ლელა კილაძე და ცნობილი ალტისტი, გიორგი ცაგარელი გუშინ ხორვატიაში, ინგლისური ჯგუფის, Depeche Mode-ის კონცერტს დაესწრნენ.
კადრებს სოციალურ ქსელში ლელა ავრცელებს, სადაც მათ შორის თბილი დამოკიდებულება ჩანს.
როგორც წყარომ დაგვიდასტურა, ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს დაშორდა და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
რაც შეეხება ლელა კილაძესა და გიორგი ცაგარელს, კილაძის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულმა ვიდეომ მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე ეჭვი გააჩინა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ლელა კილაძეს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებიდან გიგი უგულავასთან. მაშინ გიგი თბილისის მერი იყო და წყვილის სკანდალური სიყვარულის შესახებ ქართული მედია ხშირად წერდა. დაშორების შესახებ ოფიციალურად გიგი უგულავამ ოცნების ხელისუფლების დროს, ციხეში ყოფნისას განაცხადა.
მაშინ რეალურად დადასტურდა ჭორი, რომ ლელას გუკა რჩეულიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა და ცოლად მიჰყვებოდა. მალე ისინი ერთად საზოგადოების წინაშე გამოჩნდნენ და საერთო შვილი თრინითი შეეძინათ.
ორი წლის წინ, გუკა რჩეულიშვილი მეუღლის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს. მართალია, სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ციხის დატოვების შემდეგ გუკა სოციალურ ქსელში წერდა:
"ერთი-ორი სიტყვა ჩემ დაჭერაზე ხომ უნდა ვთქვა?! "იტოგში“ მე მართლა ისეთ სიმაღლეზე დავფრინავდი, რომ პატარა შეცდომა სიკვდილი იყო! ამიტომ, მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, რაც კვლევით დამტკიცდა და საგიჟეთი არ მიტოვებდა, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი. ხომ კარგი ვარიანტია?! მაგრამ მანდ არ მთავრდება.
4 თვეში რომ გამოვედი, იმ ქალბატონი ადვოკატის, რომელიც ჩემი წინააღმდეგი იყო, მისი გასამრჯელოს ნახევარი რაც დარჩენილი იყო, მე გადამახდევინეს. დედას ვფიცავარ, რა კლასია. რეალურად თუ მაგრად არ ვუფასებდე ორივეს. რა ძნელია განსაკუთრებით ლელას მხრიდან, იმიტომ, რომ განცხადების გაკეთება მას მოუწია!
ასე მოხდა ეს ისტორია, არც ინშალაჰ და მაშალაჰ ამას არ უნდა, მაგრამ ადვოკატის თემა "უთელესია...“, - წერდა გუკა რჩეულიშვილი.
ლელამ და გუკამ თანაცხოვრება გააგრძელეს, მათი წყვილი თითქოს ძველებურად ბედნიერი ჩანდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გუკა ხშირად ჩადიოდა კიევში და სხვა ქალაქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. როდის დასრულდა წყვილის ურთიერთობა, მედიისთვის უცნობია.
რაც შეეხება გიორგი ცაგარელს, მისი და ლიზა ბაგრატიონის ურთიერთობის შესახებ მედიაში ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ლიზა ბაგრატიონსა და გიორგი ცაგარელს დაშორებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ ეს დროებითი გატაცებაა, თუმცა წყვილი წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდა. ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის ვიდეო Depeche Mode-ის კონცერტიდან: