღუ­პუ­ლე­ბის საფ­ლა­ვებს ეძებს. 20 ივ­ლისს კი­დევ 13 ადა­მი­ა­ნი დაკ­რძა­ლეს, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის ომის დროს და­ი­ღუპ­ნენ და ოჯა­ხებ­მა მათი ნეშ­ტე­ბი მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ და­იბ­რუ­ნეს. აფხა­ზე­თი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი­დან 4 სამ­ხედ­რო და 9 სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რია, რო­მელ­თა პა­ნაშ­ვი­დი თბი­ლის­ში, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თა.

31 წლის შემ­დეგ ჩა­მოს­ვე­ნე­ბულ­თა შო­რი­საა ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი - ან­ზორ თო­დუა, გე­ნა­დი თო­დუა და ვახ­ტანგ ჩი­ჩუა, რო­მელ­თაც ომის დროს მშობ­ლი­უ­რი აჩა­და­რა არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ისი­ნი ოკუ­პან­ტებ­მა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში უმო­წყა­ლოდ დახ­ვრი­ტეს.

AMBEBi.GE ნაზი კო­პა­ლი­ანს ესა­უბ­რა, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად სამი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბა მი­უ­ვი­და - მე­უღ­ლის, მა­მამ­თი­ლი­სა და მუ­ლის ქმრის. რეს­პო­დენ­ტი იმ ენი­თა­უ­წე­რელ ტრა­გე­დი­ა­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც მას და მის ოჯახს და­ა­ტყდა თავს.

"სო­ხუმ­თან ახ­ლოს, სო­ფელ აჩა­და­რა­ში ვცხოვ­რობ­დით. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სო­ხუ­მის სუბტ­რო­პი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რეთ, მე ქარ­ხა­ნა­ში - "სო­ხუმ ხელ­სა­წყო­ში“ კონ­სტრუქ­ტო­რად ვმუ­შა­ობ­დი, მე­უღ­ლე - გემ­შემ­კე­თე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში, ინ­ჟინ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ფე­ხით დავ­დი­ო­დით სო­ხუმ­ში, ბავ­შვე­ბიც იქ დაგ­ვყავ­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში და ომამ­დე ასე გა­მოვ­ზარ­დეთ სამი შვი­ლი.

და­ი­წყო ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ომი, უფ­რო­სი გო­გო­ნა - ბაია მე-2 კლას­ში გა­და­დი­ო­და, ლე­ვა­ნი - 5 წლის იყო, სოფო კი 2-ის. მე და ბავ­შვე­ბი ჯერ ჩემი დედ-მა­მის სახ­ლში გა­და­ვე­დით, სო­ფელ გა­ნახ­ლე­ბა­ში (გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნი), ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სახ­ლი ლა­მის ფრონ­ტის ხაზი იყო, მუდ­მი­ვად ფრენ­დნენ თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ტან­კე­ბი მი­მო­დი­ოდ­ნენ და ვიდ­რე ძლი­ე­რი შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და, მე­უღ­ლემ ოჯახს გაგ­ვა­რი­და. მა­მამ­თი­ლი და მე­უღ­ლე სახ­ლში დარ­ჩნენ, არ და­უ­ტო­ვი­ათ იქა­უ­რო­ბა. იმ დროს ჩემი მაზ­ლი - სოსო ესენ­ტუკ­ში იყო წა­სუ­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად, ომი და­ი­წყო თუ არა, წა­მო­ვი­და, ძლივს ჩა­მო­აღ­წია, გზე­ბი გა­და­კე­ტი­ლი იყო და მა­შინ­ვე ფრონტზე წა­ვი­და. ჩემს მე­უღ­ლეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და თვა­ლებ­ზე - ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი იყო და ომში არ წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა თა­ვი­სე­ბუ­რად იბ­რძო­ლა - სახლ-კარს არ ტო­ვებ­და. როცა და­ბომბვე­ბი გახ­შირ­და, ბე­ბი­ას მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში გა­და­ვე­დით, შემ­დეგ - ფოთ­ში, შე­რი­გე­ბა როცა მოხ­და, უკან, შინ დავ­ბრუნ­დით და სო­ხუ­მი როცა აი­ღეს, მა­შინ გად­მოვფრინ­დი უკვე თბი­ლის­ში.

მე და ჩემი შვი­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით სო­ხუ­მი­დან. იმა­ვე რე­ის­ზე ყო­ფი­ლა ჩემი მაზ­ლი - სოსო, ფრონტზე მძი­მედ და­იჭ­რა ფეხ­ში. მე­უღ­ლემ მი­თხრა, მგო­ნი, სო­სოც მანდ უნდა იყოს და გა­ი­კი­თხეო. თვითმფრი­ნავ­ში ისე­თი ქა­ო­სი იყო, ბავ­შვებს მარ­ტო ვერ დავ­ტო­ვებ­დი, სოსო რომ მო­მე­ძებ­ნა. თბი­ლის­ში როცა ჩა­მოვფრინ­დით, სა­ში­ნე­ლი ქარი იყო და მეს­მის, ვი­ღაც მი­ძა­ხის, გა­ვი­ხე­დე და ავ­ტო­ბუ­სის კარ­ში ჩემი მაზ­ლი და­ვი­ნა­ხე, ტი­რო­და... მი­ვე­დი, გა­მამ­ხნე­ვა, აბა, შენ იცი, ბავ­შვებს მი­ხე­დე და მერე მოგ­ძებ­ნი­თო. გა­დარ­ჩა ჩემი მაზ­ლი, ვე­ტე­რან­თა ჰოს­პი­ტალ­ში უმ­კურ­ნა­ლეს და ჩვენ თვი­თონ მოვ­ნა­ხეთ, ძა­ლი­ან ცუდი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და (ფეხ­ზე მხო­ლოდ ძვლე­ბი­ღა დარ­ჩე­ნო­და, ხორ­ცი გა­მოჭ­მუ­ლი ჰქონ­და). სა­ნამ სოსო მკურ­ნა­ლობ­და, ჩვენ ქო­ბუ­ლეთ­ში წა­ვე­დით ჩემს დას­თან, რო­მე­ლიც იქ ჩვენ­ზე ადრე ჩა­ვი­და. პან­სი­ო­ნატ „აის­ში“ დავ­ბი­ნავ­დით, სა­დაც 4 წელი ვი­ცხოვ­რეთ. იქ ყოფ­ნი­სას დიდი ტრა­გე­დია და­მა­ტყდა თავს, მე­სა­მე შვი­ლი - სო­ფი­კო და­მე­ღუ­პა, რო­მე­ლიც იმ წელს სკო­ლა­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო. მას მერე ვე­ღარ გავ­ძე­ლი ქო­ბუ­ლეთ­ში და თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით...

ნაზი კო­პა­ლი­ა­ნი

"ორი­ვე და­უხვრე­ტი­ათ, ამის შემ­ხედ­ვა­რე მა­მამ­თილს გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო და იქვე ჩა­მო­იხ­რჩო თავი"...

სე­ნა­კის სად­გურ­ზე რა­ღაც ცენ­ტრი იყო და ადა­მი­ა­ნე­ბი იქ ეძებ­დნენ ერ­თმა­ნეთ. ჩემი მული და­დი­ო­და ხში­რად, მისი მე­უღ­ლის ოჯა­ხი სე­ნაკ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და იქ გა­ი­გო სი­მარ­თლე - რა დატ­რი­ალ­და ჩვენს ოჯახ­ში. მა­რი­ნამ შე­ი­ტყო, რომ სა­მი­ვე - ჩემი მე­უღ­ლე, მა­მამ­თი­ლი და მისი ქმა­რი ერ­თად და­ი­ღუპ­ნენ. ჯერ უთხრეს, სვა­ნე­თით, ჭუ­ბე­რით მო­დი­ოდ­ნენ კა­ცე­ბიო, მაგ­რამ ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა...

ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ჩვენ გა­მოგ­ვა­ცი­ლა, თვი­თონ კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­მას­თან დაბ­რუნ­და, ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. როცა მა­მამ­თი­ლი გა­მო­წე­რეს, ან­ზორ­მა დას­თან წა­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტის წინ ცხოვ­რობ­და. ჩემი მული ჯერ არ იყო აფხა­ზე­თი­დან წა­მო­სუ­ლი, შვი­ლე­ბი ჰყავ­და სხვა­გან გაგ­ზავ­ნი­ლი, დაბ­რუნ­დნენ და მერე მათ­თან ერ­თად წა­მო­ვი­და. მა­რი­ნეს მამა, ძმა და ქმა­რი არ გა­მოჰ­ყო­ლია, ად­გილ­ზე დარ­ჩნენ. იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნე­ბი ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თაც მოჰ­ყავ­დათ, ოღონდ, წი­ნას­წარ უნდა ჩა­წე­რი­ლი­ყა­ვი. მუ­ლის ქმა­რი ჩა­წე­რი­ლა და 2 დღე­ში აპი­რებ­დნენ აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბას, მაგ­რამ არ დას­ცალ­დათ - ბაგ­რა­მი­ა­ნის ბა­ტა­ლი­ონ­მა და­ი­წყო ჩვე­ნი სოფ­ლე­ბის შე­მოვ­ლა, მუ­ლის ოჯახ­ში შე­სუ­ლან, მა­მამ­თი­ლი მდგა­რა ეზო­ში და მის­თვის ია­რა­ღი და ოქ­რო­უ­ლო­ბა მო­უ­თხო­ვი­ათ, სა­ი­დან ექ­ნე­ბო­და იქ ია­რა­ღი? მერე ჩემი მე­უღ­ლე მო­სუ­ლა, წყა­ლი მოჰ­ქონ­და, თურ­მე. და­უ­ჭე­რი­ათ ან­ზო­რი და კონ­და­ხით და­უ­წყი­ათ ცემა. ამა­სო­ბა­ში მუ­ლის ქმა­რიც გა­მო­სუ­ლა, ოკუ­პან­ტე­ბი მთლად გა­გი­ჟე­ბუ­ლან, უთ­ქვამთ, აქ მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი ყო­ფი­ლაო. მერე ჩემი ქმა­რი და მუ­ლის ქმა­რი კე­დელ­თან მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ და მა­მამ­თი­ლის თვალ­წინ დუხვრი­ტავთ, მის­თვის უთ­ქვამთ, შენ არ მოგ­კლავთ, უნდა იწ­ვა­ლოო. მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ახ­ლად­გა­მო­სუ­ლი ეს ავად­მყო­ფი კაცი, გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო და იმ ად­გი­ლას, სა­დაც მისი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იწ­ვნენ, ხეზე ჩა­მო­უ­კი­დია თავი. მე­ზობ­ლის ქალ­მა გვი­თხრა, რომ მა­მამ­თილს წე­რი­ლიც და­უ­ტო­ვია, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე ვერ მო­აღ­წია, პა­ტი­ე­ბას ითხოვ­და, თურ­მე...

ან­ზორ თო­დუა, ნაზი კო­პა­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე

"მა­შინ და­ი­კარ­გა საფ­ლა­ვე­ბი, არა­ვინ იცო­და მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი"

ძა­ლი­ან გვი­ან გა­ვი­გე მათი ამ­ბა­ვი. სა­მი­ვე ცხე­და­რი მა­რი­ნას - მუ­ლის ოჯა­ხის ეზო­ში, პლე­დებ­ში გახ­ვე­უ­ლე­ბი და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ. მერე ის სახ­ლი ვი­ღაც აფხაზს და­უ­კა­ვე­ბია. ეტყო­ბა, მან ვერ გა­უძ­ლო ეზო­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ყუ­რე­ბას და სა­მი­ვე ცხე­და­რი ბა­ბუ­შე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­უ­ტა­ნია. ჩვენ გვე­გო­ნა, სა­მი­ვე­ნი ერთ საფ­ლავ­ში იყო, მაგ­რამ ცალ-ცალ­კე და­უ­მარ­ხავს. მა­შინ და­ი­კარ­გა ეს საფ­ლა­ვე­ბი, არა­ვინ იცო­და მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მერე ჩემი გუ­და­უ­თე­ლი ნა­თე­სა­ვი ჩა­სუ­ლა და იმ ეზო­ში შე­სუ­ლა (როცა ჩა­დი­ო­და, ყო­ველ­თვის შე­დი­ო­და და სან­თლებს ან­თებ­და), საფ­ლა­ვე­ბი რომ არ დახ­ვდა, მო­უ­კი­თხავს, გა­მო­სუ­ლა „მას­პინ­ძე­ლი“ მა­მა­კა­ცი და უხე­შად უპა­სუ­ხია, აქე­დან გა­და­ვიყ­ვა­ნეო. მას ზედ­მე­ტი არა­ფე­რი უკი­თხავს, რომ მო­ეკ­ლა, ვინ­მე რა­მეს გა­ი­გებ­და, თუ რა? ნა­თე­სა­ვი წა­სუ­ლა და სა­მე­ზობ­ლო­ში გა­უ­კი­თხავს, და­ახ­ლო­ე­ბი­თაც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. მას მერე სამ­ჯერ მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, ერთ რუ­სის ქალს უთ­ქვამს, ზუს­ტად არა, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, სად მარ­ხი­ა­ნო. იმ აფხაზ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად და­უ­მა­ლა, თო­რემ მან არ და­მარ­ხა და არ იცო­და? რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო, ნა­თე­სავ­მა საფ­ლა­ვებ­ზე ბო­ძე­ბი ჩა­არ­ჭო, მერე ქვე­ბიც და­უ­წყვია, ბო­ლოს, ჟან­გი­ა­ნი მავ­თუ­ლით შე­მო­ღო­ბა საფ­ლა­ვე­ბი.

"აფხა­ზებ­მა სა­ხუ­რავს "მუხა" ეს­რო­ლეს, დედა გა­ა­კა­ვეს და სახ­ლის გა­და­ბუგ­ვას აყუ­რე­ბი­ნეს"

მე­უღ­ლე პე­და­გო­გე­ბის ოჯა­ხი­დან იყო - დე­დამ­თი­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი, მა­მამ­თი­ლი - ფი­ლო­ლო­გი გახ­ლდათ. მა­მამ­თი­ლი სა­მა­მუ­ლო ომ­შიც იბ­რძო­და. გე­ნა­დი თო­დუა წარ­მო­შო­ბით ჩხო­რო­წყუ­დან, მუ­ხუ­რი­დან იყო, ერთხა­ნო­ბას აფხა­ზუ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც ყო­ფი­ლა, მერე ჩვენ­თან, აჩა­და­რა­ში გა­იხ­სნა სკო­ლა და იქ და­წყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. მე რომ მი­მიყ­ვა­ნეს, დე­დამ­თი­ლი - ბა­ბი­ლი­ნა ალა­ნია 13 წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი და პე­და­გო­გი ყო­ფი­ლა, დღემ­დე ცრემ­ლით იხ­სე­ნე­ბენ ამ ადა­მი­ანს. ჩემს შვი­ლიშ­ვილს მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვით ბა­ბი­ლი­ნა.

ჩემი ფეს­ვე­ბი ლე­ჩხუ­მი­და­ნაა, მაგ­რამ გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის ულა­მა­ზეს სო­ფელ გა­ნახ­ლე­ბა­ში და­ვი­ბა­დე (მა­მას წი­ნა­პა­რი აფხა­ზეთ­ში იყო გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი). დღეს მა­მას სახ­ლში ყა­რა­ბა­ხე­ლი სო­მე­ხი ცხოვ­რობს. მამა ომის დროს და­ი­ღუ­პა, ჩვე­ნი ოჯა­ხი კი მთლი­ა­ნად გა­დაწ­ვეს - აფხა­ზებს დედა გა­უ­კა­ვე­ბი­ათ და ისე აყუ­რე­ბი­ნეს, რო­გორ ეს­რო­ლეს სახ­ლის სა­ხუ­რავს „მუხა“. ეს ვან­და­ლე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თურ­მე, უყუ­რე, რა კარ­გად იწ­ვის შენი სახ­ლიო. დედა ბოლო ხმა­ზე კი­ო­და, მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, გვეს­მო­და ქსე­ნი­ას კი­ვი­ლი, მაგ­რამ შეგ­ვე­შინ­და, რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, ჩვენც მოგ­ვკლავ­დნე­ნო. ისე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, მა­ინც ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ჩვენს სახ­ლს დიდი აი­ვა­ნი ჰქონ­და და მერე მე­ზობ­ლებ­მა კი­ბის ქვეშ ხის ფარ­დუ­ლი­ვით გა­უ­კე­თეს პა­ტა­რა ოთა­ხი და სიკ­ვდი­ლამ­დე იქ ცხოვ­რობ­და. დე­დამ ის გა­დამ­წვა­რი კარ­მი­და­მოც არ და­ტო­ვა...

გე­ნა­დი თო­დუა, ნაზი კო­პა­ლი­ა­ნის მა­მამ­თი­ლი

მერე ჰყვე­ბო­და, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი მი­სუ­ლან და წი­თე­ლი ლენ­ტი მი­უ­ბამთ ჭიშ­კარ­ზე. ასე და­დი­ოდ­ნენ და ლენ­ტებს იმ სახ­ლებს აბამ­დნენ, რომ­ლე­ბიც უნდა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ გვყავ­და აფხა­ზი ნა­თე­სა­ვი და დე­დას ჰგო­ნე­ბია, ალ­ბათ მან გა­მოგ­ზავ­ნა და ეს იმის ნი­შა­ნია, გა­და­მარ­ჩენ­სო, არა და, პი­რი­ქით მოხ­და. მერე იგი­ვე მან­ქა­ნა მი­სუ­ლა, სა­ხუ­რავს „მუხა“ ეს­რო­ლეს და გა­კა­ვე­ბულ დე­და­ჩემს აყუ­რე­ბი­ნეს, რო­გორ იწ­ვო­და სახ­ლი. დე­დას რაც ება­და, ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღეს, ეზო­დან ქათ­მე­ბი და ბა­ტე­ბიც წა­იყ­ვა­ნეს. ბა­ტებ­ზე მოხ­და სა­ოც­რე­ბა - დე­დას 12-13 ბატი ჰყავ­და, მო­სუ­ლან და წა­უყ­ვა­ნი­ათ ვი­ღა­ცე­ებს, მე­სა­მე დღეს ყვე­ლა ბატი უკან მოფ­რე­ნი­ლა დე­დას­თან. დედა ბა­ტებს რომ პუ­ტავ­და, იმ ბუმ­ბუ­ლით ბა­ლი­შებს კე­რავ­და, ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს და­ვახ­ვედ­რე­ბო. დედა გე­გე­ნა­ვას ქალი იყო, გმი­რი და სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი. დე­დას ეზო­ში მან­და­რი­ნის ხე­ე­ბი ედგა, ყვე­ლა სე­ზონ­ზე მი­დი­ოდ­ნენ აფხა­ზე­ბი, მო­სა­ვალს კრეფ­დნენ და მიჰ­ქონ­დათ. რო­მე­ლი­ღაც სე­ზონ­ზე დე­დაც დახ­მა­რე­ბია კრე­ფა­ში, ერთ აფხაზს უს­ვინ­დი­სია და 25 მა­ნე­თი მი­უ­ცია. ყვე­ლა­ფე­რი გაჰ­ქონ­დათ, რაც ება­და, ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რა აზრი ჰქონ­და? დე­დას ას­თმა აწუ­ხებ­და, ფილ­ტვებ­ში წყა­ლი ჩად­გო­მია, მე­ზობ­ლებს ჩემი დის­თვის შე­უთ­ვლი­ათ გუ­და­უ­თა­ში, ის ჩა­ვი­და და უვ­ლი­და. გვინ­დო­და დე­დას აქეთ გად­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უა­რობ­და, არც მან და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა.. მე­ზობ­ლე­ბი აქ­ცევ­დნენ ერ­თმა­ნეთს ყუ­რა­დღე­ბას.

"ოღონდ კი შან­სი გაგ­ვიჩ­ნდეს და ფე­ხით წა­ვალ ში­ნის­კენ, ჩემს აჩა­და­რა­ში“

2 წლის წინ, ივ­ლის­ში ჩემ­მა მულ­მა მა­რი­ნამ გა­ნა­ცხა­დი და­წე­რა „წი­თელ ჯვარ­ში“, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ეძებ­და. გა­მო­ძი­ე­ბა მი­დი­ო­და და ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 2 წლის მერე მო­ძებ­ნეს ბა­ბუ­შე­რას სა­საფ­ლა­ო­ზე. სამი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ჩა­მოგ­ვის­ვე­ნეს, ამ 13 კაც­ში კი­დევ იყო ერთი ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი - ზა­ქა­რა­ია, თუ არ ვცდე­ბი, ნაღ­მზე აფეთ­ქდა. ზო­გა­დად, ჩვე­ნი სო­ფე­ლი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო, ცოტა სომ­ხე­ბი და აქა-იქ აფხა­ზე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. მე­ზო­ბე­ლი გვყავ­და აფხა­ზი, კარ­გი ოჯა­ხი იყო, მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ვიცი, რომ ბევ­რი ნა­ნობს რაც მოხ­და, მაგ­რამ ამას იქ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ამ­ბობს...

ნაზი კო­პა­ლი­ა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

ახლა ჩვენს სახ­ლში, აჩა­და­რა­ში თურ­მე მეგ­რუ­ლი გვა­რის აფხა­ზი ცხოვ­რობს...

ან­ზო­რი, გე­ნა­დი და ვახ­ტან­გი ჩა­მო­ას­ვე­ნეს და გა­მი­ახ­ლდა ტკი­ვი­ლი. 10 დღით ადრე გვი­თხრეს, ვი­პო­ვეთ და გად­მო­ვას­ვე­ნებ­თო, ამის­თვის მზად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო... მად­ლო­ბა მათ, ვინც ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დაგ­ვიბ­რუ­ნა. მე­უღ­ლე და მა­მამ­თი­ლი ვა­ზი­სუბ­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, ჩემი გო­გო­ნას გვერ­დით, მუ­ლის ქმა­რი - ვახ­ტანგ ჩი­ჩუა კი სე­ნაკ­ში, სო­ფელ ეკში და­ვა­საფ­ლა­ვეთ. ან­ზო­რი სა­ო­ცა­რი მამა, შვი­ლი და მე­უღ­ლე იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. ამ ტრა­გე­დი­ას პი­რა­დად არ შევ­სწრე­ბი­ვარ, სხვი­სი მო­ნა­თხრო­ბით ვიცი, ალ­ბათ ამი­ტომ დღემ­დე მე­გო­ნა, ცო­ცხლე­ბი და სა­დღაც იყ­ვნენ... სა­ნამ მათი ნეშ­ტი არ ვნა­ხე, ვერ და­ვი­ჯე­რე, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო ჩემ­თვის. მა­პა­ტი­ეთ, არე­უ­ლად თუ ვი­სა­უბ­რე... ასე მგო­ნია, ვი­ღა­ცას ვა­ცო­დებ თავს, არა და, ასე არაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ ტრა­გე­დი­ის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და. ოღონდ კი დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი გაჩ­ნდეს და ტრან­სპორ­ტი სულ არ მინ­და, ფე­ხით წა­ვალ ში­ნის­კენ, ჩემს აჩა­და­რა­ში. მარ­ტო მე არა, დევ­ნი­ლე­ბის 90% ასე ამ­ბობს. სა­ო­ცა­რი მხა­რეა აფხა­ზე­თი, სა­ოც­რად მშობ­ლი­უ­რია და უზო­მოდ დიდი ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც სამი ათე­უ­ლი წე­ლია თან და­ვა­ტა­რებ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
1

გულზე მჯიღის ცემას უნდა შევეშვათ ქართველები და ცივი გონებით შევაფასოთ გეოპოლიტიკური ვითარება XXI საუკუნში რუსეთის ფედერაციის დეზინტეგრაციის ფონზე. რეკომენდაცია რაც იქნებოდა ჩემი მხრიდან შემდეგია ქვეყნის ხელისუფლებისადმი შემდეგია: 1) გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და ჯარის რიცხოვნეება გაზარდოს პირველ ეტაპზე 50 000-მდე. II - სპეცსამსახურების შტატი გაზარდოს 5 000-მდე. 3) აშშ-სთან მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობით შემოიტანოს უახლესი ჰსთ და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებასთან სადაზვერვო და კამიკაძე დრონები. 4) კორუფციას გამოუცხადოს დაუნდობელი ბრძოლა და კანონმდებლობა გაამკაცროს ისე რომ მოღალატედ გამოცხადდეს ყველა კოუფციაში გახვეული ჩინოვნიკი და მათი ოჯახები, ხოლო სასჯელი 15-წლიდან 20-წლამდე ან უვადო გახადოს 5) გაბერილი სიპები და აიპები დაშალოს ეტაპობრივად 6) სახელმწიფო სამსახურებში კონკურსები ჩატარდეს მიუკრძოებლად. 7) ეროვნულ სამხედრო მრეწველობის განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი მაქსიმალურად რათა ქართული ჯარის ეკიპირებით და ცეცხლსასროლი იარაღით მომარაგება მაინც შევძლოთ დასავლეთის დაუხმარებლად. 8) უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური რომელიც მოძებნის და დასჯის მთელი მსოფლიოს გარშემო ეთნიკური ქართველების მკვლელებს - ებრაული მოსადი (,,დაზვერვის და სპეციალური ოპერაცების დეპარტამენტი" რომლის ბიუჯეტი დღესდღეობით არაოფიციალურად 3 მილიარდ დოლარს აღემატება) ამის შესანიშნავი მაგალითია 8) კონფლიქტის გადაწყვეტის მხოლოდ 2 გზა არსებობს ან სამშვიდობო ხელშეკრულება და აფხაზეთთან ერთად ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი შემომტკიცება, ან სამხედრო ძალით დაბრუნება, უშუალოდ ხისტ და რბილ ძალაზე რომ ვისაუბროთ თუ არ გვეყოლება ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს ინსტიტუტები და საზოგადოება ერთ მუშტად შეკრული, ისე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აზრი ეკარგება თითქმის ყველა ვარიანტში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებენ სამშვიდობო პირობებს ერთი მხრივ ოსები და მეორე მხრივ აფხაზები მაშინ მოუწევთ ყველა სეპარატისტს, რომელსაც კი ქართველების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი ოსების შემთხვევაში ვლადიკავკაზში გადაბარგება სამუდამოდ, ხოლო აფხაზების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაში, ან უკრაინასთან ომის შემდეგ რაც დარჩება უკან ჩრდ. კავკასიაში. მჯერა, რომ ძლიერი და ერთიანი საქართველო იქნება მონოლითურად შეკრული და ანგარიშგასაწევი ძალა არამხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ მახლობელ აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიის რეგიონში. ეს არის გეგმა რომელიც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ რომელსაც პრაგმატულად ესახება საქართველოს გადარჩენა ამ ურთულეს, ტურბულენტურ გარემოში, რეგიონში სადაც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი აქტორის ინტერესია ერთმანეთს გადაჯაჭვული.

ჩამობრძანებული
18

სათავეშივე უნდა პრობლემებს მოგვარება და აღარ გადაიზრდება მოუგვარებელ პრობლემად არ უნდა დაასახლო შენ მიწაზე უცხო ერი ეს მარტივი გასაკეთებელია ასევე მარტივი გასაკეთებელია უცხოეელებზე მობრძანდით დაბრძანდით იყიდეთ და ტურიზმი, კარგი გგონიათ? და მაგაზე აშენებული ეკონომიკა ? უარყოფით მხარეებსაც უნდა გადავხედოთ რა შეიძლება მოყვეს ქმედებებს სამშობლო იგივე დიდი ოჯახია თუ ცუდათ არის დიდი ოჯახი უფროსი. ოჯახის წევრებიც ცუდათ არიან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ორივე დაუხვრეტიათ, ამის შემხედვარე მამამთილს გულმა ვერ გაუძლო და იქვე ჩამოიხრჩო თავი" - 30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა

"ორივე დაუხვრეტიათ, ამის შემხედვარე მამამთილს გულმა ვერ გაუძლო და იქვე ჩამოიხრჩო თავი" - 30 წლის შემდეგ განახლებული ტკივილი: რას ჰყვება ქალი, რომელმაც აფხაზეთის ომში ოჯახის სამი წევრი დაკარგა

წლებია, წითელი ჯვარი სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაღუპულების საფლავებს ეძებს. 20 ივლისს კიდევ 13 ადამიანი დაკრძალეს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ და ოჯახებმა მათი ნეშტები მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაიბრუნეს. აფხაზეთიდან გადმოსვენებულებიდან 4 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირია, რომელთა პანაშვიდი თბილისში, სამების ტაძარში გაიმართა.

31 წლის შემდეგ ჩამოსვენებულთა შორისაა ერთი ოჯახის სამი წევრი - ანზორ თოდუა, გენადი თოდუა და ვახტანგ ჩიჩუა, რომელთაც ომის დროს მშობლიური აჩადარა არ დაუტოვებიათ, ისინი ოკუპანტებმა საკუთარი სახლის ეზოში უმოწყალოდ დახვრიტეს.

AMBEBi.GE ნაზი კოპალიანს ესაუბრა, რომელსაც ერთდროულად სამი ძვირფასი ადამიანის გარდაცვალების ცნობა მიუვიდა - მეუღლის, მამამთილისა და მულის ქმრის. რესპოდენტი იმ ენითაუწერელ ტრაგედიაზე გვიამბობს, რომელიც მას და მის ოჯახს დაატყდა თავს.

"სოხუმთან ახლოს, სოფელ აჩადარაში ვცხოვრობდით. მე და ჩემმა მეუღლემ სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრეთ, მე ქარხანაში - "სოხუმ ხელსაწყოში“ კონსტრუქტორად ვმუშაობდი, მეუღლე - გემშემკეთებელ ქარხანაში, ინჟინრის პოზიციაზე. ფეხით დავდიოდით სოხუმში, ბავშვებიც იქ დაგვყავდა საბავშვო ბაღში და ომამდე ასე გამოვზარდეთ სამი შვილი.

დაიწყო ავადსახსენებელი ომი, უფროსი გოგონა - ბაია მე-2 კლასში გადადიოდა, ლევანი - 5 წლის იყო, სოფო კი 2-ის. მე და ბავშვები ჯერ ჩემი დედ-მამის სახლში გადავედით, სოფელ განახლებაში (გულრიფშის რაიონი), ვინაიდან ჩვენი სახლი ლამის ფრონტის ხაზი იყო, მუდმივად ფრენდნენ თვითმფრინავები, ტანკები მიმოდიოდნენ და ვიდრე ძლიერი შეტაკებები დაიწყებოდა, მეუღლემ ოჯახს გაგვარიდა. მამამთილი და მეუღლე სახლში დარჩნენ, არ დაუტოვიათ იქაურობა. იმ დროს ჩემი მაზლი - სოსო ესენტუკში იყო წასული დასასვენებლად, ომი დაიწყო თუ არა, წამოვიდა, ძლივს ჩამოაღწია, გზები გადაკეტილი იყო და მაშინვე ფრონტზე წავიდა. ჩემს მეუღლეს პრობლემა ჰქონდა თვალებზე - ახლომხედველი იყო და ომში არ წაიყვანეს, თუმცა თავისებურად იბრძოლა - სახლ-კარს არ ტოვებდა. როცა დაბომბვები გახშირდა, ბებიას მიტოვებულ სახლში გადავედით, შემდეგ - ფოთში, შერიგება როცა მოხდა, უკან, შინ დავბრუნდით და სოხუმი როცა აიღეს, მაშინ გადმოვფრინდი უკვე თბილისში.

მე და ჩემი შვილები თვითმფრინავით წამოვედით სოხუმიდან. იმავე რეისზე ყოფილა ჩემი მაზლი - სოსო, ფრონტზე მძიმედ დაიჭრა ფეხში. მეუღლემ მითხრა, მგონი, სოსოც მანდ უნდა იყოს და გაიკითხეო. თვითმფრინავში ისეთი ქაოსი იყო, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი, სოსო რომ მომეძებნა. თბილისში როცა ჩამოვფრინდით, საშინელი ქარი იყო და მესმის, ვიღაც მიძახის, გავიხედე და ავტობუსის კარში ჩემი მაზლი დავინახე, ტიროდა... მივედი, გამამხნევა, აბა, შენ იცი, ბავშვებს მიხედე და მერე მოგძებნითო. გადარჩა ჩემი მაზლი, ვეტერანთა ჰოსპიტალში უმკურნალეს და ჩვენ თვითონ მოვნახეთ, ძალიან ცუდი ჭრილობები ჰქონდა (ფეხზე მხოლოდ ძვლებიღა დარჩენოდა, ხორცი გამოჭმული ჰქონდა). სანამ სოსო მკურნალობდა, ჩვენ ქობულეთში წავედით ჩემს დასთან, რომელიც იქ ჩვენზე ადრე ჩავიდა. პანსიონატ „აისში“ დავბინავდით, სადაც 4 წელი ვიცხოვრეთ. იქ ყოფნისას დიდი ტრაგედია დამატყდა თავს, მესამე შვილი - სოფიკო დამეღუპა, რომელიც იმ წელს სკოლაში უნდა შესულიყო. მას მერე ვეღარ გავძელი ქობულეთში და თბილისში გადმოვედით...

ნაზი კოპალიანი

"ორივე დაუხვრეტიათ, ამის შემხედვარე მამამთილს გულმა ვეღარ გაუძლო და იქვე ჩამოიხრჩო თავი"...

სენაკის სადგურზე რაღაც ცენტრი იყო და ადამიანები იქ ეძებდნენ ერთმანეთ. ჩემი მული დადიოდა ხშირად, მისი მეუღლის ოჯახი სენაკთან ახლოს ცხოვრობდა და იქ გაიგო სიმართლე - რა დატრიალდა ჩვენს ოჯახში. მარინამ შეიტყო, რომ სამივე - ჩემი მეუღლე, მამამთილი და მისი ქმარი ერთად დაიღუპნენ. ჯერ უთხრეს, სვანეთით, ჭუბერით მოდიოდნენ კაცებიო, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა...

ჩემმა მეუღლემ, ჩვენ გამოგვაცილა, თვითონ კი საავადმყოფოში მამასთან დაბრუნდა, ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. როცა მამამთილი გამოწერეს, ანზორმა დასთან წაიყვანა, რომელიც ბაბუშერას აეროპორტის წინ ცხოვრობდა. ჩემი მული ჯერ არ იყო აფხაზეთიდან წამოსული, შვილები ჰყავდა სხვაგან გაგზავნილი, დაბრუნდნენ და მერე მათთან ერთად წამოვიდა. მარინეს მამა, ძმა და ქმარი არ გამოჰყოლია, ადგილზე დარჩნენ. იმ პერიოდში ჩვენები ავტობუსებითაც მოჰყავდათ, ოღონდ, წინასწარ უნდა ჩაწერილიყავი. მულის ქმარი ჩაწერილა და 2 დღეში აპირებდნენ აფხაზეთის დატოვებას, მაგრამ არ დასცალდათ - ბაგრამიანის ბატალიონმა დაიწყო ჩვენი სოფლების შემოვლა, მულის ოჯახში შესულან, მამამთილი მდგარა ეზოში და მისთვის იარაღი და ოქროულობა მოუთხოვიათ, საიდან ექნებოდა იქ იარაღი? მერე ჩემი მეუღლე მოსულა, წყალი მოჰქონდა, თურმე. დაუჭერიათ ანზორი და კონდახით დაუწყიათ ცემა. ამასობაში მულის ქმარიც გამოსულა, ოკუპანტები მთლად გაგიჟებულან, უთქვამთ, აქ მთელი ბატალიონი ყოფილაო. მერე ჩემი ქმარი და მულის ქმარი კედელთან მიუყენებიათ და მამამთილის თვალწინ დუხვრიტავთ, მისთვის უთქვამთ, შენ არ მოგკლავთ, უნდა იწვალოო. მარტო დარჩენილა საავადმყოფოდან ახლადგამოსული ეს ავადმყოფი კაცი, გულმა ვეღარ გაუძლო და იმ ადგილას, სადაც მისი გარდაცვლილები იწვნენ, ხეზე ჩამოუკიდია თავი. მეზობლის ქალმა გვითხრა, რომ მამამთილს წერილიც დაუტოვია, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, პატიებას ითხოვდა, თურმე...

ანზორ თოდუა, ნაზი კოპალიანის მეუღლე

"მაშინ დაიკარგა საფლავები, არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი"

ძალიან გვიან გავიგე მათი ამბავი. სამივე ცხედარი მარინას - მულის ოჯახის ეზოში, პლედებში გახვეულები დაუსაფლავებიათ. მერე ის სახლი ვიღაც აფხაზს დაუკავებია. ეტყობა, მან ვერ გაუძლო ეზოში სასაფლაოების ყურებას და სამივე ცხედარი ბაბუშერის სასაფლაოზე გადაუტანია. ჩვენ გვეგონა, სამივენი ერთ საფლავში იყო, მაგრამ ცალ-ცალკე დაუმარხავს. მაშინ დაიკარგა ეს საფლავები, არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. მერე ჩემი გუდაუთელი ნათესავი ჩასულა და იმ ეზოში შესულა (როცა ჩადიოდა, ყოველთვის შედიოდა და სანთლებს ანთებდა), საფლავები რომ არ დახვდა, მოუკითხავს, გამოსულა „მასპინძელი“ მამაკაცი და უხეშად უპასუხია, აქედან გადავიყვანეო. მას ზედმეტი არაფერი უკითხავს, რომ მოეკლა, ვინმე რამეს გაიგებდა, თუ რა? ნათესავი წასულა და სამეზობლოში გაუკითხავს, დაახლოებითაც არავინ არაფერი იცოდა. მას მერე სამჯერ მივიდა იმ ადგილას, ერთ რუსის ქალს უთქვამს, ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ვიცი, სად მარხიანო. იმ აფხაზმა შეგნებულად დაუმალა, თორემ მან არ დამარხა და არ იცოდა? რომ არ დაკარგულიყო, ნათესავმა საფლავებზე ბოძები ჩაარჭო, მერე ქვებიც დაუწყვია, ბოლოს, ჟანგიანი მავთულით შემოღობა საფლავები.

"აფხაზებმა სახურავს "მუხა" ესროლეს, დედა გააკავეს და სახლის გადაბუგვას აყურებინეს"

მეუღლე პედაგოგების ოჯახიდან იყო - დედამთილი მათემატიკოსი, მამამთილი - ფილოლოგი გახლდათ. მამამთილი სამამულო ომშიც იბრძოდა. გენადი თოდუა წარმოშობით ჩხოროწყუდან, მუხურიდან იყო, ერთხანობას აფხაზური სკოლის დირექტორიც ყოფილა, მერე ჩვენთან, აჩადარაში გაიხსნა სკოლა და იქ დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. მე რომ მიმიყვანეს, დედამთილი - ბაბილინა ალანია 13 წლის გარდაცვლილი იყო, შესანიშნავი ქალი და პედაგოგი ყოფილა, დღემდე ცრემლით იხსენებენ ამ ადამიანს. ჩემს შვილიშვილს მის პატივსაცემად დავარქვით ბაბილინა.

ჩემი ფესვები ლეჩხუმიდანაა, მაგრამ გულრიფშის რაიონის ულამაზეს სოფელ განახლებაში დავიბადე (მამას წინაპარი აფხაზეთში იყო გადმოსახლებული). დღეს მამას სახლში ყარაბახელი სომეხი ცხოვრობს. მამა ომის დროს დაიღუპა, ჩვენი ოჯახი კი მთლიანად გადაწვეს - აფხაზებს დედა გაუკავებიათ და ისე აყურებინეს, როგორ ესროლეს სახლის სახურავს „მუხა“. ეს ვანდალები ეუბნებოდნენ თურმე, უყურე, რა კარგად იწვის შენი სახლიო. დედა ბოლო ხმაზე კიოდა, მეზობლებმა თქვეს, გვესმოდა ქსენიას კივილი, მაგრამ შეგვეშინდა, რომ გამოვსულიყავით, ჩვენც მოგვკლავდნენო. ისეთი ვითარება იყო, მაინც ვერაფრით დაეხმარებოდნენ. ჩვენს სახლს დიდი აივანი ჰქონდა და მერე მეზობლებმა კიბის ქვეშ ხის ფარდულივით გაუკეთეს პატარა ოთახი და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. დედამ ის გადამწვარი კარმიდამოც არ დატოვა...

გენადი თოდუა, ნაზი კოპალიანის მამამთილი

მერე ჰყვებოდა, რომ ვიღაცეები მისულან და წითელი ლენტი მიუბამთ ჭიშკარზე. ასე დადიოდნენ და ლენტებს იმ სახლებს აბამდნენ, რომლებიც უნდა განადგურებულიყო. ჩვენ გვყავდა აფხაზი ნათესავი და დედას ჰგონებია, ალბათ მან გამოგზავნა და ეს იმის ნიშანია, გადამარჩენსო, არა და, პირიქით მოხდა. მერე იგივე მანქანა მისულა, სახურავს „მუხა“ ესროლეს და გაკავებულ დედაჩემს აყურებინეს, როგორ იწვოდა სახლი. დედას რაც ებადა, ყველაფერი წაიღეს, ეზოდან ქათმები და ბატებიც წაიყვანეს. ბატებზე მოხდა საოცრება - დედას 12-13 ბატი ჰყავდა, მოსულან და წაუყვანიათ ვიღაცეებს, მესამე დღეს ყველა ბატი უკან მოფრენილა დედასთან. დედა ბატებს რომ პუტავდა, იმ ბუმბულით ბალიშებს კერავდა, ჩემს შვილიშვილებს დავახვედრებო. დედა გეგენავას ქალი იყო, გმირი და საოცარი ადამიანი. დედას ეზოში მანდარინის ხეები ედგა, ყველა სეზონზე მიდიოდნენ აფხაზები, მოსავალს კრეფდნენ და მიჰქონდათ. რომელიღაც სეზონზე დედაც დახმარებია კრეფაში, ერთ აფხაზს უსვინდისია და 25 მანეთი მიუცია. ყველაფერი გაჰქონდათ, რაც ებადა, ან წინააღმდეგობას რა აზრი ჰქონდა? დედას ასთმა აწუხებდა, ფილტვებში წყალი ჩადგომია, მეზობლებს ჩემი დისთვის შეუთვლიათ გუდაუთაში, ის ჩავიდა და უვლიდა. გვინდოდა დედას აქეთ გადმოყვანა, მაგრამ კატეგორიულად უარობდა, არც მან დატოვა იქაურობა.. მეზობლები აქცევდნენ ერთმანეთს ყურადღებას.

"ოღონდ კი შანსი გაგვიჩნდეს და ფეხით წავალ შინისკენ, ჩემს აჩადარაში“

2 წლის წინ, ივლისში ჩემმა მულმა მარინამ განაცხადი დაწერა „წითელ ჯვარში“, რომ მიცვალებულებს ეძებდა. გამოძიება მიდიოდა და ჩვენი გარდაცვლილები 2 წლის მერე მოძებნეს ბაბუშერას სასაფლაოზე. სამი მიცვალებული ჩამოგვისვენეს, ამ 13 კაცში კიდევ იყო ერთი ჩვენი თანასოფლელი - ზაქარაია, თუ არ ვცდები, ნაღმზე აფეთქდა. ზოგადად, ჩვენი სოფელი ქართული სოფელი იყო, ცოტა სომხები და აქა-იქ აფხაზები ცხოვრობდნენ. მეზობელი გვყავდა აფხაზი, კარგი ოჯახი იყო, მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ ბევრი ნანობს რაც მოხდა, მაგრამ ამას იქ ხმამაღლა არავინ ამბობს...

ნაზი კოპალიანი შვილიშვილებთან ერთად

ახლა ჩვენს სახლში, აჩადარაში თურმე მეგრული გვარის აფხაზი ცხოვრობს...

ანზორი, გენადი და ვახტანგი ჩამოასვენეს და გამიახლდა ტკივილი. 10 დღით ადრე გვითხრეს, ვიპოვეთ და გადმოვასვენებთო, ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ მაინც ძალიან ემოციური იყო... მადლობა მათ, ვინც ჩვენი მიცვალებულები დაგვიბრუნა. მეუღლე და მამამთილი ვაზისუბნის სასაფლაოზე, ჩემი გოგონას გვერდით, მულის ქმარი - ვახტანგ ჩიჩუა კი სენაკში, სოფელ ეკში დავასაფლავეთ. ანზორი საოცარი მამა, შვილი და მეუღლე იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი. ამ ტრაგედიას პირადად არ შევსწრებივარ, სხვისი მონათხრობით ვიცი, ალბათ ამიტომ დღემდე მეგონა, ცოცხლები და სადღაც იყვნენ... სანამ მათი ნეშტი არ ვნახე, ვერ დავიჯერე, რაღაცნაირად გაორებული ვიყავი, ისეთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის. მაპატიეთ, არეულად თუ ვისაუბრე... ასე მგონია, ვიღაცას ვაცოდებ თავს, არა და, ასე არაა. სინამდვილეში, ამ ტრაგედიის გახსენებაც არ მინდა. ოღონდ კი დაბრუნების შანსი გაჩნდეს და ტრანსპორტი სულ არ მინდა, ფეხით წავალ შინისკენ, ჩემს აჩადარაში. მარტო მე არა, დევნილების 90% ასე ამბობს. საოცარი მხარეა აფხაზეთი, საოცრად მშობლიურია და უზომოდ დიდი ტკივილი, რომელსაც სამი ათეული წელია თან დავატარებ.